ukr

სამტრედიაში წყალტუბომ გაიმარჯვა

ხელბურთის 2017-18 წლების საშინაო სეზონი გაიხსნა სამტრედიაში, სადაც გაიმართა ადგილობრივი სახელბურთო მოღვაწეების, ვახტანგ ხელისუფლისა და მილენ ქიშმარიას ხსოვნის ყოველწლიური ტურნირი. ამავდროულად, ეს შეჯიბრება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი იყო 2002 წელსა და გვიან დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

შეიკრიბა დასავლეთ საქართველოს 9 გუნდი და ტრადიციული სტუმარი – უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის გუნდი. ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო წყალტუბოს გუნდმა (მწვ. ნოე გოგიძე), ხოლო მეორე ჯგუფის ლიდერთა, სამტრედიისა და მელიტოპოლის გუნდების მატჩი ფრედ, 17-17 დასრულდა და მეორე ფინალისტი ბურთების სხვაობით გამოვლინდა – უკეთესი ბალანსი უკრაინელებს აღმოაჩნდათ, თუმცა, ფინალურ თამაშში ისინი 23-26 დამარცხდნენ წყალტუბელებთან. მესამე ადგილისთვის მატჩში სამტრედიამ 20-18 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს.

ამ ტურნირის მონაწილეები ახლა გადავლენ წყალტუბოში, სადაც 6-8 ოქტომბერს მეორე ანალოგიური შეჯიბრებაა – იქაური ხელბურთის ერთ-ერთი პიონერის, როინ მეტრეველის მემორიალი. 8 ოქტომბერს გაირკვევა ამ ტურნირის გამარჯვებულიც და სატურნირო მდგომარეობაც საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დასავლეთის ზონაში.

ხელბურთი. ვახტანგ ხელისუფლისა და მილერ ქიშმარიას მემორიალი და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკებში.

სამტრედია. 3 ოქტომბერი, პირველი დღე.

A ჯგუფი: ქუთაისი – ზუგდიდი 2 20-14, სამტრედია – მელიტოპოლი (უკრ) 17-17, ხელვაჩაური – ზუგდიდი-2 21-18, სამტრედია – ხელვაჩაური 17-8, მელიტოპოლი – ქუთაისი 10-0

B ჯგუფი: წყალტუბო – აჭარა 18-10, ფოთი – აჭარა 19-23, წყალტუბო – ბსბ ბათუმი 19-16, ბსბ ბათუმი – ზუგდიდი-1 19-12, ფოთი – ზუგდიდი-1 10-0

4 ოქტომბერიმეორე დღე

A ჯგუფი: ქუთაისი – ხელვაჩაური 25-23, ზუგდიდი-2 – მელიტოპოლი 6-29, სამტრედია – ქუთაისი 28-8, მელიტოპოლი – ხელვაჩაური 36-10, სამტრედია – ზუგდიდი-2 29-11

B ჯგუფი: ბსბ ბათუმი – აჭარა 26-23, ფოთი – წყალტუბო 10-32, ფოთი – ბსბ ბათუმი 17-25, წყალტუბო – ზუგდიდი-1 17-5, ზუგდიდი-1 – აჭარა 6-15

ჯგუფური ტურნირის შედეგები

ჯგუფი: მელიტოპოლი 7 (+59), სამტრედია 7 (+48),  ქუთაისი 4, ხელვაჩაური 2, ზუგდიდი-2 0

ჯგუფი: წყალტუბო 8, ბსბ ბათუმი 6, აჭარა 4, ფოთი 2, ზუგდიდი-1 0

ფინალები, 5 ოქტომბერი

7 ადგილისთვის: ხელვაჩაური – ფოთი 21-28

5 ადგილისთვის: ქუთაისი – აჭარა 12-26

3 ადგილისთვის: სამტრედია – ბსბ ბათუმი 20-18

1 ადგილისთვის: მელიტოპოლი – წყალტუბო 23-26

Leave a Reply