ukr

საქართველოს B ნაკრები ირანში ასპარეზობს

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა B ნაკრები ირანში, შუშტერის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში იღებს მონაწილეობას.

ჩვენმა გუნდმა სამი შეხვედრა გამართა, საიდანაც ორი მოიგო: უზბეკეთთან 43-28 და ირანის 18-წლამდელთა ნაკრებთან 27-21. ხოლო, ერთი მატჩი დათმო ირანის 21-წლამდელთა ნაკრებთან 21-22. მომდევნო შეხვედრა ერაყის ეროვნულ ნაკრებთან გაიმართება.

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა B ნაკრებისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია, გუნდი, რომელსაც ტიტე კალანდაძე წვრთნის, შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

Leave a Reply