gnhf-rrr

პარი სენ ჟერმენმა მეოთხედფინალი გაინაღდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე პარი სენ ჟერმენმა 29-21 მოუგო გერმანიის ფლენზბურგს, A ჯგუფში პირველი ადგილი და პირდაპირ მეოთხდფინალში გასვლა გაინაღდა.  ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. 

კაცები. 1ტურიმიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-12/1113340

B ჯგუფში პირველობისთვის შარშანდელ ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს დარჩენილ 2 მატჩში 2 ქულის აღება ყოფნის. რაც შეეხება მერვედფინალს, A და B ჯგუფებიდან მისი საგზურები უკვე 8 გუნდმა მოიპოვა . თითო დარჩენილი ადგილისთვის იბრძოლებენ ვისლა-ზაგრები-კრისტიანსტადი და ბრესტი-ოლბორგი-ცელიე. ორ მერვედფინალისტს გამოავლენს C და D ჯგუფების გამარჯვებულთა პლეიოფი, რომლის პირველი მატჩებიც შემდეგ შაბათსაა. გიორგი ცხოვრებაძის კლუბი, მონპელიე სტუმრად ეთამაშება ესპანეთის ლეონს, ხოლო მეორე წყვილია მოტორი-სკიერნი. მომდევნო უქმეებზეა ასევე კაცების მე-13 და ქალთა ტურნირის მე-8 რაუნდები. 

ქალთა ლიგის 2016 წლის ჩემპიონმა და წლევანდელი სეზონის მთავარმა ფავoრიტმა, CSM ბუკურეშტიმ უკვე საგაისო გეგმები  გამოაცხადა  – კლუბს დატოვებს ორი მსოფლიო ჩემპიონი: სორინა ეგლონი და ნიოსნიენ ნიომბლა საფრანგეთის ლიგაში ბრუნდებიან, ხოლო მათ ნაცვლად რუმინული კლუბი დაიმატებს სკოპიეს ვარდარის სამეულს – იოვანკა რადიჩევიჩს, ანდრეა ლეკიჩსა და დრაგანა ცვიიჩს.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

12 ტური, 17-18 თებერვალი

A ჯგუფი: ვარდარი 20 – ნანტი 17ბარსელონა 16, რაინნეკარი 14, სეგედი 11,  ვისლა 6 – ზაგრები 6, კრისტიანსტადი 6

ბარსელონა (ესპ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 28-27

დოლენეცი 6, ენტრერიოსი 5 – დე ტოლედო, რაკოტეა 5

ზაგრები (ხორ) – ნანტი (საფ) 23-22

პავლოვიჩი 7 – გურბინდო 5, კლერი 4

ვარდარ სკოპიე (მკდ) – სეგედი (უნგ) 34-30

დიბიროვი 11, ცინდრიჩი 6 – შრშენი 6

რაინ ნეკარი (გერ) – კრისტიანსტადი (შვდ) 32-29

მენსა, რადივოევიჩი, შმიდი 5 – გუდმუნდსონი 9, ლაგერგრენი 7

B ჯგუფი: პსჟ 22 – ვესპრემი 15, ფლენზბურგი 15კილი 15, კელცე 11, მეშკოვ ბრესტი 8 – ოლბორგი 5, ცელიე 5

კელცე  (პოლ) – ცელიე (სლნ) 37-31

შტრლეკი 6, ლიევსკი 5  – ანიჩი 6, მლაკარი 5

პსჟ (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 29-21

გენსჰაიმერი, ნ. კარაბატიჩი 5 – მაე, როდი 6

ვესპრემი (უნგ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 34-22

ოლბორგი (დან) – კილი (გერ)  20-27

ელებეკი 7 – ეკბერგი 7, ბილიკი 6, ვინჩეკი 4

A, B: პირველი ადგილები – მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

13 ტური: 24-25 თებერვალი

და ჯგუფები, პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: 

ლეონი (ესპ) – მონპელიე (საფ), მოტორი (უკრ) – სკიერნი (დან): 24 თებერვალი – 04 მარტი

Leave a Reply