საქართველოს U20 ნაკრები

ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში დასრულდა EHF-ის ევროპის ჩემპიონატი, სადაც სხვა, 8 გუნდის მხარდამხარ, საქართველოს 20 წლამდე ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას და ასპარეზობა 7-ე ადგილზე დაასრულა.

ჩემპიონატის გამარჯვებული ჩეხეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრების დამარცხება შეძლო, ხოლო მესამე ადგილოსანი კი ნიდერლანდების 20 წლამდელთა გუნდი გახდა.

ტურნირის ფინალური მატჩის შემდგომ დასახელდა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი და ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე.

საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჩვენი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ნიკოლოზ კალანდაძემ მოიპოვა, რომელმაც იმის გარდა, რომ 76 გოლი გაიტანა და მეორე ადგილზე გასულ სლოვაკ იაკუბ რუბიშჩეკს 13 გოლით გაასწრო, მაყურებელს თავი შესანიშნავი თამაშით დაამახაოვრა და აღნიშნული ტიტულის დამსახურებული მფლობელი გახდა.

Leave a Reply