სასკოლო ხელბურთის კურსები

საქართველოს Handball @ School პროექტის ფარგლებში გერმანელი სპეციალისტი ჰელმუტ მარტინი ესტუმრა, რომელიც 18-დან 28 ნოემბრამდე გაუძღვება კურსებს. ვიზიტის ფარგლებში იგი სამ ქალაქს ესტუმრება: ქუთაისი, თბილისი და თელავი. თითოეულ ქალაქში გაიმართება სამ-სამ დღიანი კურსები, რომელშიც საერთო ჯამში 100-მდე ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ან მწვრთნელი იქნება ჩართული.

აღნიშნული პროექტი 4 წლიანი სასკოლო ხელბურთის განვითარების გეგმის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით.

Leave a Reply