სიახლეები
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს. პრეზიდენტი სამინისტროს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებითა და ფარული კენჭისყრით 27-მა დელეგატმა აირჩია.
ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ლევან სალუქვაძე, გენერალურ მდივნად კი – ლევან გელაშვილი.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული ესწრებოდნენ.