საფრანგეთს კარაბატიჩი გამოაკლდა
მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, მეორე გამარჯვებები მოიპოვეს ნორვეგიამ, სლოვენიამ, მაკედონიამ, ესპანეთმა, ხორვატიამ და დანიამ. დღეს ტურნირზე მორიგი 7 მატჩია. ჯგუფური ეტაპი 20 იანვარს დასრულდება და 16 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.
ნორვეგია A ჯგუფს საფრანგეთთან ერთად ლიდერობს. მათ ერთი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე სენსაციურად ჩაატოვეს ჯგუფში ფრანგები დ ფინალში გასვლასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ დამატებით დროში დამარცხდნენ გერმანიასთან. ამის შემდეგ ჩარხი უკუღმა დატრიალდა – წააგეს ბრინჯაოს ფინალი, ოლიმპიადის კვალიფიკაცია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეიოფი და საფრანგეთში მხოლოდ 24-ე გუნდად, საერთაშორისო ფედერაციის მიერ ნაჩუქარი ვაილდ-ქარდით მოხვდნენ. გუნდი მოგებას მოწყურებული ჩავიდა ჩემპიონატზე და პოლონეთის შემდეგ რუსეთსაც აჯობა, 28-24, თან ისე, რომ თავიდან ბოლომდე ლიდერობდა და მთლიანად აკონტროლებდა თამაშს 21 წლის გამთამაშებლის, სანდერ საგოსენის მეთაურობით.
კვირას სწორედ ლიდერები, საფრანგეთი და ნორვეგია თამაშობენ. საფრანგეთს დანაკლისი აქვს – იაპონიასთან მატჩში დაცვის ბურჯმა ლუკა კარაბატიჩმა მუხლი იტკინა და როგორც გუშინ გაირკვა, ვეღარ ითამაშებს, მის ნაცვლად გუნდში უკვე აიყვანეს ხაზის მოთამაშე დიკა მემი.
ამავე ჯგუფში ბრაზილიამ ძალიან წინ აწეული, 3-2-1 დაცვა შესთავაზა მეტოქეს. პოლონეთი დაიბნა (0-5 მე-7 წუთზე), ამ სიტუაციიდან ვეღარც გამოძვრა და მეორედ წააგო. გამარჯვებულებში საუკეთესოები იყვნენ ცაცია ინსაიდი ჟოზე ტოლედო (8 გოლი), მარცხენა გარემარბი ჰანიელ ლანგარო (7) და მეკარე მაიკ სანტოსი (13 სეივი).
სლოვენიას სამი ვარსკვლავი, ზორმანი, ბომბაცი და წინა მუნდიალის მთავარი ბომბარდირი გაიჩი აკლია, მაგრამ მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად ისლანდიასთან, რომელსაც ზედ ტურნირის წინ გამოაკლდა ლიდერი, არონ პალმარსონი. ძალიან მჭიდრო თამაშში მაქსიმალური სხვაობა 3 ბურთი იყო სლოვენიის საასარგებლოდ – 11-8, შესვენებაზე. მეორე ტაიმში ისლანდიამ შვიდჯერ გაათანაბრა და ერთხელ წინაც იყო (17-16, მე-40 წუთი), მაგრამ ბოლო სამ წუთში მიჰა ზარაბეცის ორმა გოლმა გატეხა – 25-26.
ისლანდია კვირას ტუნისს ხვდება უმნიშვნელოვანეს მატჩში, რომლის დამარცხებულიც B ჯგუფიდან პლეიოფში ალბათ ვეღარ გააღწევს. ტუნისი შაბათს რაც შეეძლო, ებრძოლა ესპანეთს, მაგრამ მეტოქემ აფრიკელები ორ ბურთზე ახლოს არ მიუშვა და ბოლოში სხვაობა გაზარდა – 26-21. მარჯვენა კუთხიდან 5-5 გოლი გაიტანეს ვიქტორ ტომასმა და მისმა დუბლიორმა დავიდ ბალაგერმა. ამავე ჯგუფში სლოვენიასა და ესპანეთთან ერთად 4 ქულა აქვს მაკედონიას, ვინც მოუგო ანგოლას, 31-22. ხოლო კირილ ლაზაროვს ორ მატჩში 22 გოლი დაუგროვდა.
უნგრეთის ნაკრების ლიდერმა, 36 წლის ლასლო ნადმა გამოაცხადა, რომ ეს ჩემპიონატი ალბათ მისი ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება. C ჯგუფში გერანიასთან მარცხის შემდეგ უნგრეთი ხორვატიას ხვდებოდა. ნადს მუხლი სტკივა და სულ წუთნახევარი ითამაშა, მისი გუნდი კი 26 წუთის შემდეგ 11-7 იგებდა, მაგრამ შესვენებამდე დარჩენილ 4 წუთში 4 გოლი გაუშვა, 11-11, მეორეში კი უკვე ჩამორჩენა დაიწყო. 48 წუთის შემდეგ უკვე ხორვატები იგებდნენ ოთხით, 23-19 და, საბოლოოდ, 31-28. უნგრეთმა მეორე მატჩი წააგო, მაგრამ უნდა ეთამაშოს ჩილეს, საუდეთსა და ბელარუსს და მერვედფინალში გასვლის შანსები აქვს.
D ჯგუფში ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ 35-28 მოუგო ეგვიპტეს. შაბათს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი გუნდი, საფრანგეთი არ თამაშობდა, შვიდიდან ხუთ მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდა. დღეს C და D ჯგუფებში მეორე ტური დასრულდება, A და B ჯგუფებში კი მესამე იწყება.
ყველა მატჩის ვიდეომიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=W2zwikUjbjI&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი
A ჯგუფი, ნანტი – (2) საფ 4, ნორ 4, რუს 2, ბრა 2, პოლ 0, იაპ 0
11,12 იან. საფ-ბრა 31-16, რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20
13 იან. იაპ-საფ 19-31
14 იანვარი. ბრაზილია-პოლონეთი 28-24
ტოლედო 8, ლანგარო 7, სანტოსი 13/37 – პაჩკოვსკი 6, იახლევსკი 4
ნორვეგია-რუსეთი 28-24
ნორ: ბიორნსენი 7, საგოსენი 6, მირჰოლი, ტანგენი, ჰანსენი 4 – ბერგერუდი 14/37
რუს: სოროკა 8, გორბოკი 6, ატმანი 3 – ბოგდანოვი, კირეევი 9/37
15 იან. 20:45 საფრანგეთი-ნორვეგია 23:45 ბრაზილია-იაპონია
16 იან. 23:45 პოლონეთი-რუსეთი
17 იან. 17:00 ნორვეგია-ბრაზილია 20:45 პოლონეთი-იაპონია 23:45 რუსეთი-საფრანგეთი
19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია
B ჯგუფი. მეცი – (2) სლნ 4, მკდ 4, ესპ 4, ისლ 0, ტუნ 0, ანგ 0
12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21
14 იანვარი. ისლანდია-სლოვენია 25-26
ელისონი 7, კარასონი 6, ატლასონი 4 – ბეჟიაკი 6, ზარაბეცი, კავტიჩნიკი 4
ტუნისი-ესპანეთი 21-26
ტუნ: ტოუმი 5, ბუღანმი 4, სანაი 3 – მისაუი 13/38
ესპ: ბალაგერი, ტომასი 5, რივერა 4, გვარდიოლა 3, კორალესი – 13/32
ანგოლა-მაკედონია 22-31
ლოპესი 5 – ლაზაროვი 10, გეორგიევსკი 5, კოლევი, ტრაიკოვსკი 12/34
15 იან. 17:45 ისლანდია-ტუნისი
16 იან. 20:45 სლოვენია-მაკედონია 23:45 ესპანეთი-ანგოლა
17 იან. 20:45 სლოვენია-ტუნისი 23:45 ანგოლა-ისლანდია
18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი
19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისლანდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია
C ჯგუფი, რუანი – ხორ 4 (2), ჩილ 2 (1), გერ 2 (1), ბლრ 0 (1), საუ 0 (1), უნგ 0 (2)
13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23
14 იანვარი. უნგრეთი-ხორვატია 28-31
უნგ: ბალოგი, ჰარშანი 6, ლეკაი 4, ბოდო 3 – მიკლერი 9/34
ხორ: შტრლეკი 6, დუვნიაკი 4, ჰორვატი, მამიჩი, შებეტიჩი, ცინდრიჩი 4 – სტევანოვიჩი, ივიჩი13/41
15 იან. 20:45 ჩილე-გერმანია 23:45 საუდის არაბეთი-ბელარუსი
16 იან. 20:45 უნგრეთი-ჩილე 23:45 ხორვატია-ბელარუსი
17 იან. 20:45 გერმანია-საუდის არაბეთი
18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე
20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი
D ჯგუფი, პარიზი – დან 4 (2), შვდ 2 (1), ეგვ 2 (2), ყატ 0 (1), არგ 0 (1), ბაჰ 0 (1)
13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22
14 იანვარი. დანია-ეგვიპტე 35-28
დან: სვანი 6, მორტენსენი 5, მ. ლანდინი, ზონდერგორი, ოლსენი 4, რ, ტოფტი 3
ეგვ: ელდერაა 6, შებიბი, ეისა 5, ელაჰმარი, სანადი 3
15 იან. 17:45 არგენტინა-შვედეთი 20:45 ბაჰრეინი-ყატარი
16 იან. 20:45 ეგვიპტე-ბაჰრეინი 23:45 დანია-შვედეთი
17 იან. 20:45 ყატარი-არგენტინა
18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი
20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია
პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი
მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი
მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი
ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი