gnhf-rrr

პეგასის ძალიან მნიშვნელოვანი მოგება

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში  პეგასმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო თელავის იმედს (31-23) და მყარად დამკვიდრდა მეოთხე ადგილზე, რომელიც ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლებას იძლევა. სტუ-ქარიშხალამ 43-34 დაამარცხა გორი და თუ ხვალაც მოიგო, უკეთესი პირადი ბალანსით ქუთაისს აჯობებს და ბოლო 4 ტურის წინ პირველ ადგილზე იქნება.

პეგასისა და იმედის წინა ორი მატჩი  თელაველებმა მოიგეს 38-27 და 24-20. იმედი დღესაც 3-0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ სწრაფად გაათანაბრა თამაში. ტაიმის ბოლო წამზე გიორგი დიხამინჯიამ მარჯვენა კუთხიდან სამბურთიანი სხვაობა დააფიქსირა (18-15), მეორე ნახევრის პირველივე შეტევაში კი მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ბრეიკში გაიქცა, ამის შემდეგ კი სხვაობა მუდმივად იზრდებოდა და საბოლოოდ 8 ბურთამდე ავიდა, 31-23.

რის ხარჯზე მოიგო პეგასმა? იმედის ლიდერმა, მარჯვენა შუამარბმა მაისაშვილმა დღესაც გაიტანა 6 გოლი, მაგრამ ის ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა თელაველთა უკანა ხაზში, ვინც მეტოქის კარს ემუქრებოდა. პეგასი უფრო სწრაფად გადადიოდა შეტევაში, გამთამაშებელი კალანდაძე ხაზის მოთამაშესაც უკეთესად ტვირთავდა, ზოგადად, შეტევას უკეთ არეგულირებდა და შვიდმეტრიანებსაც უშეცდომოდ ურტყამდა; დაცვაში უკეთ იდგა პეგასის ცენტრალური წყვილი, გოგავა-ლაპიაშვილი, რის გამოც იმედს ნაკლები შვიდმეტრიანი (1-3) და მეტი მეტი ორწუთიანი გაძევებაც დაუგროვდა (4-1) და, პეგასთან წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, თელავის გუნდი ვეღარც მეკარემ იხსნა.   

იმედის მოგების შემთხვევაში პეგასს დარჩენილი 5 ტურში ძალიან გაუჭირდებდა მეტოქის გადასწრება უარესი პირადი ბალანსის გამო, კი ახლა კონკურენტზე ბევრად უეთეს სიტუაციაშია. სხვაობა 4 ქულაა და ხვალ ორამდე რომც შემცირდეს, თელავის გუნდს 24-27 აპრილს, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტურზე, დასავლეთის ორი გრანდიდან ერთ-ერთის, ბათუმის ან ქუთაისის დამარცხება დასჭირდება ოთხეულში გასასვლელად, ისიც იმ შემთხვევაში, თუ იგივე პეგასმა ვერ მოახერხა.

ხვალ აღმოსავლეთის ოთხეული სპორტკომპლექს არენაში მე-17 ტურის ორ მატჩს გამართავს: იმედი თელავი – გორი, სტუ-ქარიშხალა – პეგასი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

5 აპრილი. 16 ტური, აღმოსავლეთი. არენა 2.

იმედი თელავი – პეგასი 23-31

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მაისაშვილი 6, მიქავა 4, ბაინაზიშვილი 2, ცისკარიშვილი 2, გიორგაძე 2, გოგუა 2, აბჟანდაძე 2, ყორიაული 1, იობაშვილი 1, ცხვარაშვილი 1, აბაშიძე, კორსანტია

პეგ: ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 9, კალანდაძე 9, ლაპიაშვილი 5, ცხოვრებაძე 4, გოგავა 3, კუხალაშვილი 1,  ბაძაღუა, კაჭკაჭაშვილი, ზარნაძე

გორი – სტუ ქარიშხალა 34-43

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 9, ტიელიძე 8, დალაქიშვილი 6, ახალბედაშვილი 5, ზუბიაშვილი 3, ტ. მჭედლიშვილი 2, მურადაშვილი 1, ნიაზაშვილი, ტურაშვილი, გ. მჭედლიშვილი

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – მამულაშვილი 9, სტურუა 7, კობახიძე 5, ბულბულაშვილი 5, ასაბაშვილი 4, გ.ფერაძე 3, არსენაშვილი 3, ჭერაშვილი 3, თიგიშვილი 2, ჯორბენაძე 1, ზ. ფერაძე 1

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ქუთაისი————17–14—1—2–632-543-29

BSB ბათუმი——–17–13—1—3–639-504-27

სტუ-ქარიშხალა—-16–13—1—2–556-456-27

პეგასი—————-16—9—1—6–586-525-19

იმედი თელავი——16—7—1—8–470-436-15

სამტრედია———-17—4—0–13–562-636–8

გორი—————–16—2—1–13–568-646–5

წყალტუბო———–17—1—0–16–504-771–2

6 აპრილი

14:00 იმედი თელავი – გორი

16:00 სტუ-ქარიშხალა – პეგასი

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, არენა 2

ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი

Leave a Reply