ukr

ორივე ლიდერმა ფრედ ითამაშა

განახლდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში. დღეს პირველი ქულა დაკარგა ორივე ლიდერმა ლიდერმა. ქარიშხალამ, ფრედ, 22-22 ითამაშა სამტრედიასთან, ხოლო ფოთის ოქროს ვერძმა – მამულთან, 17-17. 

რვავე გუნდი 7-9 თებერვალს თბილისში, სპორკომპლექს არენაზე თამაშობს. აღმოსავლეთის 4 გუნდი დასავლეთის ოთხეულს ეთამაშება, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება, ჩემპიონი კი ორწრიანი ტურნირის შემდეგ ვლინდება.  

სამტრედიამ დღის პირველი მატჩი 13-21 წააგო მამულთან, ქარიშხალას კი მოთამაშე მწვრთნელის, ირმა ციცქიშვილის დახმარება დასჭირდა აჭარის გუნდის დასამარცხებლად, 20-15. სამტრედიას ქარიშხალასთან შეხვედრამდე სულ 1 ქულა ჰქონდა, მაგრამ პირველი ტაიმი 12-11 მოიგო, ბოლომდე იბრძოლა, და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებზე ლიდერი, ანა ფოცხვერია დაუშავდა, 22-21 იგებდა, მაგრამ თბილისელმა მარიამ ცინცაძემ (9 გოლი) ბოლო წუთზე შვიდმეტრიანი გაიტანა – 22-22. სამტრედიელებს ბოლო შეტევისთვის რამდენიმე წამი დარჩათ, რაც გოლის გასატანად ვერ ეყოთ.

შარშანდელი ჩემპიონს, ყვარლის გუნდს წლეულს არ ჰყავს უცხოეთის ლიგებში  მოთამაშე ლიდერები, კუნელაშვილი და ქიტესაშვილი. წყალტუბო ყვარელთან 14-11 იგებდა, ბოლო წუთებზე კი ზედიზედ გაუძევეს 3 მოთამაშე, თუმცა, ყვარელმა მხოლოდ 2 გოლის გატანა მოასწრო და 13-14 დამარცხდა.

ფოთი დასრულებამდე 5 წუთით ადრე 12-15 აგებდა მამულთან, მაგრამ ლანა გოგიამ ზედიზედ ორჯერ გაიტანა და ოქროს ვერძი გავიდა წინ – 17-16, თუმცა, მამულის ბოლო შეტევაში ელენე ჯავახიშვილმა გაათანაბრა, 17-17.  დღის ბოლო მატჩში წყალტუბომ 14-10 დაამარცხა პეგასი, რომელიც ჯერჯერობით ერთდერთი უქულო გუნდია. წყალტუბოელებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა, ფოთის გუნდს თამაში მარაგში აქვს.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

4-7 ტურები, არენა 2. 7 თებერვალი

ქარიშხალა-აჭარა 20-15 (არაბაჯევი, ა. ჩხაიძე 6, ციცქიშვილი 6, მ. ცინცაძე 3, ხმელაძე 3, ქ. ცინცაძე 1, ი. ჩხაიძე 1, მწვ. ციცქიშვილი – ქარჩავა, ხოხბა 7, დვალიშვილი 4, ქამაშიძე 1, ცივნარიძე 1, კომახიძე 1, კოჩალიძე 1, მწვ. შალამბერიძე, ნასარიძე)  

მამული-სამტრედია 21-13 (ვარდიშვილი, ნაკაშიძე, ყველაშვილი 7, ჯავახიშვილი 4, დანელია 3, შახულოვი 3, ბერიკაშვილი 2, ავსაჯანიშვილი 2, მწვ. კასიანი –  ზაქარეიშვილი, ჯოჯუა 5, ფოცხვერია 4, ტყეშელაშვილი 2, კარტოზია 1, რუსია 1, მწვ. ხონელიძე)

ყვარელი-წყალტუბო 13-14  (ამონაშვილი, თეთრაშვილი 7, ფუღიაშვილი 3, მ. ტეტოშვილი 3 – ჩავჩიძე, ლაღაძე 5, ჩირგაძე 5, ხეცურიანი 3, მამარდაშვილი 1, მწვ. გოგიძე)

სამტრედია-ქარიშხალა 22-22 (ზაქარეიშვილი, ფოცხვერია 7, რუსია 6, ტყეშელაშვილი 5, ბურკაძე 2, კარტოზია 1, ჯოჯუა 1 – არაბაჯევი, მ. ცინცაძე 9, ხმელაძე 7, კეკუტია 3, ა. ჩხაიძე 2, ქ. ცინცაძე 1)

ფოთი-მამული 17-17 (ფიფია, ჯგერენაია 8, გოგია 4, სურგულაძე 2, რიჟამაძე 2, რურუა 1, მწვ. ჟვანია, გეფერიძე – არაბაჯევი, ყველაშვილი 8, დანელია 4, ჯავახიშვილი 2,  შახულოვი 1, ქადარია 1, ავსაჯანიშვილი 1)

წყალტუბო-პეგასი 14-10 (ჩავჩიძე, დარსაველიძე 6, ლაღაძე 4, მამარდაშვილი 3, ფანცხავა 1 – ჩაჩუა, ჯიქურაშვილი, ქებაძე 4,  ე. ჩხაიძე 4 ტარტარაშვილი 1, კაპანაძე 1 – მწვ. წივწივაძე)

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი, ზ. აბრამიშვილი-შ. სტურუა

ქარიშხალა—5—4—1 —0–120-86—9

წყალტუბო—5—4—0—1—73-64—8

მამული——-5—3—1—1–105-75—7

ფოთი———4—3—1—0—77-57—7

ყვარელი——4—1—0—3—59-70—2

სამტრედია—5—0—2—3—73-91—2

აჭარა———-4—0—1—3—55-74—1

პეგასი———4—0—0—4—45-90—0

8 თებერვალი

12:00 სამტრედია-პეგასი

13:00 ფოთი-ყვარელი

14:00 წყალტუბო-ქარიშხალა

15:00 აჭარა-მამული

16:00 პეგასი-ფოთი

17:00 აჭარა-ყვარელი

9 თებერვალი

12:00 აჭარა-პეგასი

13:00 სამტრედია-ყვარელი

14:00 მამული-წყალტუბო

15:00 ფოთი-ქარიშხალა

25-26 ნოემბერი, არენა 2. ყვარელი – ქარიშხალა 16-26, პეგასი – მამული 9-30, ყვარელი- პეგასი 18-12,

მამული – ყვარელი 18-12,  ქარიშხალა – პეგასი 28-14, მამული – ქარიშხალა 19-24

2-3 დეკემბერი, სენაკი. ფოთი-აჭარა 26-14, აჭარა-წყალტუბო 13-15,  ფოთი-სამტრედია 18-13,

სამტრედია-აჭარა 13-13, წყალტუბო-ფოთი 13-16,  წყალტუბო-სამტრედია 17-12

Leave a Reply