საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა

19 წლამდე ნაკრებმა, რომელმაც ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო, სამი გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა კონტინენტთაშორის თასზე. ჩვენმა გუნდმა დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამებზე სანდრო დარსანიას გოლით, 27-26 სძლია ნიგერიას და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი არეშიძე გახდა, რომელმაც მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა და მრავალი ასისტი შეასრულა.

ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა გვადალუპე, რომელიც ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
იხილეთ საბოლოო მდგომარეობა:

გუნდი მ ფ წ ქ

გვადალუპე 3 1 0 7

საქართველო 3 0 1 6

ნიგერია 2 1 1 4

ნიკარაგუა 1 0 3 2

ტაიტი 0 0 4 0

11 მარტი
საქართველო 27-26 ნიგერია
10 მარტი
გვადალუპე 33-29 საქართველო
8 მარტი
საქართველო 36-20 ტაიტი
7 მარტი
ნიკარაგუა 27-43 საქართველო

📸 Federación Costarricense de Balomano

📌ახალგაზრდული ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply