საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები „კარპატების თასზე“ წლეულს მეორედ იასპარეზებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ერთგვარი რეპეტიციის ფარგლებში, რუმინეთში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, „კარპატების თასზე“ (Trofeul Carpaţi’) იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისში იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.
საქართველოს ეროვნული გუნდი ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით „კარპატების თასზე“ საასპარეზოდ, ამჯერად სახეცვლილი შემადგენლობით.
ჩვენი გუნდი ტურნირს სლოვაკეთთან შეხვედრით გახსნის. შემდეგ მასპინძელს დაუპირისპირდება და უკრაინით დაასრულებს გამოსვლას.
ტრადიციულ ტურნირზე მცირე ტრავმის გამო, არ იასპარეზებს გიორგი ცხოვრებაძე, სანდრო დარსანია და ზურაბ ცინცაძე. მათ ნაცვლად რუმინეთში გაემგზავრებიან გიგი რუხაძე, ვახტანგ ხარებაშვილი და გუგა უთმელიძე.
„კარპატების თასზე“ საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
გიგი რუხაძე, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი არეშიძე, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ლაპიაშვილი, დავით ნიქაბაძე, მირიან გავაშელიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგა მელიავა, ვახტანგ ხარებაშვილი, გუგა უთმელიძე.
„კარპატების თასი“:
31 ოქტომბერი
სლოვაკეთი – საქართველო
1 ნოემბერი
რუმინეთი – საქართველო
2 ნოემბერი
უკრაინა – საქართველო