საქართველოს ნაკრებმა ბრიტანეთი დაამარცხა
ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა 31-23 დაამარცხა ბრიტანეთი და ტურნირი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. გამარჯვებული გამოვლინდება რუმინეთ-ბელარუსის თამაშში, რომელიც 18 საათზე დაიწყება.
ლიტვასა და ბულგარეთშიც მიმდინარეობს ორი ანალოგიური შეჯიბრება. კაუნასში ფინალში გავიდნენ იტალია და ისრაელი, ვარნაში – უნგრეთი და თურქეთი. ამ სამი ფინალის გამარჯვებული მიიღებს ევროპის 2018 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას.
18-წლამდელთა საჩემპიონო შეჯიბრება დღეს სრულდება ხორვატიაში. ფინალში გასულები არიან ხორვატია და საფრანგეთი, ბოლო 3 ადგილი დაიკავეს ჩეხეთმა, სლოვაკემა და შვეიცარიამ. სწორედ მათ შეცვლის მეორე დონის შეჯიბრის სამი გამარჯვებული 2018 წელს.
ხორვატიაშივე გამოვლინდა 2017 წელს, საქართველოში დანიშნული ცხრამეტწლამდელთ მსოფლიო ჩემპიონატის 10 მონაწილე ევროპიდან: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია. 4-4 საგზურს მიიღებენ ამერიკა, აფრიკა და აზია, ერთს – ოკეანია და შეჯიბრების მასპინძელი, საქართველო.
ხელბურთი. 18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 21 აგვისტო, ფინალი
7-8 ადგილები. საქართველო-ბრიტანეთი 31-23
საქ: ხარაიშვილი 1, ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი – რუსტამოვი 9, მიქავა 4, ზარნაძე 4, იობაშვილი 3, ბაჯალაძე 2, ლაპიაშვილი 2, ცხოვრებაძე 2, ბულბულაშვილი 2, ტიელიძე 1, გოგავა 1, ბაინაზიშვილი, ყორიაული, ხელაძე
ბრი: მაკქლელანდი, მური – ვაითი 7 , გრინი 4, ფილდი 3, მორლი 2, ფურმანი 2, მაკკარტნი 1, ესლემი 1, გილბერნი 1, ლიისი 1, ჰარვუდი 1, ლეტერი, ნიკოლი, სატკლიფი
მსაჯები: სირბუ, სუპონიკოვი (მლდ), დელეგატები: მხითარიანი (სომ), ვიზიციუ (მლდ)
14:00 5-6 ადგილები. ბელგია-ლატვია
16:00 3-4 ადგილები. მონტენეგრო-ბოსნია
18:00 1-2 ადგილები. რუმინეთი-ბელარუსი