gnhf-rrr

პეგასი ამარცხებს ლიდერს

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე თბილისის „პეგასმა“ პირველი მარცხი აგემა ჩემპიონსა და ლიდერს, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“ – 34-30. 10-10  ქულით ბათუმი და ქუთაისი ლიდერობენ, შემდეგ, თითოქულიანი სხვაობით, მოდიან სტუ-ქარიშხალა, თელავის იმედი და პეგასი.

პეგასმა ბათუმი ერთხელ წინა ჩემპიონატზეც დაამარცხა, 29-26. დღევანდელ მატჩში გუნდს დააკლდა წინადღით ტრავმირებული ვლადიმერ ბაძაღუა. ბაძაღუა 1996 წელსაა დაბადებული და გუნდის ყველაზე უფროსი მოთამაშეა. მის შემდეგ მოდიან 1997-2002 წლებში დაბადებული ბიჭები, რომელთა შორის ყველაზე უმცროსია მწვრთნელის, ტიტე კალანდძის ვაჟი ნიკოლოზი – მას 15 წელი ჯერ არ შესრულებია და „შავი ზღვის ბიჭებთან“ თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო.

„პეგასმა“ 3-0 წაიყვანა, მამუკა მჟავანაძემ მყისვე აიღო ტაიმაუტი და ყველაფერი თითქოს თავის ადგილზე დადგა – 6-4, 10-6, 18-14 შესვენებაზე და 20-14 მეორე ტაიმის დასაწყისში – ბათუმი წინ იყო, მაგრამ პირველივე ტაიმში წითელი ბარათი მიიღო აბრამიშვილმა, მეორეში მას შეუერთდნენ ბერძენიშვილი და გრიშიკაშვილი. მოედანზე დარჩენილები ნელ-ნელა დაიღალნენ, პეგასმა კი დევნა დაიწყო და ზედიზედ გაიტანა 5 გოლი: ცხოვრებაძემ 2 გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, გოგავამ გაათანაბრა, კალანდაძემ წინ გაიყვანა პეგასი, ხოლო დიხამინჯიამ სწრაფ გარღვევაში ანგარიში 26-24 გახადა. დარჩენილი 11 წუთია.

კვერნაძე და გოგოლაძე ათანაბრებენ, 26-26.   ბათუმელები პერსონალურად იყვანენ ცხოვრებაძეს, მაგრამ კალანდაძე ინდივიდუალურ გარღვევას აწყობს – 27-26. ანგარიში კიდევ ორჯერ გათანაბრდა – 27-27 და 28-28. ნიკოლოზ კალანდაძეს გააქვს 9 მეტრიდან, შემდეგ კი საგოლე პასს აძლევს ლაპიაშვილს, რომლის წინააღმდეგ წესს არღვევს გრიშიკაშვილი და წითელ ბარათს იღებს, ზარნაძე კი შვიდმეტრიანს ურტყამს:  30-28 და დარჩენილია ექვსწუთნახევარი.

ბათუმელთაგან საუკეთესოს, ირაკლი გოგოლაძეს სხვაობა ისევ დაჰყავს ერთამდე, მაგრამ ლაპიაშვილის ჩაჭრისა და პასის შემდეგ ცხოვრებაძე სწრაფ გარღვევაში გარბის – 31-29, დარჩა 4 წუთი. გიორგი კობახიძის გოლს მარჯვენა კუთხიდან პასუხობს ზურაბ გოგავა – 32-30, შემდეგ კი წივწივაძე შეტევაში ჯარიმდება და გიორგი დიხამინჯია მარჯვენა ფლანგიდან მირბის ბრეიკში – 33-30, რჩება 2:40. ბათუმელთა მორიგ დარტყმას ბლოკავს კახოშვილი და წერტილს სვამს ნიკოლოზ კალანდაძე – 34-30.

მეხუთე მატჩი მოიგო ქუთაისმა. პეგასთან მძიმე თამაშის შემდეგ, ამჯერად – გორთან, 49-36. თელავის იმედმა  დამაჯერებლად მოუგო წყალტუბოს, 43-29. მერაბ მეტრეველმა რამდენიმე მოთამაშეც დაასვენა და  ტაქტიკური ვარიანტებიც დაამუშავა – მაგალითად, შეტევაში კაცის დამატება და უმეკარეოდ თამაში, რის შემდეგაც წყალტუბოს მეკარემ იური სილაგაძემ 3 გოლი გაიტანა იმედის ცარელ კარში.

სამტრედია პირველ ტაიმში 9-7 უგებდა სტუ-ქარიშხალას, შემდეგ თბილისელებს არსენაშვილიც გაუძევეს, მაგრამ ბექა ორჯონიკიძის გუნდმა გაათანაბრა, შემდეგ ნელ-ნელა დაშორდა მეტოქეს, 8 ბურთით მოიგო, 36-28 და სატურნირო ცხრილში 5 ქულით  გაასწრო სამტრედიას.

ორშაბათს გლდანის დარბაზში მე-7 ტურის 4 საინტერესო მატჩია. გორი და წყალტუბო უმაღლეს ლიგაში პირველი მოგებისთვის ითამაშებენ, ხოლო  დანარჩენი სამი მატჩი მნიშვნელოვანია ოთხეულითვის მებრძოლი გუნდებისთვის: იმედი თელავი – ქუთაისი, პეგასი – სამტრედია, სტუ-ქარიშხალა – ბათუმი. ამით პირველი წრე დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

მე-6 ტური. 5 თებერვალი, გლდანი

იმედი თელავი – წყალტუბო 43-29

იმ: ხარაიშვილი, ლორია – ყორიაული 8, მაისაშვილი 7, ცხვარაშვილი 6, გიორგაძე 6, მიქავა 5, იობაშვილი 5, ცისკარიშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, ბაჯალაძე 2, აბჟანდაძე

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე 3 – ხელაძე 7, ჩაკვეტაძე 5, მეტონიძე 5, გიორგაძე 4, დარსაველიძე 3, ბენიძე 1,  შვანგირაძე 1, გოგიძე

მსაჯები: რუსლან პერეპელიცა – ვიქტორ ზგობა (უკრ)

ქუთაისი – გორი 49-36

ქუთ: ცერცვაძე, ტორონჯაძე – რუსტამოვი 9, სიმონია  6, გამზარდია 5, მათნაძე 5, ახალაძე 5, ალანია 5, ჯუღელი 4,  ჭელიძე 4, მერკვილაძე 2, ლომიძე 2, ჩიხლაძე 2, კობახიძე

გორ: ვათიაშვილი 1, თითირაშვილი – ტიელიძე 11, მჭედლიშვილი 8, ახალბედაშვილი 5, ზუბიაშვილი 5, ტარუაშვილი 4, მურადაშვილი 2, იაშვილი

მსაჯები: ტარას კუზი – რუსლან პერეპელიცა (უკრ)

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 36-28

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ბულბულაშვილი 11, სტურუა 9, გ. ფერაძე 5, კობახიძე 3, ზ. ფერაძე 3, მამულაშვილი 3, არსენაშვილი 2, ჯორბენაძე, კარტოზია, ჭერაშვილი

სამ: ხონელიძე, შველიძე – ხაჟომია 9, თევზაძე 6, ნიკურაძე 4, ძნელაძე 3, ცხვარაძე 3, ზურაბიანი 2, სხვიტარიძე 1, ანტონოვიჩი

მსაჯები: რუსლან პერეპელიცა – ვიქტორ ზგობა (უკრ)

ბსბ ბათუმი – პეგასი 30-34

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – გოგოლაძე 9, აბრამიშვილი 4, გოგალაძე 4, გრიშიკაშვილი 3, გ. კობახიძე 3, წივწივაძე 2, კვერნაძე 2, სურმავა 1, ბერძენიშვილი 1, ქარდავა 1, ყაველაშვილი

პეგ: ი. დიხამინჯია- ცხოვრებაძე 9, კალანდაძე 9, გოგავა 8, გ. დიხამინჯია 6, ლაპიაშვილი 1, ზარნაძე 1, კახოშვილი, კუხალაშვილი

მსაჯები: ვიქტორ ზგობა – ტარას კუზი (უკრ)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———6—5—0—1–234-178-10

ქუთაისი————-6—5—0—1–222-190-10

სტუ-ქარიშხალა—–6—4—1—1–205-165–9

იმედი თელავი——6—4—0—2–208-171–8

პეგასი—————-6—3—1—2–234-199–7

სამტრედია———-6—2—0—4–201-217–4

გორი—————–6—0—0—6–213-270–0

წყალტუბო———-6—0—0—6–174-301–0

6 თებერვალი

12:00 გორი – წყალტუბო

13:30 იმედი თელავი – ქუთაისი

15:00 პეგასი – სამტრედია

16:30 სტუ-ქარიშხალა – ბსბ ბათუმი

ფოტო: გიორგი ცხოვრებაძე, პეგასი

Leave a Reply