gggg

ნორვეგია ლიდერია, შვედეთი გავარდა

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ნორვეგიამ 23-20 დაამარცხა ერთ-ერთი მასპინძელი შვედეთი და მეორე ჯგუფს ლიდერობს. ისლანდიამ მოუგო პორტუგალიას 28-25, უნგრეთმა – სლოვენია 29-28. 

ამ ჯგუფში ჯერ არაფერი გარკვეული არაა გარდა იმისა, რომ წინა ჩემპიონატის ფინალისტი შვედეთი ნახევარფინალში ვეღარ გავა.

პირველი 2 ქულა მოიპოვა ისლანდიამ, ვინც თავიდანვე დაწინაურდა პორტუგალიასთან 4-0. პორტუგალიამ ვითარება გამოასწორა და 37-ე წუთზე წინაც გავიდა (17-16), დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ერთით აგებდა (24-25), მაგრამ დაბოლოება ისლანდიამ უკეთ ჩაატარა, 28-25 და ნახევარფინალის შანსი შეინარჩუნა. ორივე ამ გუნდს 2-2 ქულა აქვს.

პორტუგალია – ისლანდია: https://www.youtube.com/watch?v=p4sXBNUAQ-I

პირველად დამარცხდა სლოვენიის ნაკრები. მათ პირველი ტაიმი 16-13 მოუგო უნგრეთს, მაგრაამ მეორის საწყისი მონაკვეთი 2-8 წააგო (18-21) და სიტუაციიდან ვეღარ გამოძვრა. უგრეთსაც და სლოვენიასაც 4-4 ქულა აქვთ.

სლოვენია – უნგრეთი: https://www.youtube.com/watch?v=f79GrOjgzFs

ბოლო  2 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ნორვეგია 6 ქულით ლიდერობს, თუმცა ნახევარფინალი ჯერ განაღდებული არა აქვს. მძიმე მატჩში ნორვეგია სულ წინ იყო, შვედებმა კი ვერაფერი მოუხერხეს გამთამაშებელ საგოსენს (8 გოლი, 5 პასი) და მეკარე ბერგერუდს (13 მოგერიება).

ნორვეგია – შვედეთი:  https://www.youtube.com/watch?v=pUxP9QVzFuk

საუკეთესო გოლები, სეივები, მომენტები: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos

დღეს ვენაში პირველი ჯგუფის მეოთხე ტურის 3 მატჩია და, შესაძლებელია, ორივე ნახევარფინალისტი ვადამდე გამოვლინდეს.  

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

მთავარი რაუნდი. 2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი, 19 იანვარი.

პორტუგალია-ისლანდია 25-28

მარტინსი 4, არეია 4, კინტანა 11/38 – სმარასონი 8, გუსტაფსონი 12/35

სლოვენია-უნგრეთი 28-29

დოლენეცი 8 – ბანჰიდი 9, ლიგეტვარი 6

ნორვეგია-შვედეთი 23-20

საგოსენი 8, ბერგერუდი 13/31- პელასი 5, პალიჩკა 9/31

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ნორვეგია——-3—3—0—0—-93-77—6

სლოვენია——3—2—0—1—-79-75—4

უნგრეთი——-3—2—0—1—-82-82—4

პორტუგალია–3—1—0—2—-88-87—2

ისლანდია——3—1—0—2—-73-79—2

შვედეთი——-3—0—0—3—-64-79—0

21 იანვარი. 19:00 პორტუგალია-სლოვენია, 21:15 ნორვეგია-ისლანდია, 23:30 უნგრეთი-შვედეთი

22 იანვარი. 19:00 პორტუგალია-უნგრეთი, 21:15 ნორვეგია-სლოვენია, 23:30 ისლანდია-შვედეთი

1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18

17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25

1 ჯგუფივენა, ავსტრია

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ესპანეთი——-3—3—0—0—-94-77—6

ხორვატია——3—3—0—0—-83-70—6

გერმანია——-3—1—0—2—-81-81—2

ავსტრია——–3—1—0—2—-81-86—2

ბელარუსი—–3—1—0—2—-74-87—2

ჩეხეთი———3—0—0—3—-79-91—0

20 იანვარი

19:00 ხორვატია – ჩეხეთი (სილკ სპორტი)

21:15 ბელარუსი – ესპანეთი (სილკ უნივერსალი)

23:30 ავსტრია – გერმანია (სილკ სპორტი)

22 იანვარი. 19:00 ხორვატია – ესპანეთი, 21:15 ბელარუსი – ავსტრია, 23:30 ჩეხეთი – გერმანია

1 ეტაპიდან. ხორვატია – ბელარუსი 31-23, ჩეხეთი – ავსტრია 29-32, ესპანეთი – გერმანია 33-26 

16 იანვარი. ესპანეთი – ჩეხეთი 31-25, ხორვატია – ავსტრია 27-23, ბელარუსი – გერმანია 23-31

18 იანვარი. ბელარუსი – ჩეხეთი 28-25, ესპანეთი – ავსტრია 30-26, ხორვატია – გერმანია 25-24

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

Leave a Reply