პრეზიდენტობის კანდიდატი ორია

6 იანვარს ამოიწურა კანდიდატურის წარდგენის ვადა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭის საყრელად.

განაცხადი შემოიტანა ორმა კანდიდატმა: ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა იმედო ფხაკაძემ და ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა.

არჩევნები გაიმართება ხელბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, რომელიც დანიშნულია 2021 წლის 21 იანვარს.