ukr

ნაბიჯი ჩემპიონობამდე

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო და 3 მაისს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური ხელბურთში, გოგონათა შორის. ფოთის ოქროს ვერძმა დღეს ორი მატჩი მოიგო, 13 მატჩიდან 13 მოგება აქვს და ახლოა ჩემპიონობასთან.

 

მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძვიან თბილისის მამული და ქარიშხალა, ასევე აჭარის გუნდი. დღეს, მნიშვნელოვან თამაშში აჭარელებმა 23-19 დაამარცხეს მამული და სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. მამულის 14 თამაშიდან 22  ქულა აქვს, ქარიშხალას – 13-დან 21, ხოლო აჭარას – 13-დან 19. პრიზიორების გამოსავლენად გადამწვეტი იქნება ფოთი-ქარიშხალას, ფოთი-მამულისა და აჭარა-ქარიშხალას მატჩები.

3 აპრილს ჩემპიონატი დასრულდება, 4 აპრილს კი ამასაკის (2000 წელს და გვიან დაბადებულები, მწვრთნელი გელა ჟვანია) გოგონათა ნაკრები ამხანაგური მატჩების გასამართად გაემგზავრება ისრაელში. 17-წლამდელთა ნაკრებს აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი აქვს ლიტვაში.

მნიშვნელოვანია, რომ  სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში თამაშები გაიმართა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის, ფრანგული ფირმა ჟერლფლორის სპეციალურ სახელბურთო საფარზე, რომელიც ხელბურთის ფედერაციამ გრანტის სახით მიიღო.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 2000-01

მეორე წრის საერთო ტური: 1-3 მაისი, არენა 2

1 მაისი

მამული-აჭარა 19-23, სამტრედია – პეგასი 25-24, გორი-წყალტუბო 10-0, აჭარა-ყვარელი 18-11, ფოთი-გორი 28-4, სამტრედია-ქარიშხალა 14-22, მამული-წყალტუბო 10-0, ფოთი-ყვარელი 20-7

—————-თ–მ–ფ–წ——-ბ—–ქ

ფოთი———13-13–0–0–280-114-26

მამული——14-11–0–3–270-148-22

ქარიშხალა—13-10–1–2–227-130-21

აჭარა———-13–9–1–3–167-132-19

სამტრედია—13–4–1–8–164-197–9

წყალტუბო—13–4–0–9–146-179–8

პეგასი———13–3–0-10–140-208–6

ყვარელი——14–2–1-11–108-219–5

გორი———–14–2–0-12–81-266–4

2 მაისი. 12:00. ქარიშხალა-ფოთი, პეგასი-აჭარა, წყალტუბო-ყვარელი, პეგასი-ფოთი, აჭარა-გორი, ყვარელი-სამტრედია, ქარიშხალა-წყალტუბო

3 მაისი. 12:00  მამული-ფოთი, სამტრედია-გორი, აჭარა-ქარიშხალა, პეგასი-წყალტუბო, მამული-სამტრედია

Leave a Reply