gnhf-rrr

სენსაცია და ორი ფრე: მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ეთერში

გერმანიასა და დანიაში დაწყებულ ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ხილვაც ყოველდღე შეგიძლიათ სილკ-სპორტის არხებზე, მოხდა ერთი სენსაცია, მოიგო ორივე მასპინძელმა და მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა, ორი მატჩიც ფრედ დასრულდა.

სენსაცია იყო აზიის ჩემპიონისა და მსოფლიოს 2015 წლის ვიცე-ჩემპიონის, ყატარის მარცხი აფრიკის მესამე გუნდ ანგოლასთან, 23-24. ყატარი მატჩის უმეტესი დროის განმავლობაში აგებდა, მაგრამ ბოლო წუთის დაწყებისას წინ იყო, 23-22. ანგოლელმა ჰებომ დასრულებამდე 22 წამით ადრე გაათანაბრა. ყატარელი კაპოტეს დარტყმა სირენამდე 5 წამით ადრე მოიგერია მეკარე მუაჩისენგმა და მყისვე გაუშვა გარღვევაში ჩიკოლა, რომელმაც ზედ ბოლო წამზე მოაგებინა ანგოლას.

ანგოლა-ყატარი 24-23: https://www.youtube.com/user/ihftv/videos

მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს საწყის განაცხადში არ ჰყავდა ბოლო წლების უცვლელი ლიდერი, ნიკოლა კარაბატიჩი, რომელმაც ოქტომბერში მუხლის ოპერაცია გაიკეთა. საფრანგეთმა მძიმედ მოუგო ბრაზილიას, 24:22, ხოლო კარაბატიჩი გუნდს შეიძლება დღესვე შეუერთდეს სერბეთთან მატჩში.

ვიცე-ჩემპიონმა, ნორვეგიამ 34-24 მოუგო აფრიკის ჩემპიონ ტუნისს, ხოლო 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი სლოვენია ტურნირზე ვერ მოხვდა, რადგანაც ორმატჩიან პლეიოფში დამარცხდა უნგრეთთან. უნგრელებმა გუშინ ფრედ ითამაშეს ამერიკის ჩემპიონ არგენტინასთნ, 25-25. ქულები გაიყვეს სერბეთმა და რუსეთმაც, 30-30. ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა 33-23 მოუგო ბაჰრეინს.

გერმანიამ მიუნხენში 30-19 დამარცხა კორეა, რომელიც ჩემპიონატზე ოფიციალურად მიწვეულია როგორც გაერთიანებული კორეის გუნდი, ხოლო მეორე მასპინძელმა, დანიამ 39-16 მოუგო ჩილეს.

ცვლილებაა შეჯიბრების ფორმატში. მერვედფინალისა და მეოთხედფინალის ნაცვლად იმართება მეორე ჯგუფური ეტაპი. შესაბამისად, პირველი ეტაპიდან მეორეზე გადის არა 4, არამედ 3 გუნდი, თანაც ერთმანეთში დაგროვილი ქულებით, რაც ბრძოლას ბევრად გაამწვავებს.

დღეს და ხვალ შეჯიბრებაზე მეორე ტურის 12 მატჩია, მათგან 7 ყველაზე საინტერესო შეხვედრას კი პირდაპირ ეთერში ნახავთ ტელეკომპანია სილკის 4 სხვადასხვა არხზე.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019კაცები. გერმანია-დანია, 10-27 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

პირველი ტური, 10-11 იანვარი

ჯგუფი, ბერლინი, მერსედეს ბენც არენა (14 800)

კორეა – გერმანია 19-30

იანი, კანი 4 – გენსჰაიმერი 7, ფეტი, პეკელერი 4

სერბეთი – რუსეთი 30-30

ნ. ილიჩი 6, ვუიჩი 5 – დიბიროვი 12

ბრაზილია – საფრანგეთი 22-24

ტოლედო 8 – მემი, გიგუ 6, ნგესანი 5

12 იანვარი. 18:30 რუსეთი-კორეა (სილკ 3)

21:15 გერმანია-ბრაზილია (სილკ 3)

23:30 საფრანგეთი-სერბეთი (სილკ უნივერსალი)

B ჯგუფი. მიუნხენი, ოლიმპიაჰალე (12 000)

იაპონია – მაკედონია 29-38

შიდა 4 – კ. ლაზაროვი 8, მანასკოვი 7, სტოილოვი 6

ისლანდია – ხორვატია 27-31

პალმარსონი 7 – სტეპანჩიჩი 8, ცინდრიჩი 6

ბაჰრეინი – ესპანეთი 23-33

ჰაბიბი, ალსაიადი 7 – სოლე 7, ა. დუიშებაევი 5

13 იანვარი. 17:00 მაკედონია – ბაჰრეინი

19:30 ხორვატია – იაპონია

22:00 ესპანეთი – ისლანდია (სილკ-2)

C ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

ჩილე – დანია 16-39

რ. სალინასი 4 – მორტენსენი 8, ჰანსენი 7, ლაუგე, სვანი 4

საუდის არაბეთი – ავსტრია 22-29

ალსალემი 7 – ბილიკი 7, სანტოსი 5

ტუნისი – ნორვეგია 24-34

ჯაბალა 5 – იონდალი 9, საგოსენი, მიურჰოლი 6

13 იანვარი. 18:00 ავსტრია – ჩილე

20:30 ნორვეგია – საუდის არაბეთი

23:15 დანია – ტუნისი (სილკ უნივერსალი)

D ჯგუფი. კოპენჰაგენი, როიალ არენა (15 000)

ანგოლა – ყატარი 24-23

ჰებო 7, ტეკა 5 – ბერაშედი 6, კაპოტე 4

არგენტინა – უნგრეთი 25-25

პ. სიმონეტი 6, კრიველი 5 – ბალოგი 11, ლეკაი 6,

ეგვიპტე – შვედეთი 24-27

ელაჰმარი, შებიბი 5 – გოტფრიდსონი, ლ. ნილსონი 5

13 იანვარი. 18:30 ყატარი – ეგვიპტე (სილკ უნივერსალი)

21:00 უნგრეთი-ანგოლა

23:30 შვედეთი – არგენტინა (სილკ-2)

მეორე ჯგუფური ეტაპი: 19, 20, 21, 23 იანვარი – კიოლნი (A-B), ჰერნინგი (C-D)

ნახევარფინალი: 25 იანვარი, ჰამბურგი

ფინალი: 27 იანვარი, ჰერნინგი

Leave a Reply