gnhf-rrr

პირველი ექვსეული გამოვლინდა

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ფრედ ითამაშეს მასპინძელმა შვედეთმა და სერბეთმა, 30-30. გაირკვა მეორე რაუნდის ერთი ჯგუფის შემადგენლობა: შვედეთი, სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი. დღეს პირველი ეტაპი C და D ჯგუფებშიც დასრულდება. 

A ჯგუფში ესპანეთს აუცილებლად სჭირდებოდა სლოვენიის დამარცხება და პირველი ტაიმის შემდეგ საქმე თითქმის მომთავრებული ჰქონდა, 14-5. ჯამში სლოვენია იმხელა სხვაობით დამარცხდა (18-30), რომ შვედეთ-სერბეთის მატჩის შედეგს მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. სერბების მოგების შემთხვევაში  შვედეთი, ესპანეთი და სლოვენია 2-2 ქულას აგროვებდნენ, მაგრამ სლოვენიას მათ შორის უარესი ბალანსი ჰქონდა, საბოლოოდ კი ესპანეთთან პირადი წაგების გამო გაემგზავრა შინ.

სერბეთმა კი 17-26-ე წუთებზე ზედიზედ 6 გოლი გაუტანა შვედეთს და 17-11 დაწინაურდა. ნატალი ჰაგმანმა 42-ეწუთებზე გაათანაბრა (22-22), ხოლო ბელა გულდენმა წინაც გაიყვანა შვედეთი – 26-25, 49-ე წთ. საბოლოოდ, დასრულებამდე 3 წამით ადრე სერბმა კრისტინა ლისჩევიჩმა გაათანაბრა და ორივე გუნდი ესპანეთთან მოგებით და ერთმანეთში ფრით გავიდა მეორე ეტაპზე, ანუ 3-3 ქულით. 2 ნახევარფინალისტის გამოსავლენად ეს სამი გუნდი საფრანგეთს, გერმანიას და ჰოლანდიას შეხვდება.

B ჯგუფის გაარჯვებული სამეული ერთმანეთში თითო მოგებით, 2-2 ქულით გავიდა მეორე ეტაპზე, თუმცა, გერმანიამ ბეწვის ხიდზე გაიარა. 11-15 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ პოლონეთმა თამაში შეატრიალა და 57-ე წუთზე კინგა აშრუკმა წინაც გაიყვანა თავისი გუნდი, 22-21. პოლონეთის მოგება იმას ნიშნავდა, რომ თუ ჰოლანდია ერთ ქულას მაინც აიღებდა საფრანგეთთან, 2-2 ქულით პოლონეთი და გერმანია რჩებოდნენ და პირადი მოგებით პოლონეთი გადიოდა მეორე წრეში.

ჰოლანდიამ საფრანგეთს 18-17 მოუგო, მაგრამ იქამდე გერმანიამ თვითონ უშველა თავს – ჰუბერმა და ნაიძინავიჩუსმა ორი გოლი გაიტანეს, გერმანიამ კი 23-22 გაიმარჯვა.

მეორე ეტაპზე ორი ექვსგუნდიან ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა.  ყველა თამაშების ნახვა შესაძლებელია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი

A ჯგუფი. სტოკჰოლმი

4 დეკ. სერბეთი-სლოვენია 36-34, შვედეთი-ესპანეთი 25-19

6 დეკ. ესპანეთი – სერბეთი 23-25, სლოვენია – შვედეთი 25-23

8 დეკემბერი 

ესპანეთი – სლოვენია 30-18

პენია 6, კაბრალი 5, ნავარო 18/35-53% – მავშარი 5

შვედეთი – სერბეთი 30-30

სანდი 8, ჰაგმანი 5 – რადოსავლიევიჩი, კრპეჟი, პოპ-ლაზიჩი 5

სერბეთი 5, შვედეთი 3, ესპანეთი 2 (30-18) – სლოვენია 2

B ჯგუფი. კრისტიანსტადი

4 დეკ. ჰოლანდია – გერმანია 27-30, საფრანგეთი-პოლონეთი 31-22

6 დეკ. პოლონეთი – ჰოლანდია 21-30, გერმანია საფრანგეთი 20-22

8 დეკემბერი

გერმანია – პოლონეთი 23-22

ჰუბერი 7,ლანგი 6 – ბიზდრა-აშრუკი 7

ჰოლანდია – საფრანგეთი 18-17

ფისერი 5, ხროტი 4, ვესტერი 14/31=45% – ნზემინკო 5, ლაკრაბერი 4, გლოზერი 13/31+42%

გერმანია 4 (+1), საფრანგეთი 4 (+1), ჰოლანდია (+2) – პოლონეთი 0

C ჯგუფი. მალმო

5 დეკ. უნგრეთი – ჩეხეთი 22-27, მონტენეგრო – დანია 21-22

7 დეკ. ჩეხეთი – მონტენეგრო 27-28, დანია – უნგრეთი 23-19

9 დეკემბერი

21:30 მონტენეგრო (2) – უნგრეთი (0)

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-09-montenegro-hungary

23:45 დანია (4) – ჩეხეთი (2)

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-09-denmark-czech-republic

D ჯგუფი ჰელსინგბორგი

5 დეკ. რუსეთი – ხორვატია 32-26, ნორვეგია-რუმინეთი 23-21

7 დეკ. რუმინეთი – რუსეთი 22-17, ხორვატია – ნორვეგია 16-34

9 დეკემბერი

21:30 რუმინეთი (2) – ხორვატია (0)

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-09-romania-croatia

23:45 ნორვეგია (4) – რუსეთი (2)

http://www.ehftv.com/int/livestream/norway-russia

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1 ჯგუფი, გოტენბურგი

შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 20-22, ჰოლ- საფ 18-17

შვედეთი 3 ქულა, სერბეთი 3, გერმანია 2, საფრანგეთი 2, ჰოლანდია 2, ესპანეთი 0

10 დეკ. 19:15 სერბეთი-გერმანია 21:30 შვედეთი-ჰოლანდია 23:45 ესპანეთი-საფრანგეთი

12 დეკ. 19:15 ესპანეთი-გერმანია 21:30 სერბეთი-ჰოლანდია 23:45 შვედეთი-საფრანგეთი

14 დეკ. 19:15 ესპანეთი-ჰოლანდია 21:30 შვედეთი-გერმანია 23:45 სერბეთი-საფრანგეთი

2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი (C, D) – 11, 13, 14 დეკემბერს

ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს

Leave a Reply