gnhf-rrr

სამტრედიამ და ქუთაისმა წინ წაიწიეს

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი თელავში გაგრძელდა. მე-10 ტურის მატჩებში სამტრედიამ 42-38 დაამარცხა თბილისის პეგასი, ხოლო თელავის იმედი დამარცხდა ქუთაისთნ – 28-30. 23 აპრილს თამაზ ანთაძის სახელობის დარბაზში ითამაშებენ პეგასი-ქუთაისი, იმედი თელავი – სამტრედია. 

სამტრედია და პეგასი ფინალურ ოთხეულში გასასვლელად იბრძვიან. პეგასს აკლდა სამი მოთმაშე – კოხრეიძე, გოგავა და ცხვარაშვილი. სამტრედიელებმა პრინციპული თამაში მოიგეს და მესამე ადგილზე დამკვდრდნენ, ხოლო თბილისელებს შაბათს აქვს ქუთაისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება ოთხეულში გასვლის ბედიც გადაწყვიტოს. ჯერჯერობით ორივე გუნდს 12-12 ქულა აქვს. პირველი წრის მატჩი პეგასმა მოიგო, 38-35.

ქუთაისმა დღეს დაამარცხა მასპინძელი, თელავის იმედი, რომელსაც შემასგენლობაში ორი აზერბაიჯანელი ლეგიონერი, ვალიევი და სლიმანოვი ჰყავს, 30-28.  იმედს განსხვავებული სატურნირო ამოცანა აქვს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. მართალია, ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება, მაგრამ მე-7-8 ადგილზე გასული გუნდები პირველი ლიგის 2-3 პრიზიორებთან  გამართავენ გადასასვლელ ტურნირს, სადაც უმაღლესი ლიგის მხოლოდ ერთი საგზური გათამაშდება, ხოლო მეორეს პირდაპირ მიიღებს პირველი ლიგის ჩემპიონი.

უმაღლესი ლიგის რეგულარული ტურნირი დასრულდება აღმოსავლეთისა (9-11 მაისი: სტუ, პეგასი, ქარიშხალა, იმედი-თელავი) და დასავლეთის (13-15 მაისი: ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ფოთი) ტურებით, რის შემდეგაც მოეწყობა სეზონის დასკვნითი ნაწილი – ფინალური ოთხეული და გადასასვლელი ტურნირი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

22 აპრილი, თელავი

პეგასი – სამტრედია 38-42

პეგ: ცინცაძე – ცხოვრებაძე 14, ლაპიაშვილი 7, ზარნაძე 7, დიხამინჯია 6, ბაძაღუა 2, აბჟანდაძე 2, კაჭკაჭაშვილი, ბერაძე

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – გოგოლაძე 11, ხაჟომია 10, სიმონია 9, თევზაძე 6, ნიკურაძე 3, გიორგაძე 3, ზურაბიანი, ღაღანიძე, ანტონოვიჩი, გეგია, ცხვარაძე

იმედი-თელავი – ქუთაისი 28-30

იმ: ლორია, ხარაიშვილი – ზ. იობაშვილი 9, მიქავა 5, ნარსია 4, ვალიევი 4, სლიმანოვი 3, ყორიაული 1, გოგუა 1, ცისკარიშვილი 1, აბაშიძე, ბაინაზიშვილი,  თ. მღებრიშვილი, მელაშვილი, კარტოზია

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი, კუპატაძე – კბილაშვილი 12, რუსტამოვი 5, კვერნაძე 4, გრიშიკაშვილი 4, მათნაძე 3, ჩიხლაძე 1, მერკვილაძე 1, ჯუღელი, კობახიძე, მაისეიშვილი, ძნელაძე, ლომიძე

მსაჯები: ა. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრ), დელეგატი: ვ.ბერიაშვილი

 

 #  გუნდი თამ
სხვ
ქულა
 1   BSB ბათუმი 11 +96 18
 2   სტუ
11 +20 16
 3  სამტრედია 10 +63 14
 4   ქუთაისი 10 -4 12
 5   პეგასი 10 -9 12
 6  ქარიშხალა 11 -52 6
 7  იმედი თელავი 10 -35 3
 8  ფოთი 11 -79 3

 

 

 

 

 

 

 

 

 23 აპრილი, თელავი

12:00 პეგასი – ქუთაისი

13:30 იმედი-თელავი – სამტრედია

Leave a Reply