EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ოთხეულისთვის ხუთი გუნდი იბრძვის

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატში 19 აპრილამდე პაუზაა. დღეს, სპორტკომპლექს არენაში სამტრედიამ 44-33 მოუგო ქარიშხალას, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 32-30 დაამარცხა ქუთაისი.

ქუთაისმა თებერვალში საკუთრ მოედანზე 34-31 მოუგო ქვეყნის ჩემპიონს, დღესაც მოიგო პირველი ტაიმი (14-13) და მეორეშიც რამდენჯერმე გავიდა წინ, მაგრამ სტუ-მ მაინც მოახერხა თამაშის გარდატეხა (32-30) და 16 ქულით ერთპიროვნულ პირველ ადგილზე გადავიდა.

მეორეზეა ბათუმი (14), შემდეგ მოდიან სამტრედია  (12), პეგასი (12) და ქუთაისი (10). ეს ხუთი გუნდი იბრძოლებს საჩემპიონო პლეიოფში გასასვლელად, ხოლო ქარიშხალას (4), თელავსა (3) და ფოთს (1) სხვა მიზანი აქვთ – ბოლო ადგილისთვის თავის აცილება.

სათამაშო კიდევ 5 ტურია. რეგულარული სეზონი დასრულდება მაისში და მაისშივე 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გაარკვევს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

4 მარტი, თბილისი, არენა

ქარიშხალა-სამტრედია  33-44

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ზ. ფერაძე 8, თიგიშვილი 5, საჯაია 4, გ. ფერაძე 4, ლ. მამულაშვილი 4, ბულბულაშვილი 3, ჭინჭარაძე 2, ციხიშვილი 2, ასაბაშვილი 1, შევჩენკო, დემეტრაშვილი

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – გიორგაძე 10, გოგოლაძე 8, ხაჟომია 8, ნიკურაძე 5, თევზაძე 4, ანტონოვიჩი 4, გეგია 3, ვ. ხურაბიანი 2, ღაღანიძე, რ. ზურაბიანი, ცხვარაძე

სტუ-ქუთაისი 32-30

სტუ: ტორონჯაძე – ორჯონიკიძე 12, კობახიძე 7, ჭელიძე 5, არსენაშვილი 3, სამიტაშვილი 3, სტურუა 2, ჯორბენაძე, ოსიყმაშვილი

ქუთ: სამყურაშვილი – გრიშიკაშვილი 7, კბილაშვილი 7, კვერნაძე 5, რუსტამოვი 4,  მათნაძე 4,  მერკვილაძე 3, ჩიხლაძე, კობახიძე, ჯუღელი

მსაჯები:მიშჩუკი, როჟკოვი (უკრაინა)

დელეგატები:ლ. გელაშვილი, თ. თევზაძე.

მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–9—8—0—1—314-281-16

BSB ბათუმი–9—7—0—2—290-226-14

სამტრედია—9—6—0—3—346-287-12

პეგასი———9—6—0—3—281-286-12

ქუთაისი——9—5—0—4—303-309-10

ქარიშხალა—-9—2—0—7—318-347–4

თელავი——-9—1—1—7—249-282–3

ფოთი———-9—0—1—8—295-378–1

Leave a Reply