gnhf-rrr

რუმინეთმა, ისრაელმა და უნგრეთმა გაიმარჯვეს

თბილისში, კაუნასსა და ვარნაში დასრულებუილი თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამი ტურნირი მოიგეს რუმინეთმა, ისრაელმა და უნგრეთმა. მათ მიიღეს 2018 წლის ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლება.

ეს სამი ნაკრები ჩაანაცვლებს შვეიცარიას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს, ვინც ხორვატიაში დასრულებულ მთავარ ტურნირზე ბოლო სამი ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონი კი გახდა საფრანგეთი, ვინც ფინალში ხორვატია დაამარცხა. სხვათ შორის, ამ ტურნირზე გამოვლინდა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 12 მონაწილე: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია. მეცამეტე ფინალისტი იქნება შეჯიბრების მასპინძელი, საქართველო ხოლო კიდევ 11 გუნდის ვინაობას სხვა რეგიონული ჩემპიონატები გამოავლენს.

თბილისში ლიტვისა და ბულგარეთის შეჯიბრებებზე უფრო ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. წილისყრის შედეგად, თბილიში ჩამოვიდა მეორე დონის თითქმის ყველა უძლიერესი გუნდი, უნგრეთის გარდა. ფინალი ძალიან დრამატული გამოდგა. ბელარუსის კაპიტანმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ვალიანცინ კურანმა დასრულებამდე 2 წამით ადრე რუმინელებს ცხრამეტრიანის გათამაშება არ დაანება და, ახალი წესების თანახმად, ლურჯი ბარათითა და შვიდმეტრიანით დაისაჯა სრულიად არასაგოლე სიტუაციაში. ბოლო წამზე კალინ კაბუცმა შანსი გამოიყენა და რუმინეთმა 27-26 მოიგო.

დასახელდა ტურნირის სიმბოლური ნაკრები. მეკარე ანტე გრბავაჩი (ბოს), მარცხენა გარემარბი ვალენტინ მიკუ (რუმ), მარცხენა შუამარბი პეტარ აბრამოვიჩი (მნტ), გამთამაშებელი იოსიფ ბუზლე (რუმ), მარჯვენა შუამარბი ბრანკო ვუიოვიჩი (მნტ), მარჯვენა გარემარბი მიკალაი ალიოხინი (ბლრ), პივოტი მარტინს სტეპულენოკს-სტუკანოვსი (ლატ), საუკეთესო მცველი გიორგი მიქავა (საქ), ბომბარდირი რაივის გორბუნოვსი (ლატ, 38 გოლი), საუკეთესო მოთამაშე (ვალიანცინ კურანი (ბლრ).

ხელბურთი. ევრო 2016 18 წ, კაცები. ხორვატია, 11-21 აგვისტო

ფინალი. საფრანგეთი-ხორვატია 40-38. მესამე ადგილისთვის. გერმანია-სლოვენია 32-21 5. დანია 6. ესპანეთი 7. ისლანდია 8. სერბეთი 9. შვედეთი 10. პორტუგალია 11. რუსეთი 12. ნორვეგია 13. პოლონეთი – 14. შვეიცარია 15. ჩეხეთი 16. სლოვაკეთი – ტურნირი საქართველოში. 1. რუმინეთი – 2. ბელარუსი 3. ბოსნია 4. მონტენეგრო 5. ლატვია 6. ბელგია 7. საქართველო 8. ბრიტანეთი. ტურნირი ლიტვაში. 1. ისრაელი – 2. იტალია 3. ავსტრია 4. ჰოლანდია 5. საბერძნეთი 6. მოლდოვა 7. ესტონეთი 8. ლიტვა. ტურნირი ბულგარეთში. 1. უნგრეთი – 2. თურქეთი 3. ფარერები 4. მაკედონია 5. ფინეთი 6. უკრაინა 7. კოსოვო 8. ლუქსემბურგი 9. ბულგარეთი 10. კციპროსი 11. სომხეთი

ევროპის 20 წ ჩემპიონატი 2016, კაცები. დანია, 28 ივლისი-7 აგვისტო

ფინალი: ესპანეთი – გერმანია 30-29. მესამე ადგილისთვის. საფრანგეთი – ხორვატია 35-30 5. ნორვეგია 6. დანია 7. ისლანდია 8. პოლონეთი 9. შვეიცარია 10. უნგრეთი 11. სლოვენია 12. ჰოლანდია 13. შვედეთი 14. სერბეთი 15. მაკედონია 16. რუსეთი

მსოფლიო 18 წ ჩემპიონატი 2016, ქალები. სლოვაკეთი, 19-31 ივლისი

ფინალი. რუსეთი-დანია 30-22, მესამე ადგილისთვის. კორეა-ნორვეგია 32-30 5. უნგრეთი 6. საფრანგეთი 7. შვედეთი 8. ხორვატია 9. ეგვიპტე 10. ანგოლა 11. გერმანია 12. ბრაზილია 13. სლოვაკეთი 14. რუმინეთი 15. ესპანეთი 16. სლოვენია 17. იაპონია 18. არგენტინა 19. ყაზახეთი 20. ჩინეთი 21. პარაგვაი 22. ჩილე 23. დრ კონგო 24. უზბეკეთი

მსოფლიოს 20 წ ჩემპიონატი 2016, ქალები. რუსეთი,  2-15 ივლისი

ფინალი. დანია-რუსეთი 32-28, მესამე ადგილისთვის. რუმინეთი-გერმანია 26-25. 5. ნორვეგია 6. შვედეთი 7. კორეა 8. ხორვატია 9. ჰოლანდია 10. უნგრეთი 11. ბრაზილია 12. ესპანეთი 13. საფრანგეთი 14. ანგოლა 15. იაპონია 16. არგენტინა 17. მონტენეგრო 18. ჩინეთი 19. ავსტრია 20. ეგვიპტე 21. ტუნისი 22. ჩილე 23. ყაზახეთი 24. უზბეკეთი

Leave a Reply