ორჯონიკიძე მოედანს დაუბრუნდა  

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი თეიმურაზ ორჯონიკიძე ტრავმისა და ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. 

ჩემპიონატის პირველ მატჩში ორჯონიკიძემ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ პირველივე ტაიმში მარცხენა ხელის მტევანზე ძვალი გაიტეხა და ერთი თვე ვერ თამაშობდა. ამ პერიოდში მისმა გუნდმა, ეროვნული ლიგის დებიუტანტმა ოროშჰაზიმ ოთხივე თამაში წააგო.

საქართველოს ნაკრების მარცხენა ინსაიდი დაბრუნდა თავის ყოფილ კლუბთან, ფერენცვაროშთან მატჩში, რომელშიც ოროშჰაზი 27-39 დამარცხდა, ქართველმა კი 4 გოლი გაიტანა. მომდევნო მეტოქე იყო შარშანდელი ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილე, სეგედი. ორჯონიკიძე აქაც საუკეთესო იყო 5 გოლით, თუმცა კლუბმა ისევ წააგო – 30-42.

სანაკრებო პაუზამდე ოროშჰაზი 18 ოქტომბერს სტუმრად ითამაშებს კომლოისთან, ჩემპიონატს კი 7-7 მოგებით ლიდერობენ ვესპრემი და სეგედი.

ხელბურთი. უნგრეთი. ეროვნული ლიგა. (მოგება 2 ქულა, ფრე 1, წაგება 0).

1.ვესპრემი 14 ქულა (7 თამაშიდან), 2. სეგედი 14 (7), 3. ფერენცვაროში 10 (5), 4. დიონდიოში 8 (5), 5. ბალატონფურედი 7 (5), 6. დაბაში 7 (6), 7. ჩურგოი 5 (5), 8. ედერი 5 (6), 9. ტატაბანია 4 (5), 10. კომლოი 3 (5), 11. მეზოკოვეშდი 1 (4), 12. ბუდაკალასი 0 (7), 13. ოროშჰაზი 0 (6), 14. ვაჩი 0 (5)

Leave a Reply