პირველი წრე თბილისში დასრულდება  

ქუთაისის სპორტის სასახლეში სამტრედიამ 25-20 მოუგო პეგასს, ქარიშხალამ 23-20 დაამარცხა აჭარა. ხელბურთელ ქალთა უმაღლესი ლიგა 30 იანვარს გაგრძელდება თბილისში.

ორივე მატჩი დაძაბული იყო. სამტრედიამ თამაში მოიგო, 8 ქულა დააგროვა და დაეწია მეორე ადგილზე მყოფ ყვარელს, რომელსაც 2 მატჩი მარაგში აქვს. აჭარისა და ლიდერის, თბილისის ქარიშხალას თამაშის პირველი ნახევარი ფრედ მორჩა, აჭარელები ბოლო წუთებზე მინიმალური სხვაობით აგებდნენ (19-20), მაგრამ გათანაბრება ვეღარ მოახერხეს. შარშანდელი პირველობის ვერცხლის პრიზიორმა, ქარიშხალამ პირველ წრეში შვიდივე მატჩი მოიგო. 

პირველი წრე დსრულდება თბილისში, 30 და 31 იანვარს. აქ ყვარელი და თბილისის მამული ეთამაშებიან წყალტუბოს პრომეთესა და ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონს, ფოთის ოქროს ვერძს.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. ქუთაისის სპორტის სასახლე, 24 იანვარი

სამტრედია – პეგასი 25-20

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ბურკაძე 8, ცირეკიძე 6, ჩხაიძე 5, ჩოგოვაძე 3, ესაკია 2, ჩალიშკანი 1, კაპატაძე

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი – ჩხაიძე 10, საბაშვილი 4, კორძაია 4, ტარტარაშვილი 1, სვანიძე 1, პაპუაშვილი, ნეფარიძე, დადვანი, ქ. ჩოგოვაძე, ე. მაკარაშვილი

აჭარა – ქარიშხალა 20-23
აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე – დვალიშვილი 9, კომახიძე 5, კოჩალიძე 4, გაგნიძე 2, ქამაშიძე, ცივნარიძე, სურმავა

ქარ: არაბაჯევი – ი. ჩხაიძე 7, ქ. ცინცაძე 6, ა. ჩხაიძე 4, მ. ცინცაძე 3, ხმელაძე 2, ციცქიშვილი 1, კირვალიძე,  დოღაძე რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, სოლოღაშვილი
მსაჯები: შ. სტურუა – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. მარგიანი

 24 იან.
      სხვ  
  ქარიშხალა 7   7   0   0 194-165 14  
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8  
  სამტრედია 7   4   0   3 131-127
8  
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5  
  აჭარა
7   2   1   4 152-143 5  
  მამული 5   2   0   3 112-124 4  
  პეგასი 7   2   0   5 150-176 4  
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 30-31 იანვარი, თბილისი              

ყვარელი – ფოთი, მამული – წყალტუბო 

მამული – ფოთი, ყვარელი – წყალტუბო

Leave a Reply