პეგასმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდა. სტუ-ქარიშხალამ 26-21 დამარცხა თელავის იმედი, ხოლო პეგასმა  მოუგო გორს, 43-34. შედეგად პეგასმა გადაასწრო თელავს და პლეიოფში გამსვლელ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.  კონკურენტები ოთხშაბათს, 14 საათზე ითამაშებენ ერთმანეთში.

ამ მომენტისთვის პეგასი 2 ქულით წინაა, მაგრამ იმედს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – ორივე პირადი მატჩი აქვს მოგებული და, ხვალვე შეუძლია, მეოთხე ადგილი დაიბრუნოს. თუმცა, ხვალინდელი თამაშის შემდეგ, კონკურენტებს 6-6 მატჩი ექნებათ დარჩენილი და ბრძოლა გაგრძელდება.

იმედი თავიდან უგებდა სტუ-ქარიშხალას.  თელაველთა მარჯვენა ინსაიდმა თორნიკე მაისაშვილმა პირველ ტაიმში 5 ბურთი გაიტანა, მისი გუნდი კი სამი ბურთით წინ იყო, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ ქარიშხალას მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე 5-1 დაცვაზე გადავიდა, რამაც იმედი შეტევაში შეზღუდა. იმედმა 12-11 მოიგო პირველი ნახევარი, მაგრამ 9-15 დამარცხდა მეორეში, ჯამში კი – 21-26. სტუ-ქარიშხალას ორ ლიდერთან, ქუთაისთან და ბათუმთან შედარებით, 2 მატჩი მარაგში აქვს და ხვალვე შეუძლია, ბათუმს დაეწიოს, ხოლო თუ ზეგაც მოიგო, მაშინ ქულებით ქუთაისსაც გაუტოლდება.  

თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე მატჩიც. გორი პირველ ტაიმში სამი ბურთით უგებდა პეგასს. თბილისელთა ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე მეტოქეს პერსონალურად ჰყავდა აყვანილი, კარში კი კარგად იდგა ვათიაშვილი. პეგასმა მხოლოდ ტაიმის ბოლოსკენ გაათანაბრა ანგარიში (16-16). მეორეში ერთხანს ბრძოლა იყო, შემდეგ კი პეგასის გამთამაშებელ კალანდაძეს ათიოდე საგოლე პასი დაუგროვდა, გარემარბ დიხამინჯიას – 15 გოლი, გორელები დაიღალნენ და ბოლო მეოთხედში გატყდნენ – 34-43.

6 აპრილს რვავე გუნდს 17-17 მატჩი დაუგროვდება, რეგულარულ სეზონს კი დაასრულებს საერთო ტური თბილისში, 24-27 აპრილს, რომლის შემდეგაც გაირკვევა ფინალური ოთხეული. საქართველოს ჩემპიონის ვინაობა 8-9 მაისს გაირკვევა, ნახევარფინალისა და ფინალის შემდეგ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

15-17 ტურები. აღმოსავლეთი, არენა 2. 4-6 აპრილი

სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი 26-21

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – არსენაშვილი 5, მამულაშვილი 5, სტურუა 5, ბულბულაშვილი 5, გ.ფერაძე 3, კობახიძე 3, ჯორბენაძე, ზ. ფერაძე, თიგიშვილი, ჭერაშვილი, ასაბაშვილი 

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მაისაშვილი 6, მიქავა 3, ყორიაული 3, გიორგაძე 2, იობაშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, ცისკარიშვილი 1, აბაშიძე 1, ცხვარაშვილი 1, კორსანტია 1, გოგუა, აბჟანდაძე

პეგასი – გორი 43-34

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გ. დიხამინჯია 15, გოგავა 10, ლაპიაშვილი 7, კალანდაძე 3, ბაძაღუა 3, კაჭკაჭაშვილი 3, ცხოვრებაძე 2, ნ. კევლიშვლი, ქათამაძე

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 9, დალაქიშვილი 7, ტიელიძე 7, ნიაზაშვილი 5 მურადაშვილი 3, ზუბიაშვილი 1, ტარუაშვილი 1, მჭედლიშვილი 1, ტურაშვილი, გუდურაშვილი

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ქუთაისი————17–14—1—2–632-543-29

BSB ბათუმი——–17–13—1—3–639-504-27

სტუ-ქარიშხალა—-15–12—1—2–513-422-25

პეგასი—————-15—8—1—6–555-502-17

იმედი თელავი——15—7—1—7–447-405-15

სამტრედია———-17—4—0–13–562-636–8

გორი—————–15—2—1–12–534-603–5

წყალტუბო———–17—1—0–16–504-771–2

5 აპრილი

14:00 იმედი თელავი – პეგასი

16:00 გორი – სტუ-ქარიშხალა

6 აპრილი

14:00 იმედი თელავი – გორი

16:00 სტუ-ქარიშხალა – პეგასი

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, არენა 2

ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი

Leave a Reply