gnhf-rrr

პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა…

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე დასრულდა ორივე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგები შეჯიბრება. დასავლეთში პრიზიორთა სამეულია აჭარა, სამტრედია, ბსბ ბათუმი, აღმოსავლეთში – პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა. 

აღმოსავლეთის ლიგის ბოლო ტურში გასარკვევი იყო ბრინჯაოს პრიზიორი ვინაობა. თბილისის ქარიშხალამ (მწვ. გ. ქობელაშვილი, ზ. სამადაშვილი) 29-19 დაამარცხა ქარელი და მიზანს მიაღწია, რადგანაც კონკურენტმა, რუსთავმა, 14-25 წააგო აღმოსავლეთის უცვლელ ჩემპიონ პეგასთან (გ. სახვაძე, ტ. კალანდაძე). მეორე ადგილი აქ ადრევე გაინაღდა ყვარლის გუნდმა (ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი).

აპრილში ორივე ლიგის გუნდები, ფინალურ ტურნირზე, თბილისში, უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, იქამდე კი ამ ასაკის (2002-03 წლებში დაბადებულები) საქართველოს ნაკრებს საწვრთნელი შეკრება ელის. გუნდი ივლისში ითამაშებს შვედეთში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17.წ

აღმოსავლეთი. 10 მარტი, არენა 2

ქარელი – ქარიშხალა 19-29

რუსთავი – პეგასი 14-25

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

გორი – ყვარელი 0-10, ლაგოდეხი – თელავი 0-10, პეგასი – გორი 10-0

აღმოსავლეთი. საბოლოო

—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ

პეგასი——–14–14—0—0–332-112—28

ყვარელი—–14–12—0—2–294-166—24

ქარიშხალა—14—9—0—5–284-253–18

რუსთავი—-14—8—0—6–322-310—16

ქარელი——-14—6—0—8–271-299–12

გორი———-14—4—0–10–164-244—8

თელავი——14—2—0–12–201-342—4

ლაგოდეხი—14—1—0–13—65-207—2

დასავლეთი. საბოლოო

——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

აჭარა———–12–9—2—1–357-284–20

სამტრედია—-12–9—1—2–345-234–19

ბსბ ბათუმი—-12–8—1—3–298-270–17

ფოთი———–12–6—1—5–262-238–13

ქუთაისი——-12—3—3—6–259-235—9

ხელვაჩაური–12—2—2—8–268-317—6

წყალტუბო—-12—0—0–12–160-371—0

Leave a Reply