gnhf-rrr

ოთხეული მთლიანად დასავლეთიდანაა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე შაბათს ნახევარფინალებია: სამტრედია – ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, აჭარა – ფოთის ოქროს ვერძი. ოთხეულის ოთხივე გუნდი დასავლეთი საქართველოდანაა. დღის მთავარ მატჩში ბათუმის გუნდმა 25-24 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი პეგასი. 

თამაში უკიდურესად დრამატული იყო და წინ 2 ბურთზე მეტით არავინ გასულა. ტაიმი ბათუმელებმა 10-9 მოიგეს. პეგასი, რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია ფინალურ ოთხეულში, დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე ერთი ბურთით წინ იყო, ოღონდ ბათუმს ფრეც აწყობდა, რადგანაც  ბურთების სხვაობა უკეთესი ჰქონდა. ბოლო წუთებში ცხადაიამ, თურმანიძემ და კახიძემ ზედიზედ გაიტანეს სამი გოლი, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა – შავი ზღვის ბიჭებმა 25-24 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, პეგასი კი მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. ამ ჯგუფში აჭარას პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, ვერ ვიტყვით, რომ არ იბრძოლა თელავთან, მაგრამ თელაველებს მეტი მოტივაცია აღმოაჩნდათ და გოდელაშვილის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით 39-38 მოიგეს.

A ჯგუფში, ნახევარფინალში გასავლელ მატჩში ფოთს ოქროს ვერძმა იოლად, 33-18 მოუგო ქარიშხალას, ხლო სამტრედიამ 24-15 დაამარცხა ყვარელი და ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა.

26 მაისს, პირველ ნახევარფინალში, დასავლეთის ჩემპიონი სამტრედია ხვდება ვერცხლის პრიზიორ ბათუმს. თამაში 14:40 დაიწყება. 16 საათზე საჩემპიონო ფინალში გასასვლელად ითამაშებენ დასავლეთის ბრინჯაოს პრიზიორი, აჭარის გუნდი და ფოთი, რომელიც რეგიონალურ პირველობაზე მეოთხე იყო.

ხელბურთი. საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი 2017-18

ფინალური ტურნირი. არენა 2. ჯგუფური ეტაპი 3 ტური, 25 მაისი.

A ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ——ბ——ქ

სამტრედია—-3—3—0—0—89-52—6

ფოთი———-3—2—0—1—83-77—4

ყვარელი——-3—0—1—2—63-78—1

ქარიშხალა—–3—0—1—2—57-85—1

ქარიშხალა – ფოთი 18-31

ქარ: ალიევი, ძაბახიძე – ცანავა 5, ბეინაშვილი 5, გურასპაული 3, ხაჟომია 2, მუკბანიანი 1, ჩაფიძე 1, კოკოლია 1, ვარადაშვილი, ბუთხუზი, თხილავა, კურტანიძე,  მჭედლური – მწვ. მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი

ფოთ: კეკუა, გოგოხია – დიდია 9, გ. ბჟალავა 8, ფანცულაია 4, ცირდავა 3, პაჭკორია 3, სიორდია 2, მელიავა 1, მიმინოშვილი 1, ხურცილავა, გოგია, თუნთია – მწვ. ჭანტურია, ჟვანია

მსაჯები: გელა გველესიანი – ირაკლი გოგოლაძე

სამტრედია – ყვარელი 24-15

სამ: შველიძე  – ძნელაძე 11, ადამია 6, ხომერიკი 3, ნადირაძე 2, ხელისუფალი 1, მანაგაძე 1, თევზაძე, 1, ქავზინაძე, აფრიდონიძე, დუნდუა – მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე

ყვ: გარსევანიშვილი, დათუაშვილ – ღონიაშვილი 5, ბაქრაძე 4, ნაწილაშვილი 3, ბეუქლიშვილი 2, მამისაშვილი 1, ძამაშვილი, ოსიაშვილი, ჭიღლაშვილი, ყანჩელიშვილი – მწვ. ღონიაშვილი, ხარებაშვილი

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

23 მაისი: ფოთი – სამტრედია 19-32, ყვარელი – ქარიშხალა 21-21

24 მაისისამტრედია – ქარიშხალა 33-18, ყვარელი – ფოთი 27-33

B ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ——ბ——ქ

აჭარა———–3—2—0—1–105-99—4

BSB ბათუმი—3—2—0—1—93-82—4

პეგასი———-3—1—0—2—85-79—2

თელავი——–3—1—0—2—84-107–2

აჭარა – თელავი 38-39

აჭ: ცინცაძე, თემ. ქამადაძე – შაინიძე 11, ზაქარაძე 11, გაბაიძე 6, მარკოიძე 5, დუმბაძე 4, დავითაძე 1, გეიერი,  ისმაილოვი, ტარიელიძე, თორ. ქამადაძე, აბულაძე, ფარტენაძე – მწვ. სიხარულიძე, ურუშაძე

თელ:  მანაგაძე – გოდელაშვილი 20, მირიანაშვილი 10, მაისურაძე 7, დავითნიძე 1, იოსებაშვილი 1, ხოხობაშვილი,  ჯაშიაშვილი, კოკოზაშვილი, ქევხიშვილი, სტეფანიშვილი, გიგიტელაშვილი – მწვ. მამალაშვილი

საჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

პეგასი – BSB ბათუმი 24-25

პეგ: გორგოძიანი – დგებუაძე 7, შუბითიძე 4, პატაშური 4, კოხრეიძე 4, ტაბატაძე 2, დ. ჟვანია 2, ჭანტურია 1,  კობახიძე, ჯერანაშვილი, რეხვიაშვილი – მწვ. კალანდაძე, სახვაძება:

ბათ: ვარშალომიძე, კაჭარავა, გოგიტიძე – კახიძე 8, თურმანიძე 6, მახაჭაძე 5, ცხადაია 3, გორდელავა 3, კაკულია, სტოლბოვი, ჭურკვეიძე, ანთიძე – მწვ. კაკულია, ბზეკალავა

მსაჯები: ზურაბ აბრამიშვილი – გელა გველესიანი

23 მაისი: BSB ბათუმი – აჭარა 30-33, თელავი – პეგასი 20-31

24 მაისი. BSB ბათუმი – თელავი 38-25, პეგასი – აჭარა 30-34

26 მაისი, ნახევარფინალი

5-8 ადგილები

12:00 ყვარელი – თელავი

13:20 პეგასი – ქარიშხალა

1-4 ადგილები

14:40 სამტრედია BSB ბათუმი

16:00 აჭარა – ფოთი

27 მაისი, ფინალი

12:00 7-8 ადგილები

13:20 5-6 ადგილები

14:40 3-4 ადგილები

16:00 1-2 ადგილები

Leave a Reply