ukr

პირველი წრე ქარიშხალამ მოიგო

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში ქარიშხალამ 25-15 დაამარცხა უშუალო კონკურენტი, ფოთის ოქროს ვერძი და პირველი წრე 13 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე-მესამე ადგილებზე 11-11 ქულით არიან თბილისის მამული და ფოთის გუნდი.  საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ, მაისში გამოვლინდება. 

ფოთსა და ქარიშხალას მეშვიდე მატჩის წინ მხოლოდ თითო ქულა ჰქონდათ დაკარგული, მაგრამ ფოთელებს აკლდათ მეკარე მედეა ფიფია, ხოლო ქარიშხალას მწვრთნელმა გიორგი ქობელაშვილმა პერსონალურად ააყვანინა მეტოქის ლიდერი, ნენო ჯგერენაია, რომელმაც ჯამში 5 გოლი კი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდურად ერთვებოდა შეტევებში. ოქროს ვერძმა პირველ ტაიმში ორჯერ დაიყვანა სხვაობა მინიმუმამდე, მაგრამ ტაიმის ბოლოს მაინც გაექცა მეტოქე წინ (7-13), შემდეგ კი სხვაობა უფრო გაიზარდა, 25-15. ქარიშხალაში 11 გოლით საუკეთესო იყო მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე.

მამულმა 26-11 მოუგო წყალტუბოს და ფოთელებს ბურთების უკეთესი სხვაობით გადაუსწრო. პირველი მატჩი მოიგო სამტრედიამ, ვინც დაამარცხა ყვარელი, 16-15. სამტრედია ერთადერთი გუნდია, ვისთანაც ლიდერმა, ქარიშხალამ ქულა დაკარგა. ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო აჭარის გუნდმა – 15-9 დაამარცხა პეგასი და 5 ქულით მე-5-6 ადგილებს იყოფს სამტრედიასთან.

ორშაბათიდან სპორტკომპლექს არენაში უკვე გოგონათა ჩემპიონატის მატჩებია.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

7 ტური, არენა 2. 9 თებერვალი

აჭარა-პეგასი 15-9

აჭ: ქარჩავა – ცივნარიძე 6, მურუსიძე 3, ხოხბა 2, დვალიშვილი 2, კომახიძე 2, ქამაშიძე, აიოზბა, კოჩალიძე, ძნელაძე – მწვ. შალამბერიძე

პეგ: ჯიქურაშვილი, ჩაჩუა, ბარამიძე – ჩხაიძე 3, ქ. ჩოგოვაძე 2, კაპანაძე 1, ტარტარაშვილი 1, ქებაძე 1, ასიტაშვილი, საბაშვილი, ბაღაშვილი, პაპუაშვილი, ალიევა, ახვლედიანი – მწვ.  წივწივაძე, თ. ჩოგოვაძე

სამტრედია-ყვარელი 16-15

სამ: ზაქარეიშვილი – რუსია 4, ფოცხვერია 4, ტყეშელაშვილი 3, კარტოზია 2, ბურკაძე 2, ჯოჯუა 1, ცირეკიძე, ესაკია – მწვ. ხონელიძე, ხელისუფალი

ყვ: ამონაშვილი – მიხელიძე 5, თეთრაშვილი 3, ფუღიაშვილი 3, მ. ტეტოშვილი 2, თავღორაშვილი 1, გოგაშვილი 1, ს. იორდანიშვილი, სურამლიშვილი, სისოევი, დ. ტეტოშვილი – მწვ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი

მამული-წყალტუბო 26-11

მამ: ვარდიშვილი, ნაკაშიძე – ყველაშვილი 9, ჯავახიშვილი 7, შახულოვი 5, გორჯოლაძე 2, ბერიკაშვილი 2, ავსაჯანიშვილი 1, დანელია, ჩუხატურიანი – მწვ. კასიანი  

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი – დარსაველიძე 5, ნიკოლეიშვილი 2, ფანცხავა 1, ლაღაძე 1, ხეცურიანი 1, მამარდაშვილი 1, ბენდელიანი – მწვ. გოგიძე

ფოთი-ქარიშხალა 15-25

ფოთ: გურგენიძე – ჯგერენაია 5, გოგია 4, სურგულაძე 2, რიჟამაძე 2, გეგენავა 1, ბჟალავა 1, თ. რურუა, ნ. რურუა – მწვ. გეფერიძე, ჟვანია

ქარ: არაბაჯევი, ლობჟანიძე – ა. ჩხაიძე 11, ქ. ცინცაძე 5, მ. ცინცაძე 3, ციცქიშვილი 2, ი. ჩხაიძე 2, ხმელაძე 1, ბიძინაშვილი 1, მუმლაძე, თათარაშვილი, რაზმაძე, კეკუტიაა – მწვ. ქობელაშვილი, ციცქიშვილი

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი-შ. სტურუა, ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი

ქარიშხალა—7—6—1—0–169-113–13

მამული——-7—5—1—1—152-95–11

ფოთი———7—5—1—1–126-108–11

წყალტუბო—7—4—0—3—96-114—8

სამტრედია—7—1—3—3–104-121—5

აჭარა———-7—2—1—4—92-115—5

ყვარელი——7—1—0—6–101-120—2

პეგასი———7—0—1—6—79-133—1

25-26 ნოემბერი, არენა 2. ყვარელი – ქარიშხალა 16-26, პეგასი – მამული 9-30, ყვარელი- პეგასი 18-12,

მამული – ყვარელი 18-12,  ქარიშხალა – პეგასი 28-14, მამული – ქარიშხალა 19-24

2-3 დეკემბერი, სენაკი. ფოთი-აჭარა 26-14, აჭარა-წყალტუბო 13-15,  ფოთი-სამტრედია 18-13,

სამტრედია-აჭარა 13-13, წყალტუბო-ფოთი 13-16,  წყალტუბო-სამტრედია 17-12

7 თებერვალი, არენა 2.  ქარიშხალა-აჭარა 20-15, მამული-სამტრედია 21-13, ყვარელი-წყალტუბო 13-14 , სამტრედია-ქარიშხალა 22-22, ფოთი-მამული 17-17, წყალტუბო-პეგასი 14-10

8 თებერვალი, არენა 2.  სამტრედია-პეგასი 15-15, ფოთი-ყვარელი 21-16, წყალტუბო-ქარიშხალა 12-24,

აჭარა-მამული 9-21, პეგასი-ფოთი 10-13,  აჭარა-ყვარელი 13-11

9 თებერვალი, არენა 2აჭარა-პეგასი 15-9, სამტრედია-ყვარელი 16-15,

მამული-წყალტუბო 26-11, ფოთი-ქარიშხალა 15-25

Leave a Reply