ოზურგეთში, თელავში. სენაკსა და აჭარაში…

ამ დღეებში რამდენიმე სახელბურთო ტურნირი მიმდინარეობს. ოზურგეთის სპორტის სასახლეში ხვალ დასრულდება უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი წრე დასავლეთის ლიგაში. ორი დღის შემდეგ 4-4 მოგებით ლიდერები არიან წყალტუბოს პრომეთე და ფოთის ოქროს ვერძი, რომლებიც ერთმანეთში კვირას ითამაშებენ.

ამ ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება. ჯერ გამოვლინდება სამი რეგიონული გამარჯვებული, შემდეგ კი საუკეთესოები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. თბილისის ლიგის პირველი წრე უკვე გაიმართა, ხოლო შაბათ-კვირას თელავში აღმოსავლეთ ლიგის ოთხი გუნდიც თამაშობს. სულ ამ ასაკში 15 გუნდი იბრძვის საქართველოს ჩემპიონობსთვის.

სენაკში ხვალ და ზეგ გაიმართება ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები დასავლეთ საქართველოს სამ გუნდს, წყალტუბოს, ფოთის ოქროს ვერძსა და აჭარას შორის. აღმოსავლეთის გუნდებმა, ყვარელმა,  პეგასმა და მამულმა ერთმანეთში უკვე ითამაშეს. ერთიანი ტური იანვარშია და პირველი წრეც ამით გასრულდება.

გაიმართა აჭარის 2016 წლის ასაკობრივი ჩემპიონატებიც. სულ სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვიდა 6 სახელბურთო კერის 13 გუნდი. უფროსი ასაკის ბიჭებში აჭარის ჩემპიონი გახდა ბათუმის სპორტსკოლა, მათვე მოიგეს ამავე ასაკის გოგონათა შეჯიბრება, ხოლო 2004-05 წლებში დაბადებული ბიჭების ტურნირში ყველას აჯობა ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის გუნდმა. ტურნირი გაიმართა აჭარის რეგიონულმა ხელბურთის ფედერაციამ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01

დასავლეთი – 23-25 დეკემბერი, ოზურგეთის სპორტის სასახლე

24 დეკემბერი

ფოთი-აჭარა 19-17

ბათუმი-წყალტუბო 16-27

ქუთაისი-სამტრედია 21-31

ფოთი-ბათუმი 30-26

სამტრედია-აჭარა 27-21

წყალტუბო-ქუთაისი 31-15

წყალტუბო 8 (4 თამაშიდან), ფოთი 8 ქულა (4), სამტრედია 4 (4), ბათუმი 2 (3), აჭარა 0 (3), ქუთაისი 0 (4)

25 დეკ: ბათუმი-აჭარა, წყალტუბო-ფოთი, ბათუმი-სამტრედია, აჭარა-ქუთაისი

23 დეკ. სამტრედია-ფოთი 23-29, აჭარა-წყალტუბო 23-36, ქუთაისი-ბათუმი 24-36, წყალტუბო-სამტრედია 35-19, ფოთი-ქუთაისი 36-20

მსაჯები: შალვა სტურუა, ვლადიმერ ბაძაღუა, დელეგატი: ლევან გელაშვილი

აღმოსავლეთი (გორი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) 24-25 დეკემბერს, თელავში.

თბილისი.  არენა 1, პირველი წრის შემდეგ: პეგასი 8 ქულა, რუსთავი 6, ქარიშხალა 4, იმედი-2 2, იმედი-1 0

საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ქალები. სენაკი, 25-26 დეკემბერი

25 დეკემბერი. წყალტუბო-ფოთი

26 დეკემბერი. ფოთი-აჭარა. აჭარა-წყალტუბო

არენა 1

10 დეკემბერი. ყვარელი – პეგასი 31-21

11 დეკემბერი. მამული – ყვარელი 29-32

12 დეკემბერი პეგასი – მამული 30-27

ყვარელი 4 ქულა, პეგასი 2, მამული 0

აჭარის ჩემპიონატი 2016. ჭაბუკები, 2000-01. 1. სპორტსკოლა 8 ქულა 2. 22-ე სკოლა, ბათუმი 6, 3. ხელვაჩაური 4, 4. ქობულეთი 5. BSB ბათუმი 0 – გოგონები, 2000-01. 1. სპორტსკოლა 4, 2. ქობულეთი 2, 3. სორტსკოლა-5 0 – ბიჭები, 2004-05 1. 22-ე სკოლა, ბათუმი 8, 2. BSB ბათუმი 6, 3. ქობულეთი 4, 4. სპორტსკოლა 2, 5. ხელვაჩაური 0

Leave a Reply