სარეკორდო 28 000 ლილის სტადიონზე

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მეოთხედფინალისტი უკვე გამოვლინდა – საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია და სლოვენია. ლილში, პიერ მორუას საფეხბურთო სტადიონზე 28 010 კაცი დაესწრო საფრანგეთ-ისლანდიის მატჩს, რაც მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია. ოთხივე მატჩზე 50 ათასამდე მაყურებელი იყო. დღეს კიდევ 4 თამაშია და მეოთხედფინალი მთლიანად დაკომპლექტდება.

ისლანდია 3-0 დაწინაურდა ფრანგებთან და მასპინძლები პირველად მე-20 წუთზე გაიყვანა წინ მიქაელ გიგუმ, 9-8. ტაიმი თანაბარი იყო  (14-13), შემდეგ ფრანგებმა სხვაობა 7 ბურთამდე გაზარდეს (23-16, 41-ე წუთი), მაგრამ ისლანდია ბოლომდე ბრძოლაში დარჩა – რუნარ კარასონმა სირენამდე 10 წუთით ადრე სამამდე დაიყვანა სხვაობა – 22-25 და მსოფლიო ჩემპიონს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდა საქმის ბოლომდე მისაყვანად – 31-25, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი პივოტმა ლუდოვიკ ფაბრეგასმა მიიღო.

მაკედონია მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძალიანდა ნორვეგიას, 10-12, შესვენების შემდეგ კი 22 გოლი გაუშვა და 24-34 წააგო. ბალკანელებს ტრავმის გამო აკლდათ ერთ-ერთი ლიდერი, მარცხენა გარემარბი დეან მანაშკოვი, მარტო კირილ ლაზაროვმა კი ვერაფერი გააწყო და ჩემპიონატი 50 გოლით დაასრულა. ნორვეგია მეოთხედფინალში დანიასა და უნგრეთს შორის მოგებულს ელის.

თითქმის ანალოგიური სცენარი იყო რუსეთ-სლოვენიის თამაშში.  რუსებმა ტაიმი მოიგეს, 15-13, მაგრამ 4 წუთში (38-42) ზედიზედ გაუშვეს 5 გოლი, 18-23 ჩამორჩნენ და ამ სიტუაციიდან ვეღარ გამოვიდნენ – 26-32. სლოვენიის მომდევნო მეტოქე გერმანია ან ყატარი იქნება.

ყველაზე დაძაბული კი ბრაზილია-ესპანეთის მერვედფინალი გამოვიდა. აგრესიული დაცვის წყალობით ბრაზილია მთელი პირველი ტაიმი წინ იყო (18-16), ჟოზე ტოლედომ სხვაობა სამი ბურთიც გახადა (20-17, 37’) და აქ მეტოქემ ოთხბურთიანი სპურტი მოაწყო – 42 წუთზე აგინაგალდემ პირველად დააწინაურა ესპანეთი – 21-20. თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ უფრო კლასიანი გუნდი ნელ-ნელა გარდატეხავდა თამაშს, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა. სირენამდე 2 წუთით ადრე 26-26 იყო და ესპანეთმა უპირატესობა მხოლოდ ტოლედოს ორწუთიანი გაძევების შემდეგ მიიღო – რივერამ გაიტანა შვიდმეტრიანი, დუიშებაევმა ანგარიში 28-26 გახადა და დარჩენილ 46 წამში რიცხვნაკლულმა ბრაზილიამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოასწრო – 27-28.  ესპანეთის მეტოქეს ხორვატია-ეგვიპტის მატჩი გამოავლენს.

ყველა მატჩის ჩანაწერი: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5

ვიდეომიმოხილვები:

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

მერვედფინალი. 21 იანვარი

ალბერვილი, ოლიმპიკი, 6500 მაყურებელი  

ნორვეგია-მაკედონია 34-24

ნორ: იონდალი 6, ტანგენი 6, საგოსენი 5, მირჰოლი 5, ბიორნსენი 5, გულერუდი 3, იოჰანესენი 2, ტონესენი 1, როდი 1, ჰანსენი, ოსალივანი, ჰიკერუდი – ბერგერუდი 10/31, ქრისტენსენი 2/5

მკდ: კ. ლაზაროვი 6, სტოილოვი 5, პეშევსკი 3, ნ. მარკოსკი 3, მიტკოვი 2, დროგრიში 1, ტალევსკი 1, გეორგიევსკი 1, ფ. ლაზაროვი 1, ოილესკი 1, არნაუდოვსკი, მირკულოვსკი, ვ. მარკოსკი, ნელოსკი – კოლევი 6/25, ტრაიკოვსკი 3/15  

https://www.youtube.com/watch?v=F_YpsNIQ3vc

ლილი. სტად პიერ მორუა, 28 010 მაყურებელი

საფრანგეთი-ისლანდია 31-25

საფ: გიგუ 6, რემილი 5, ფაბრეგასი 5,  კარაბატიჩი 4, ნარსისი 4, სორენდო 3, პორტი 2, დიპანდა 1, აბალო 1, ნგესანი – ომაიერი 11/34

ისლ: კარასონი 7, გუდმუნდსონი 4, ელისონი 3, სმარასონი 3, ატლასონი 2, ა. გუნარსონი 2, ბ. გუნარსონი 2, იონსონი 1, მაგნუსონი 1, სიგურდსონი, ჰალგრიმსონი, კრისტიანსონი, არნასონი – გუსტავსონი 6/29, ედვარდსონი 1/9

https://www.youtube.com/watch?v=MjKPXZV4Y0A

პარიზი, ბერსი.  8324 მაყურებელი

რუსეთი-სლოვენია 26-32

რუს: შიშკარევი 5, დერევენი 5, შელმენკო 4, ჟიტნიკოვი 3, დიბიროვი 3, კალარაში 3, კოვალევი 1, ჩერნოივანოვი 1, ვალიულინი 1, ჩიპურინი, სოროკა, შკურინსკი, კისელევი – კირეევი 8/27, პავლენკო 2/14, ბოგდანოვი 0/1

სლნ: ცინგესარი 6, მარგუცი 5, მაცკოვშეკი 4, დოლენეცი 4, კავტიჩნიკი 3, იანცი 3, ბეჟიაკი 2, გრებენცი 2, გაბერი 1, კოდრინი 1, ბლაგოტინშეკი 1, ზარაბეცი, პოტეკო – სკოკი 10/33, ლესიაკი 0/2

მონპელიე, ლარენა 6923 მაყურებელი

ბრაზილია-ესპანეთი 27-28

ბრა: სილვა 7, კიუფა 5, ლანგარო 5, პოზერი 4, ტოლედო 3, ნოვესი 2, ტეიშეირა, პონსიანო, გიმარაეში, დუტრა – ალმეიდა 1 გოლი-14/38, სანტოსი 2/4

ესპ: დუიშებაევი 5, კანელასი 5, ბალაგერი 4, აგინაგალდე 4, რივერა 4, ფერნანდესი 3, სარმიენტო 2, ენტრერიოსი 1, გურბინდო, ტომასი, მოროსი, გვარდიოლა, გონი – პერესი 4/22, კორალესი 6/15

22 იან. ალბერვილი. 19:00 ბელარუსი – შვედეთი

22 იან. ლილი. 19:00. უნგრეთი-დანია

22 იან. პარიზი. 21:00 გერმანია-ყატარი

22 იან. მონპელიე. 23:45 ხორვატია-ეგვიპტე

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ბადე: ესპანეთი – ხორ/ეგვ —- ნორვეგია – უნგ/დან

საფრანგეთი – ბლრ/შვდ —- სლოვენია – გერ/ყატ

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი            

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

ნახევარფინალი. 21-24 ადგილები.

21 იან, იაპონია-ანგოლა 37-26

22 იან, 17:00 ჩილე-ბაჰრეინი

ნახევარფინალი. 17-20 ადგილები

21 იან, პოლონეთი-ტუნისი 28-26

22 იან, 19:00 საუდის არაბეთი-არგენტინა

23 იან. ფინალები 17, 19, 21, 23 ადგილებისთვის

Leave a Reply