სახელბურთო სეზონი ხვალ იხსნება

ხვალ  გლდანის ხელბურთის აკადემიაში იწყება საქართველოს თასის გათამაშება კაცთა გუნდებს შორის.  

ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა 2020 წლის მარტის შემდეგ, მასუკან, რაც შინაური სეზონი კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა. ცხადია, ტურნირი ჩაივლის უმაყურებლოდ, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით – კოვიდ-ინსტრუქციის მიხედვით.

მონაწილეობს 8 კლუბი.  უმაღლესი ლიგის 6 გუნდს ემატება ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის ქარიშხალა. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით იმართება, ოღონდ, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს დიდი ხანია, სატურნირო პრაქტიკა არ ჰქონიათ, გათამაშდება ყველა ადგილი – ანუ რვავე მონაწილე კლუბს გარანტირებული 3 თამაში ექნება.

ხვალ, გლდანის ხელბურთის აკადემიაში, დილის 10 საათიდან გაიმართება 4 მეოთხედფინალური მატჩი:  BSB ბათუმი – ქარიშხალა, იმედი-სტუ – ფოთი, ქუთაისი – სამტრედია, პეგასი – სპორტუნი.

11 ნოემბერს, იმავე არენაზე, ნახევარფინალებია მე-5-8 და 1-4 ადგილებისთვის. 12 ნოემბერს გლდანში გათამაშდება მე-5 და მე-7 ადგილები, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი დანიშნულია 13 ნოემბერს, სპორტის სასახლეში. ფინალი 15 საათზე დაიწყება, ხოლო ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

10 ნოემბერი, გლდანის აკადემია, მეოთხედფინალი

10:00 BSB ბათუმი – ქარიშხალა

12:30 იმედი-სტუ – ოქროს ვერძი ფოთი

15:00 ქუთაისი – სამტრედია

17:30 პეგასი – სპორტუნი

11 ნოემბერი, გლდანის აკადემია

10:00 5-8 ადგ. წაგებულები: ბათუმი/ქარიშხალა – სტუ/ფოთი

12:30 ნახევარფინალი. მოგებულები: ბათუმი/ქარიშხალა – სტუ/ფოთი

15:00 ნახევარფინალი. მოგებულები: ქუთაისი/სამტრედია – პეგასი/სპორტუნი

17:30 5-8 ადგილები. წაგებულები: ქუთაისი/სამტრედია – პეგასი/სპორტუნი

12 ნოემბერი, გლდანის აკადემია

13:00 მე-7-8 ადგილებისთვის

15:00 მე-5-6 დგილებისთვის

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი

13:00 მე-3-4 ადგილებისთვის

15:00 ფინალი

Leave a Reply