პეგასი და სტუ-იმედი წინ გავიდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე პეგასმა 38-27 დაამარცხა სპორტის უნვერსიტეტი, გორს კი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა სტუ-იმედთან, 0-10. 4-4 ქულით პეგასი და სტუ-იმედი ლიდერობენ და ხვალ ერთმანეთს ხვდებიან. 

თამაშის დაწყებისთვის გორის გუნდს მხოლოდ 5 მოთამაშე ჰყავდა. მატჩის ტექნიკურმა დელეგატმა, დებულების მიხედვით, 15 წუთი მოიცადა და გუნდს ტექნიკური წაგება, 0-10 მიუსაჯა.

6 ხელბურთელით ითამაშა სპორტის უნივერსიტეტმა პეგასთან და პირველი ტაიმი მოიგო კიდევ – 15-12, მეკარე ხანდოლიშვილისა მოგერიებული ბურთებისა და გიორგი იობაშვილის გოლები წყალობით. პეგასი პირველად 44-ე წუთზე გავიდა წინ, 22-21, და შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვაობა გაზარდა, 38-27.

ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში ოთხის ნახევარზე ითამაშებენ გორი – სპორტუნი, ექვსის ნახევარზე – პეგასი – იმედი-სტუ. 11-13 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩემპიონატს დაიწყებს 4 დანარჩენი კლუბი – ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო.

სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 6 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

გორი – იმედი-სტუ 0-10

სპორტუნი – პეგასი 27-38

სპ: ხანდოლიშვილი – იობაშვილი 10, ჩიკვილაძე 6, ზურაბიანი 5, იმნაძე 4, დელიბაშვილი 2

პეგასი: დიხამინჯია, გორგოძიანი – ბაძაღუა 12, ჟვანია 7, კუხალაშვილი 6, კოხრეიძე 3, კობახიძე 3, ქათამაძე 2, ჩეჩელაშვილი 2, გვაზავა 2, პატაშური 1, არეშიძე, ჭანტურია

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

 6 ნოემ.
                სხვ        
  იმედი სტუ 2 2 0 0 49-32
4
  პეგასი 2     2     0     0     77-61     4    
  BSB ბათუმი 0 0 0 0 0-0 0
  ქუთაისი 0 0 0 0 0-0 0
  სამტრედია 0 0 0 0 0-0 0
  წყალტუბო 0 0 0 0 0-0 0
  გორი 2     0     0     2     34-49     0    
  სპორტუნი 2 0 0 2 59-77 0

 

 

 

 

 

 

 

 

 7 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

15:30 გორი – სპორტუნი

17:30 პეგასი – იმედი-სტუ

11 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 BSB ბათუმი – წყალტუბო

15:30 ქუთაისი – სამტრედია

12 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 სამტრედია – BSB ბათუმი

15:30 ქუთაისი – წყალტუბო

13 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 წყალტუბო – სამტრედია

15:30 BSB ბათუმი – ქუთაისი –

გაგრძელდება 26 ნოემბერს

Leave a Reply