მსაჯთა სემინარები

მსაჯთა სემინარებზე მიღება გრძელდება!

თქვენ საშუალება გექნებათ მოუსმინოთ ევროპის კატეგორიის დელეგატების მიერ წაკითხულ ლექციებს.

სემინარების წარმატებით დასრულების შემთხვევაში:

– გადმოგეცემათ სხეფ-ის სერთიფიკატი.

– საშუალება მოგეცემათ იმუშაოთ ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებზე და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება.

– განაგრძოთ სწავლა ევროპისა და საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციების შემუშავებული სამსაჯო საგანმანათლებლო მოდულებით.

– წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი სამსაჯო კატეგორიები.

განცხადების შევსების ბოლო ვადაა 24 თებერვალი.

სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ქვემოთ მოცემულ ბმულზე, ასევე ფედერაციის ელ. ფოსტაზე შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნით:

https://cutt.ly/f3Ws7db

ელ. ფოსტა: office@geohandball.ge; competition@geohandball.ge

📌 იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია

Leave a Reply