gnhf-rrr

საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში,  16 საათზე ლატვიას ეთამაშება. 

ჩვენი გუნდის კაპიტანი, ნენო ჯგერენაია, ლიტვასთან მიღებული ტრავმის გამო ამ ტურნირზე სამწუხაროდ ვეღარ ითამაშებს – ის განაცხადში უკვე შეცვალა ქეთევან ცინცაძემ, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა 15 წლის თამარ ბურკაძემ.

მატჩი ფინეთის უპირატესობით დაიწყო – 5-2, მაგრამ, ბურკაძემ ნელ-ნელა დაალაგა თამაში, ზედიზედ ორი გოლი გაიტანა ანა ჩხაიძემ, ხოლო 14 წლის ნინო საბაშვილმა მალე წინაც გაგვიყვანა – 6-5. ამის შემდეგ კარგად ითამაშა მარჯვენა გარემარბმა ნინო გაგნიძემ, რომელიც პირველ ტაიმში 4 გატანილი გოლით საუკეთესო იყო. ტაიმი 9-7 მოვიგეთ.

შესვენენბის შემდეგ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ლიზა ჩხაიძემ, რომელმაც თავისი 8 გოლიდან 7 მეორე ტაიმში გაიტანა. მისი და მეკარე ხატია ჯიქურაშვილის (10 მოგერიება) წყალობით საქართველოს ნაკრები 6 ბურთით დაწინაურდა – 18-12.

მაგრამ, ფინელებს ნელ-ნელა წაუვიდათ შორიდან დარტყმები და სხვაობის შემცირება დაიწყეს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 19-16 იყო, 55-ე წუთზე კი სხვაობა მინიმალური გახდა, 20-19. ლიზა ჩხაიძემ ორჯერ გაზარდა სხვაობა ორამდე, ხოლო გადამწყვეტი ბურთი, სირენამდე სამწუთნახევრით ადრე კი გაიტანა ლანა გოგიამ – 23-20. 

დარჩენილ დროში ფინეთმა აქტიურ დაცვას მიმართა, ორი გოლის გატანაც მოასწრო, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებელი შანსი აღარ მისცემია. საქართველომ 23-22 მოიგო და ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.

ლიზა ჩხაიძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე: – პირველი ტაიმი ძალიან მძიმე იყო. დასაწყისში ვაგებდით, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა თამაში და გაიმარჯვა. ჩვენი მომავალი მიზანი იქნება ბრძოლა ყველას წინააღმდეგ და რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება ამ ტურნირზე.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვამ 28-18 დაამარცხა ლატვია. A ჯგუფში მეორე თამაში მოიგო სერბეთმა, რომელმაც დაამარცხა საბერძნეთი, 24-13, ფარერის კუნძულებმა 37-20 მოუგო ბულგარეთს. ხვალ ჯგუფური ეტაპის მესამე დღეა. საქართველოს ნაკრები 16 საათზე ლატვიას ეთამაშება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 4 აგვისტო 

საქართველო – ფინეთი 2322

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი – ე. ჩხაიძე 8, გაგნიძე 6, დვალიშვილი 3,  ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, საბაშვილი 1, გოგია 1, კორძაია, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე,

ფინ: შოლუნდი, ბრუნკრონა – კარეი 7, ფონ ნანდელშტადი 5, ნუმანი 4, სანდელინი 2, მაიალა 2, სანჰოლმი 1, რაინიკაინენი 1, ნოუსიაინენი, შოსტედტი, იოუტიიარვი, სინერვო, მუსტონენი, ჰარკონენი, იტკონენი

მსაჯები: ბოილაკერი, ჟილისი (ბლგ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), ასქეროვი (აზე)

B ჯგუფი. ლატვია – ლიეტუვა 18-28

A ჯგუფი. ფარერები – ბულგარეთი 3720

A ჯგუფი. საბერძნეთი – სერბეთი 1324

B ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

ლიეტუვა——–2—2—0—0—56-37—4

შვეიცარია——-1—1—0—0—39-20—2

საქართველო—-2—1—0—1—42-50—2

ფინეთი———-1—0—0—1—22-23—0

ლატვია———-2—0—0—2—38-67—0

აგვ. ლიეტუვა – საქართველო 28-19, შვეიცარია – ლატვია 39-20

A ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სერბეთი——–2—2—0—0—54-39—4

ფარერები——-2—1—0—1—63-50—2

უკრაინა———1—1—0—0—19-18—2

საბერძნეთი—–2—0—0—2—31-43—0

ბულგარეთი—-1—0—0—1—20-37—0

აგვ. სერბეთი – ფარერები 30-26, უკრაინა – საბერძნეთი 19-18

5 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი – უკრაინა

14:00 ფარერები – საბერძნეთი

16:00 საქართველო – ლატვია

18:00 ფინეთი – შვეიცარია

7 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი – საბერძნეთი

14:00 უკრაინა – სერბეთი

16:00 ფინეთი – ლატვია

18:00 შვეიცარია – ლიეტუვა

8 აგვისტო 

12:00 უკრაინა – ფარერები

14:00 სერბეთი – ბულგარეთი

16:00 შვეიცარია – საქართველო

18:00 ლიეტუვა – ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი 

11:00 (9-10) A5-B5

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი 

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)

Leave a Reply