gnhf-rrr

სეზონს ფინალური ოთხეულები აგვირგვინებს

25-26 მაისს შინაური სახელბურთო სეზონის მთავარი მატჩებია. სპორტკომპლექს არენაში იმართება ფინალური ოთხეულის ტურნირი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ქალთა და კაცთა გუნდებს შორის.

ქალთა და ვაჟთა მატჩები მონაცვლეობით გაიმართება. ოთხშაბათს, ქალთა ნახევარფინალში თამაშობენ ყვარელი-წყალტუბო და პეგასი-მამული, ხოლო კაცებში – ბათუმის შავი ზღვის ბიჭები-ქუთაისი და სტუ-სამტრედია. 26 მაისს 4 ფინალური მატჩი გაიმართება და გამოვლინდება ყველა პრიზიორი.

2015-16 წლის სეზონი საკმაოდ ინტენსიური გამოვიდა. გაიმართა ხუთი ოფიციალური შეჯიბრება: საქართველოს თასის გათამაშება ვაჟთა შორის და საქართველოს ოთხი ჩემპიონატი – უმაღლესი ლიგის ტურნირები კაცთა და ქალთა გუნდებში, კაცების პირველი ლიგა და ჭაბუკთა პირველობა თექვსმეტწლამდელებში. ფინალური ოთხეულების შემდეგ სეზონი ოფიციალურად დაიხურება 29-31 მაისს, როდესაც გაიმართება გადასასვლელი ტურნირი მომდევნო, 2016-17 სეზონის უმაღლესი ლიგის ერთი საგზურისთვის.

დიდი პაუზის შემდეგ მოხერხდა ორი შეჯიბრების აღდგენა. 2006 წლის შემდეგ პირველად იმართება ქალების ეროვნული პირველობა. ქალთა ხელბურთში უწყვეტი ტრადიცია არც არასოდეს არ გვქონია. დამოუკიდებლობის ხანაში მხოლოდ პერიოდულად იმართებოდა ხოლმე შინაური ტურნირები და ქალთა ნაკრებიც დროდადრო თუ თამაშობდა.  გოგონათა ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებულმა გამოსვლამ ბიძგი მისცა ქალთა ხელბურთის განვითარებას და ეროვნული ჩემპიონატის აღდგენამაც არ დააყოვნა. შეგროვდა 6 გუნდი, რაც პირველი სეზონისთვის ურიგო შედეგი არაა.

პირველი ლიგის ტურნირი კაცთა შორის აქამდე ერთადერთხელ, 1992 წელს გამართულაა.  2016 წელს აღდგა ეს შეჯიბრებაც, სადაც 5 გუნდმა ითამაშა. 15 გუნდი შეიკრიბა ჭაბუკთა სამ რეგიონულ ლიგაში. 

ჯამში სტატისტიკა საკმაოდ შთამბეჭდავია. სულ 2015-16 სეზონის ხუთ შეჯიბრებაში თამაშობდა 17 სახელბურთო კლუბის 34 გუნდი, რომელიც წარმოადგენდა 13 სხვადასხვა ქალაქს, რეგიონსა თუ დასახლებულ პუნქტს: თბილისს (5 კლუბი, 8 გუნდი), ბათუმსა და აჭარას (2 კლუბი, 5 გუნდი), თელავს (2 კლუბი, 3 გუნდი), ფოთს (3 გუნდი), წყალტუბოს (3), ყვარელს (2), გორს (2), რუსთავს (2), სამტრედიას (2), ქუთაისს (2), ლაგოდეხსა (1) და ახაშენს (1).   ყველა შეჯიბრებას უმასპინძლა 6 ქალაქის 11 არენამ (თბილისი – სპორტის სასახლე, ახალი სპორტის სასახლე 1, 2, გლდანი, არენა 1, 2; ქუთაისი, ხელვაჩაური, თელავი, სენაკი, ზესტაფონი).

კაცთა უმაღლეს ლიგაში, ქართველ არბიტრებთან ერთად, იმსაჯა ორმა უკრაინულმა და ერთმა აზერბაიჯანულმა წყვილმა, ხოლო ფინალური ოთხეულის მატჩებს განსჯიან EHF არბიტრები ბელარუსიდან – სიარჰეი კულიკი და ძმიტრი ნაბოკაუ. 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, 2015-16

ფინალური ოთხეული. არენა 1, 25-26 მაისი

ქალები. ნახევარფინალი, 25 მაისი

13:00 ყვარელი – წყალტუბო

16:10 პეგასი – მამული

ფინალი, 26 მაისი

13:00 3-4 ადგილისთვის

16:10 1-2 ადგილისთვის

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

დელეგატები: ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

კაცები. უმაღლესი ლიგა

ნახევარფინალი, 25 მაისი

14:30 ბათუმი – ქუთაისი

18:10 სტუ – სამტრედია

ფინალი, 26 მაისი

14:30 3-4 ადგილისთვის

18:10 1-2 ადგილისთვის

მსაჯები: სიარჰეი კულიკ, ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი

1.კორნელი ანდრიაძე, 22. გაგა სეთურიძე – 4. იგორ ვინოგრადსკი 7. გიორგი სურმავა 9. ვანო ქარდავა 10. ლექსო წითელიშვილი 11. აკაკი ყაველაშვილი 14. თორნიკე მაისაშვილი 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ აბრამიშვილი 28. ლევან ბერძენიშვილი  31. ილია გოგალაძე 44. გიორგი წივწივაძე 77. გიორგი კობახიძე 99. რეზო ჭანტურია – მწვ. მერაბ ჭანტურია, მამუკა მჟავანაძე, გია ბზეკალავა

სტუ

1.ავთო მღებრიშვილი 12. ლაშა სიხარულიძე 16. გიგა ტორონჯაძე – 2. სერგო აგაჯანოვი, 5. ერეკლე არსენაშვილი 7. თემურ ორჯონიკიძე 8. ენრიკე ბაზანოვი 9. იოსებ სამიტაშვილი 11. ზაალ ზაალიშვილი 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე 20. მამია კობახიძე 26. შალვა სტურუა 31. ოთარ ამირანაშვილი 39. მეთოდე ჭელიძე 88. ლევან ოსიყმაშვილი – მწვ. ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

სამტრედია

1.გიორგი ნემსიწვერიძე 6. ალექსანდრე ხონელიძე 22. არჩილ სამიტაშვილი – 2. ვაჟა ხვიჩია 3. გივი გიორგაძე 4. ირაკლი ღაღანიძე 5. გიორგი ანტონოვიჩი 8. ვეფხია ზურაბიანი 9. ირაკლი თევზაძე 10. ჯაბა ნიკურაძე  12. რამაზ ზურაბიანი 13. ჯაბა ხაჟომია 14. გიორგი გეგია 15. გიორგი ცხვარაძე 17. ზურაბ სიმონია – მწვ. გიორგი ხელისუფალი, ავთანდილ ქავზინაძე, დავით დუნდუა

ქუთაისი

1.ჯუმბერ გულეიშვილი 12. გიორგი სამყურაშვილი 22. გიორგი კუპატაძე – 2. გიგა მამისეიშვილი 3. მირიან ჩიხლაძე 5. კარლო მათნაძე 6. გიორგი ლომიძე 7. ხაზეინ რუსტამოვი 8. გიორგი მერკვილაძე 11. შოთა გრიშიკაშვილი  13. ირალი კბილაშვილი 14. უჩა კობახიძე 15. გიორგი კვერნაძე 21. ჯუმბერ ჯუღელი – მწვ. ალექსანდრე ბოყოჩაძე, ზურაბ ყაველაშვილი, დავით გობეჯიშვილი, გრიგოლ თავხელიძე

ყვარელი

1.მერი ტოჩილაშვილი 16. ელენე გუბელაძე – 2. ანა ფუღიაშვილი 3, ქეთი კუნელაშვილი 4. მარიამ მიხელიძე 7. თინა ქიტესაშვილი 8. ანა არაბული 9. თამთა თეთრაშვილი 10. სოფო იორდანიშვილი 13. თამარ იორდანიშვილი 15. ლია კორახაშვილი 17. ლიკა ფუღიაშვილი 20. თამარ კუპატაძე – მწვ. ზურაბ ხარებაშვილი, გოჩა ღონიაშვილი

პეგასი თბილისი

1.თინათინ ყაველაშვილი 16. ხატია ჯიქურაშვილი 22. მარიამ ჩაჩუა – 7. მედეა ჩოხელი 9. ნინო კახაია 11. ლელა მორჩაძე 14. ნაზი სარაჯიშვილი 15. თამარ ჩოგოვაძე 18. ქეთევან ვენეცკი 19. ნინო გაგნიძე 20. ელისაბედ ჩხაიძე 24. ანა ქებაძე 31. მაია ბერიძე 77. კესო შოშითაშვილი – მწვ. ნინო წივწივაძე, ტიტე კალანდაძე

მამული თბილისი

1.სალომე გორგიძე 12. ანა ვარდიშვილი – 2. ნინო გოგიჩაიშვილი 3. ანა ყველაშვილი 4. მარიამ ხონელიძე 5. მარიამ დანელია 6. ელენე ჯავახიშვილი 8. ნინო შახულოვი 9. ნატალი ავსაჯანიშვილი 10. ქრისტინე ღვალაძე 11. თამარ გიორგაძე 14. ქეთი წერეთელი 15. ქეთი იაშვილი – მწვ. ჯულია კასიანი

წყალტუბო

1.ნინო ჯიქია 16. მარიამ ჩავჩიძე – 2. თათია თვალოძე 3. ლანა კალანდაძე 4. ნანა ლაღაძე 5. ნინო ჯიმშელეიშვილი 6. ნინო ჯიშკარიანი 7. ჯულია ჩირგაძე 8. მარიკა ჯავახაძე 9. თეკლა დარსაველიძე 10. ქრისტინე ჯიქია 11. მარიამ ფანცხავა 3. მარიამ დანგაძე 14. მზია მამარდაშვილი – მწვ. გელა ჯანელიძე, ნოე გოგიძე

გადასასვლელი ტურნირიკაცები

29-31 მაისი, არენა 1. თამაშდება უმაღლესი ლიგის ერთი საგზური.

29 მაისი. 12:30 ფოთი – წყალტუბო, 14:00 იმედი თელავი – რუსთავი 

30 მაისი. 12:30 წყალტუბო – იმედი თელავი, 14:00 რუსთავი – ფოთი

31 მაისი. 12:30 რუსთავი – წყალტუბო, 14:00 იმედი თელავი – ფოთი

Leave a Reply