საქართველო-ფინეთი 25-25

თუკი სათამაშო სახეობებში ლოგიკა არსებობს, მაშინ არ არის გასაკვირი, რომ შეხვედრა სადაც მეტოქეებმა ერთმანეთს ანგარიში თვრამეტჯერ გაუთანაბრეს, ფრედ დამთავრდა. მეორე მხრივ, გამარჯვება ორივეს შეეძლო. თან, ზოგადად კი არ ვგულისხმობთ, იმის თქვა გვინდა, რომ გამარჯვება ორივე გუნდს ბოლო წუთზე შეეძლო. ფორტუნამ ფრე არჩია.

ფინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით ჩატარებულთა შორის ყველაზე დაძაბული გამოდგა. მეტოქეებმა მაქსიმუმ ორი ბურთით შეძლეს დაწინაურება. თავიდან საქართველო იყო წინ, მე-19 წუთზე კი ფინეთი დაწინაურდა და მერე დარბაზში ვითარება იცვლებოდა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მეკარე იური სილაგაძე, რომელმაც მართლა ჩინებულად ითამაშა. გარდა იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მან შესანიშნავად შეასრულა თავისი უშუალო მოვალეობა, მე-10 წუთზე გოლიც კი გაიტანა.

სირენამდე ორ წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, როცა ჩვენები 23-25 ჩამორჩნენ, მაგრამ კალანდაძემ და კუხალაშვილმა გაათნაბრეს ანგარიში, ფინეთი ბოლო შეტევაში უმეკარეოდ წავიდა და შვიდი ხელბურთელით შემოგვიტია, მაგრამ ბურთი დაკარგა, დასრულებამდე ორი წამით ადრე მეკარე სილაგაძემ ცარიელ კარში გადაისროლა ბურთი, მაგრამ ააცილა – 25-25.

იური სილაგაძე: – ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოგვეგო, მაგრამ ძლიერი მეტოქე გვყავდა და ფრე ვითამაშეთ. ჩვენ თამაშს ათიდან რვა ქულით შევაფასებდი.

ფინეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ კი დაასახელეს ედვარდ ჰამარბერგი, რომელმაც 5 გოლი შეაგდო.

ტიტე კალანდაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): – გამოუცდელმა ბავშვებმა იბრძოლეს გამოცდილ მეტოქესთან, რომელიც ხელბურთს კარგად თამაშობს. თითქმის ვიგებდით. ბიჭებს ვულოცავ ამ შედეგს. მათ თავი დადეს.

იაკო ჰორელი (ფინეთის ნაკრების მწვრთნელი): – ვფიქრობ, მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში უგულისყუროდ ვთამაშობდით. გვქონდა გარკვეული პრობლემები გოლის გატანის მხრივაც. მეტოქის მეკარემ ძალიან ძლიერად ითამაშა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში უკეთ რომ გვეთამაშა, მოვიგებდით.

ხვალ 17 საათზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ბელარუსს ეთამაშება.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო

10 აგვისტო, პარასკევი

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

შვეიცარია – ესტონეთი 33-22

ფარერები – ლუქსემბურგი 26-32

მაკედონია – ლიტვა 32-30

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

ფინეთი – საქართველო 25-25

საქ: სილაგაძე 1, დიხამინჯია – კალანდაძე 8, ცხოვრებაძე 7, კუხალაშვილი 4, ლაპიაშვილი 4, ჩადუნელი 1, ხელაძე, ქათამაძე, კახოშვილი, გველესიანი, ნიაზაშვილი, ასაბაშვილი, ძნელაძე, ლ. იმნაძე, დგებუაძე

ფინ: ჰავერინენი, კლამა, სნელმანი – იუსლინი 6, ჰამარბერგი 5, ლაინე 4, მაიალა 3, ნორდლუნდი 3, ვოუტილაინენი 2, ბეკმანი 1, ლოუევუო 1, ჰენრიკსონი, კანკანპაა, მანდეროოსი, ნუმინენი, ტილესი

ბელარუსი – საბერძნეთი 32-22

11 აგვისტო, შაბათი

11:00 ესტონეთი – ფარერები

13:00 ლიტვა – შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი – მაკედონია

17:00 საქართველო – ბელარუსი

19:00 საბერძნეთი – იტალია

12 აგვისტო – დასვენების დღე

13 აგვისტო, ორშაბათი

11:00 შვეიცარია – ლუქსემბურგი

13:00 ფარერები – მაკედონია

15:00 ესტონეთი – ლიტვა

17:00 საბერძნეთი – საქართველო

19:00 იტალია – ფინეთი

14 აგვისტო, სამშაბათი

11:00 ფარერები – ლიტვა

13:00 მაკედონია – შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი – ესტონეთი

17:00 იტალია – საქართველო

19:00 ფინეთი – ბელარუსი

15 აგვისტო – დასვენების დღე

16 აგვისტო, ხუთშაბათი

11:00 ლიტვა – ლუქსემბურგი

13:00 მაკედონია – ესტონეთი

15:00 შვეიცარია – ფარერები

17:00 ფინეთი – საბერძნეთი

19:00 ბელარუსი – იტალია

17 აგვისტო – დასვენების დღე

18 აგვისტო, შაბათი. ნახევარფინალი

19 აგვისტო, კვირა. ფინალი

ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

მაივიდეოს სპეციალური არხი: http://www.myvideo.ge/tv/xelburti

იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია

თურ-ირლ 54-13, ჩეხ-უკრ 27-21, მნტ-ბრი 25-20

B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი

ავს-ბულ 39-13, ჰოლ-კოს 31-25, სლკ-ლატ 22-22

ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი9-19 აგვისტო

A: ხორვატია 4, სერბეთი 3, ისრაელი 1, პორტუგალია 0

სრბ-ისრ 25-25, ხორ-პორ 37-21, პორ-სრბ 21-25, ისრ-ხორ 27-30

B: დანია 4, საფრანგეთი 3, რუმინეთი 1, ნორვეგია 0

საფ-ნორ 30-29, დან-რუმ 24-22, რუმ-საფ 30-30, ნორ-დან 24-30

C: გერმანია 4, ესპანეთი 2, რუსეთი 2, უნგრეთი 0

გერ-რუს 21-20, ესპ-უნგ 19-22. უნგ-გერ 18-29, რუს-ესპ 15-32

D: ისლანდია 4, შვედეთი 2, სლოვენია 2, პოლონეთი 0

სლო-შვდ 21-29, ისლ-პოლ 25-20, პოლ-სლო 22-32, შვდ-ისლ 24-29

Leave a Reply