ukr

საკლუბო სეზონი ჩემპიონთა ლიგით განახლდა

ხელბურთის ევროპული საკლუბო სეზონი ქალთა ჩემპიონთა ლიგით განახლდა. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში 2016 წლის ჩემპიონმა CSM ბუკურეშტიმ დაამარცხა 2017 წლის გამარჯვებული, დიორი, 28-22. კაცების შეჯიბრება 7 თებერვალს გაგრძელდება.

5 ტურიმიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2018-01-28-rewind-women-episode-07

დიორი უკანასკნელად ტაიმის ბოლოს დააწინაურა ნორა მორკმა (8 გოლი), თუმცა, რუმინულმა კლუბმა შესვენებამდე 3 გოლის გატანა მოაწრო (13-11), მეორე ტაიმში კი ქრისტინა ნიაგუმ და ამანდა კურტოვიჩმა უნგრეთის ჩემპიონს შანსი არ დაუტოვეს – 28-22.

წლევანდელი გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა, სკოპიეს ვარდარმა მიიღო ფრანგული მეცი, რომელიც აქამდე საფრანგეთის ჩემპიონი და რიგითი ევროპული კლუბი იყო, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების დეკემბრის ტრიუმფის შემდეგ ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს – ზაადი, უეტი, ლანდრი, ფლიპი, ედვიჟი და კანორი, თუმცა, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ორი გამარჯვებული, ლენო და ლაკრაბერი, ვარდარის შემადგენლობაშიც იყო და მასპინნძლებმა 29-23 მოიგეს.

საკუთრივ მეორე ჯგუფური ეტაპი 6 ტურისგან  შედგება, 4-4 მატჩის შედეგი კი გუნდებმა პირველი ეტაპიდან წამოიყოლეს. მეოთხედფინალისტები 11 მარტს გამოვლინდება.  

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

5 ტური, 26-28 იანვარი

1 ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 8 ქულა, დიორი 6, როსტოვი 6, ნიუკობინგი 4, კრიმი 4, მიდტიულანდი 2

CSM ბუკურეშტი (რუმ) – დიორი (უნგ) 28-22

კურტოვიჩი 8, ნიაგუ 7, ჰაგმანი, მეჰმედოვიჩი 3 – მორკი 8, ტომორი 7, ხროტი 3

ნიუკობინგი (დან) – როსტოვ-დონი (რუს) 25-29

ი. ვესტბერგი 8, ივერსენი 5- კაბრალი, ვიახირევა, ილინა 5, ბულატოვიჩი 4

კრიმ მერკატორი (სლნ) – მიდტიულანდი (დან) 24-23

ომორეგი, სტანკო 6 – ვ. კრისტიანსენი 8, ფაუსკე 4

2 ჯგუფი: ვარდარი 10, ფერენცვაროში 6, მეცი 6, ბუდუჩნოსტი 4, ბიტიგჰაიმი 2, ტიურინგერი 2

ტიურინგერი (გერ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 28-26

ლუზუმოვა 10, იაკუბიშოვა 6 – მალეშტაინი 6, კუდლაჩი, ლაუენროთი, როზემალენი 5 

ვარდარი (მკდ) – მეცი (საფ) 29-23

ცვიიჩი 7, პენეზიჩი 6, ლაკრაბერი, ლეკიჩი 4 – საიკა 6, ზაადი 4

ფერენცვაროში (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 34-26

ვან დერ ჰაიდენი 7, კოვაჩიჩი, ლუკაჩი, პენია 5 – გრბიჩი 5, ბრნოვიჩი, იაუკოვიჩი 4

6 ტური: 3-5 თებერვალს

Leave a Reply