ნაკრები ემზადება, ლიდერი გამოგვაკლდა

ოცწლამდელ ხელბურთელთა ნაკრები განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის, რომელიც 8-10 აპრილს თბილისში იმართება. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან (სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძნეთი) ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გადის. 

24 მარტიდან გუნდი ხუთდღიან შეკრებას გაივლის თელავში და შემდეგ გაემგზავრება უკრაინაში – 3 საკონტროლო მატჩის გასამართად. მწვრთნელები, ირაკლი კეკელიძე და ანდრეი პორტნოი ბოლო სესიაზე 26 მოთამაშეს ავარჯიშებდნენ და დუშეთის  შეკრებისთვის 17 შეარჩიეს. სამწუხაროდ, ვერ გადავურჩით ტრავმებს – ფეხი აწუხებს ხაზის მოთამაშეს, გიგა კოხრეიძეს, თუმცა ის შეიძლება ტურნირამდე მოკეთდეს, ხოლო რაც შეეხება თემურ ორჯონიკიძეს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერი და ძირითადი მარცხენა ინსაიდი საკვალიფიკაციო შეჯიბრებას გამოაკლდა – თემურმა ფეხის ტრავმა არასავარჯიშო, საყოფაცხოვრებო ვითარებაში მიიღო და გამორიცხულია, 8 აპრილამდე ვარჯიშის დაწყება მოახერხოს. ეს სერიოზული დანაკლისი იქნება გუნდისთვის, რომელიც  საკუთარ მოედანზე ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლას აპირებს.

მცირე ცვლილებაა საწვრთნელ გეგმაშიც – ბოლო შეკრება გუნდს ხელვაჩაურის დარბაზში უნდა გაევლო და ბათუმიდან გაფრენილიყო უკრაინაში, მაგრამ 29 მარტს ბათუმ-კიევის რეისი გაუქმდა და შეკრებამაც თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის დარბაზში გადაინაცვლა. რაც შეეხება საწვრთნელ მატჩებს, წინასწარი ინფორმაციით, კიევის მახლობლად, ქალაქ ბროვარიში უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბებს ვეთამაშებით. უკრაინაში 16 ხელბურთელი გაემგზავრება და ამდენივე ითამაშებს შესარჩევ ტურნირზე, თუმცა, საბოლოო განაცხადი თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 8, 9 და 10 მარტს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება,

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი. 16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 16:00 ისრაელი-საბერძნეთი, 18:00 სერბეთი-საქართველო

ახალგაზრდული ნაკრები, 20წ

მეკარეები: ირაკლი ხიდეშელი (1996, თუთუნსფორი, თურ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა)

მარჯვენა გარემარბები: ირაკლი გოგოლაძე (1996, სამტრედია), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი),

მარჯვენა შუამარბები: გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (1998, გორი)

პივოტები: ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ)

გამთამაშებლები: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა), ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი)

მარცხენა შუამარბები: გივი გიორგაძე (1996, სამტრედია), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი)

მარცხენა გარემარბები: ლევან მამულაშვილი (1998, ქარიშხალა), ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)

მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე (1972), ანდრეი პორტნოი (უკრ, 1960)

20 ევროპის ჩემპიონატი 2016. კაცები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი. ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, კოსოვო. ლიტვა. ჯგუფი: შვეიცარია, მაკედონია, მონტენეგრო, ფარერები. ჯგუფი: პოლონეთი, ისლანდია, იტალია, ბულგარეთი. ჯგუფი: შვედეთი, ბელარუსი, ბოსნია, ნორვეგია. ჯგუფიხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, უკრაინა. ჯგუფი: სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძენთი. ჯგუფი: ჩეხეთი, ჰოლანდია, ავსტრია, თურქეთი. ჯგუფი: რუმინეთი, ესტონეთი, სლოვენია, პორტუგალია. 

1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 5-8 ჯგუფებიდან – 1.ფინალური ტურნირი:  28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში (უკვალიფიკაციოდ გასულები არიან დანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი)

Leave a Reply