პირველი სენსაცია ევროპის ჩემპიონატზე

საფრანგეთში დაწყებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონი, მასპინძელთა გუნდი 23-26 დამარცხდა ოლიმპიურ ჩემპიონ რუსეთთან, ხოლო ევროპის ჩემპიონმა ნორვეგიამ მოულოდნელად წააგო გერმანიასთან, 32-33.

ფრანგებმა ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს ანგარიში (11-11) და მეორის დასაწყისში ალისონ პინომ წინ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონი (15-12), მაგრამ 10 წუთში ისევ რუსეთი იგებდა (19-17). ოლიმპიურ ჩემპიონს ამის შემდეგ უპირატესობა აღარ დაუთმია. ამავე ჯგუფში მონტენეგრომ 36-32 მოუგო სლოვენიას.

A ჯგუფში სერბეთმა დაამარცხა პოლონეთი 33-26, ხოლო დანიისა და შვედეთის მატჩის ბოლო წუთზე სპორტული დრმა გათამაშდა. დანია პირველად 35-ე წუთზე დაწინაურდა, იქამდე კი შვედები 4 ბურთითაც იგებდნენ. სირენამდე 5 წამით ადრე დანიელმა იენსენმა ბოლო გოლი გაიტანა, საპასუხო შეტევაში კი შვედმა რობერტსმა ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი ფეხით მოიგერია მეკარის ზონაში მყოფმა მოედნის მოთამაშემ ჰანსენმა, რისთვისაც წითელი ბარათით და შვიდმეტრიანით დაისაჯა, თუმცა, მეკარე ტოფტმა მოიგერია ჰაგმანის დარტყმა და დანიამ 30-29 მოიიგო.  

ტურნირის მთავარ ფავორიტს, ნორვეგიას საფრანგეთში სერიოზული დანაკლისი აქვს – აკლია ძირითად შვიდეულის სამი მოთამაშე – მორკი, კურტოვიჩი და ჰერემი. გერმანიასთან მატჩში 3 ბურთზე მეტით არავინ დაწინაურებულა, დასრულებამდე 23 წამით ადრე ემილი ბიოლკმა გერმანია დააწინაურა 33-32, ბოლო წამზე კი მეკარე როხმა მოიგერია იაკობსენი დარტყმა მარჯვენა კუთხიდან და პირველი სენსაციაც მოხდა. ამ ჯგუფში რუმინეთმა 31-28 მოუგო ჩეხეთს, ხოლო C ჯგუფში ესპანეთმა დაამარცხა ხორვატია (25-18), ჰოლანდიამ – უნგრეთი, 28-25.

დღეს და ხვალ მეორე ტურია, ხოლო 4 და 5 დეკემბერს მეორე ეტაპზე გასული 12 გუნდიც გამოვლინდება – მთავარ რაუნდში 3-3 საუკეთესო გავა თითო ჯგუფიდან, ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შესაბამისად, პირველი ეტაპის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალი ნახევარფინალისტების გამოვლენაზე.

ჩემპიონატის ყველა მატჩის ნახვა შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე.

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორეზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი, ნანტი. 30 ნოემბერი

სერბეთი – პოლონეთი 33-26

კრპეჟი 11, სტოილიკოვიჩი 5 – კუდლაცი 6, გრჟიბი 5

https://www.youtube.com/watch?v=MqC3BVoI2VU

დანია – შვედეთი 30-29

ტრანბორგი 7, ჰანსენი 5 – ჰაგმანი 7, გულდენი 5

https://www.youtube.com/watch?v=Lj39TWwkJFk

2 დეკ: 18:00 პოლონეთი – დანია, 21:00 შვედეთი – სერბეთი

4 დეკ: 21:00 შვედეთი – პოლონეთი, 24:00 დანია – სერბეთი

B ჯგუფი, ნანსი. 29, 30 ნოემბერი

საფრანგეთი – რუსეთი 23-26

კანორი 6 – დმიტრიევა 8 სამოხინა 7

https://www.youtube.com/watch?v=aInuK_xDb50

მონტენეგრო – სლოვენია 36-32

რადიჩევიჩი 7, იაუკოვიჩი 6 – გროსი 8, მავშარი 7

https://www.youtube.com/watch?v=I2QbXUqT1sQ

2 დეკ: 18:00 სლოვენია – საფრანგეთი, 21:00 რუსეთი – მონტენეგრო

4 დეკ: 21:00 რუსეთი – სლოვენია, 24:00 საფრანგეთი – მონტენეგრო

C ჯგუფი: მონბელიარი. 1 დეკემბერი

უნგრეთი – ჰოლანდია 25-28

ჰაფრა, კოვაჩი 5 – აბინგჰი, დულფერი 5

https://www.youtube.com/watch?v=WgDnsWxzs_E

ესპანეთი – ხორვატია 25-18

პენია 7, მ. გონსალესი 5 – დეზიჩი 4

https://www.youtube.com/watch?v=yNhWtSqNG3o

3 დეკ: 21:00 ხორვატია – უნგრეთი, 24:00 ჰოლანდია – ესპანეთი

5 დეკ: 21:00 ჰოლანდია – ხორვატია, 24:00 უნგრეთი – ესპანეთი

D ჯგუფი, ბრესტი. 1 დეკემბერი

ნორვეგია – გერმანია 32-33

ოფტედალი 7, ლოკე 5 – ბიოლკი, გროსმანი 5, ბენკე, შმიტსი, შტოლე 4

https://www.youtube.com/watch?v=C9yydghfN-U

რუმინეთი – ჩეხეთი 31-28

ბუჩესკი 9, ნიაგაუ 8, პინტეა 5 – ლუზუმოვა, მალა 5

https://www.youtube.com/watch?v=HjpBvrEmjGc

3 დეკ: 21:00 გერმანია – რუმინეთი, 24:00 ჩეხეთი – ნორვეგია

5 დეკ: 21:00 გერმანია – ჩეხეთი, 24:00 ნორვეგია – რუმინეთი

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1 ჯგ (A,B. ნანტი – 6, 8, 10, 12 დეკ), 1 ჯგ (C,D. ნანსი – 7, 9, 11, 12 დეკ)

ფინალური ოთხეული. (პარიზი, 14, 16 დეკემბერი)

Leave a Reply