ukr

მსოფლიო ჩემპიონი ამარცხებს ევროპის ჩემპიონს

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო მეორე ჯგუფური ეტაპი. 19 იანვრის მთავარ მატჩში მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა 33-30 დაამარცხა ევროპის ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, ესპანეთი. 

საფრანგეთი-ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=GkWsiwK75F8

ხორვატიასთან წაგების შემდეგ ესპანელებმა დაიმატეს ვეტერანი მეკარე არპად შტერბიკი, რომელმაც 11 ბურთი მოიგერია, მაგრამ გუნდი მაინც უიმედოდ დამარცხდა ისე, რომ მატჩის მსვლელობისას ერთადერთხელ გაათანაბრა ანგარიში: ფრანგები 25-ე წუთისთვის 17-12 იგებდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში ფერან სოლემ თანაფარდობა აღადგინა (18-18), მაგრამ აქ ესპანელებმა ზედიზედ გაუშვეს 4 ბურთი და საბოლოოდ ჩამორჩნენ. ორი დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაშიც ესპანეთს მხოლოდ თეორიული შანსი აქვს ნახევარფინალში გასასვლელად.

გერმანიამ 24-19 მოუგო ისლანდიას და საფრანგეთს დაეწია, თუმცა ხორვატია გუშინ ისვენებდა და თუ დღეს ბრაზილია დაამარცხა, ჯგუფის ლიდერობას დაიბრუნებს. დღესვე თამაშობენ ისლანდია-საფრანგეთი.

ისლანდიამ ოფიციალურად დაკარგა ნახევარფინალის შანსი, მაგრამ აგრძელებს ბრძოლას ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოსახვედრად. ამ შანსს მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2-7 ადგილზე გასული გუნდები. შესაბამისად, მეორე ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასვლა არსებითია. 

მეორე ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ დანიას და შვედეთს. დანიამ 25-22 მოუგო უნგრეთს, ხოლო შვედებმა 35-23 გაანადგურეს ტუნისი.  ნორვეგია გუშინ არ თამაშობდა, მაგრამ დღეს ეგვიპტის დამარცხების შემთხვევაში 4 ქულას დააგროვებს და ნახევარფინალში გასასვლელად შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს შვედეთ-ნორვეგიის მატჩი 21 იანვარს. დღესვე თამაშობენ უნგრეთი და ტუნისი.

თამაშები 21:00 და 23:30 იწყება და პირდაპირ გადაიცემა სილკ სპორტის არხებით. ნახევარფინალისტების ვინაობა 23 იანვარს გაირკვევა.

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი, 19 იანვარი

1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)

გერმანია——-3—2—1—0—83-65–5

საფრანგეთი—3—2—1—0—82-77–5

ხორვატია——2—2—0—0—54-46–4

ესპანეთი——-3—1—0—2—81-81–2

ბრაზილია—–2—0—0—2—43-58–0

ისლანდია—–3—0—0—3—71-87—0

საფრანგეთი – ესპანეთი 33-30

ფაბრეგასი, მემი 6 – სოლე 11, ენტრერიოსი 5

გერმანია – ისლანდია 24-19

ფეტი 6, გენსჰაიმერი 5, დრუქსი 4 – გუნარსონი 6

20 იან. 21:00 ბრაზილია – ხორვატია (სილკ-3), 23:30 ისლანდია – საფრანგეთი (სილკ-1)

21 იან. 21:00 ესპანეთი – ბრაზილია, 23:30 ხორვატია – გერმანია

23 იან. 18:30 ბრაზილია – ისლანდია 21:00 საფრანგეთი – ხორვატია, 23:30 გერმანია – ესპანეთი

1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23

2 ჯგუფი. ჰერნინგიიუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია———–3—3—0—0—91-70—6

შვედეთი——-3—3—0—0—95-77—6

ნორვეგია——-2—1—0—1—60-54—2

ეგვიპტე———2—0—1—1—54-57—1

უნგრეთი——-3—0—1—2—82-88—1

ტუნისი———3—0—0—3—69-105–0

ტუნისი – შვედეთი 23-35

სანაი 6 – ა. ნილსონი, ეკბერგი 7, აპელგრენი 15/28

დანია – უნგრეთი 25-22

ჰანსენი 7, ლაუგე, ზახარიასენი 4, გრენი 12/28 – სიტა 5, იუჰასი 4

20 იან. 21:00 უნგრეთი – ტუნისი, 23:30 ნორვეგია – ეგვიპტე (სილკ-3)

21 იან. 21:00 შვედეთი – ნორვეგია, 23:30 ეგვიპტე – დანია

23 იან. 18:30 ტუნისი – ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია – უნგრეთი, 23:30 დანია – შვედეთი

1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 30-26, შვდ-უნგ 33-30

ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)

ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

13-24 ადგილები, პრეზიდენტის თასი. 19 იანვარი, ნახევარფინალები

21-24 ადგილები. კოპენჰაგენი. კორეა – იაპონია 27-25, საუდის არაბეთი – ანგოლა 34-29

17-20 ადგილები. კოპენჰაგენი. სერბეთი – ბაჰრეინი 32-27, ავსტრია – არგენტინა 22-24

13-16. ადგილები. კიოლნი. რუსეთი – მაკედონია 30-28, ჩილე – ყატარი 27-37

20 იანვარი, ფინალები

კოპენჰაგენი. 23/24. იაპონია – ანგოლა, 21/22. კორეა – საუდის არაბეთი

კოპენჰაგენი. 21/22. ბაჰრეინი – ავსტრია, 19/20. სერბეთი – არგენტინა

კიოლნი. 15/16. მაკედონია – ჩილე, 13/14. რუსეთი – ყატარი

Leave a Reply