ukr

პარასკევს მთავარი მატჩია

ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 45-34 დაამარცხა წყალტუბო, ქუთაისმა მოუგო სამტრედიას, 38-18. პარასკევს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ეს ორი გუნდი ერთმანეთს შეხვდება. ამ მომენტისთვის 12-12 ქულა აქვთ ბათუმის გუნდსა და საქართველოს ჩემპიონს, თელავის იმედს, ოღონდ ბათუმელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ. თუ ხვალ ბათუმმა მოიგო, მაშინ უდანაკარგოდ და ერთპიროვნულად დაწინაურდება, ქუთაისელთა გამარჯვების შემთხვევაში კი პირველი წრის შემდეგ სამი ლიდერი გვეყოლება: ბათუმი, თელავი და ქუთაისი.

ბათუმ-ქუთაისის თამაშის პირდაპირი რეპორტაჟს 15 საათზე გადასცემს ტელეკომპანია რიონი, ყველა მატჩის ცოცხლად ნახვა კი შეიძლება ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხვალვე სამტრედიისა და წყალტუბოს გუნდები გაარკვევენ, ვინ მოიგებს პირველ მატჩს და ვინ დარჩება პირველი წრის შემდეგ ბოლო, მერვე ადგილზე. სულ რეგულარულ სეზონში გუნდები გამართავენ 21 მატს, ანუ 3 წრეს,  ამის შემდეგ კი გადამწყვეტი, ფინალური ოთხეულის ტურნირი გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

6 ტური, დასავლეთი. 21 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

წყალტუბო – ბსბ ბათუმი 34-45

წყ: სილაგაე, ხაჭაპურიძე, აფხაძე – ხელაძე, 14, მეტონიძე 5,  დარსაველიძე 5, მ. გველესიანი 5, გ. გველესიანი 3, ჯიმშელეიშვილი 2, კუხალაშვილი, შვანგირაძე

ბათ: ცერცვაძე, ვარშალომიძე – სურმავა 8, გოგოლაძე 8, სტურუა 8, ხაჟომია 6, აბრამიშვილი 5, თევზაძე 4, წივწივაძე 3, ბულბულაშვილი 2, მჟავანაძე 1

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი – ნიკოლოზ კევლიშვილი

ქუთაისი – სამტრედია 38-18

ქუთ: მაისურაძე, ანდრიაძე – კბილაშვილი 10, რუსტამოვი 8, გრიშიკაშვილი 6, გოგალაძე 4, მათნაძე 3, კობახიძე 3, გამზარდია 2, ჭელიძე 2, ჩიხლაძე, მერკვილაძე, ლომიძე, ფერაძე

სამ: შველიძე – ძნელაძე 6, ხონელიძე 3, გაგუა 3, თევზაძე 3, ხომერიკი 3, ნადირაძე, ცეცხლაძე, ადამია  მანაგაძე

მსაჯები: ადამ ბირო – ოლივერ კიში (უნგრეთი) ტექნიკური დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

————————თ–მ–ფ–წ——ბ——ქ

BSB ბათუმი———6—6—0—0–244-172–12

იმედი თელავი—–7—6—0—1–223-199–12

ქუთაისი————-6—5—0—1–226-165–10

პეგასი—————-7—4—0—3–262-228—8

გორი—————–7—3—0—4–233-255—6

სტუ-ქარიშხალა—-7—2—0—5–206-217—4

წყალტუბო———-6—0—0—6–183-251–0

სამტრედია———-6—0—0—6–138-228–0

ტური22 დეკემბერი

13:00 სამტრედია- წყალტუბო

15:00 ბსბ ბათუმი – ქუთაისი

Leave a Reply