EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

მოწოდება ფეისბუკით და მოგება ისრაელთან

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა მესამე მატჩი 26-24 მოუგო ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებს და ტურნე წაუგებლად დაასრულა – 32-29, 30-30, 26-24.

 

მარტში ორივე გუნდს ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს და ისრაელის ფედერაციამ ქართველები ამხანაგური მატჩების სათამაშოდ მიიწვია.

მოგებისა და ფრის შემდეგ მესამედ ქალაქ აშდოდის ქალთა გუნდთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ გეგმები შეიცვალა.

მასპინძლებს, პირველი ორი მატჩის შემდეგ, ძალიან უნდოდათ მოგება და მესამედ თამაში გვთხოვეს. უარი არ გამოდიოდა, თუმცა, ვითარება დამაფიქრებელი იყო – ისრაელის გუნდში ჩვენზე ორი წლით უფროსები თამაშობენ, ორივე მატჩი საკმაოდ კონტაქტური და მძიმე იყო, დიდი იყო ტრავმების რისკი და ერთი პირობა გადაწყდა, რომ ლიდერები დაესვენებინათ. გუნდს ისედაც აკლდა დაშავებული გადელია, ხოლო მარტში ორი სერიოზული საერთაშორისო ტურნირი გველის.

მაგრამ გოგონებმა მოითხოვეს, რომ ისევ მოსაგებად ეთამაშათ. მწვრთნელთა შტაბმა საბოლოოდ ასეც გადაწყვიტა, ხოლო დილით გუნდს ფეისბუკზე დახვდა მთავარი ბომბარდირის, კუნელაშვილის მოწოდება და ბრძოლისკენ შეგულიანება. სასტუმროში გუნდმა სამახსოვრო სურათი გადაიღო და ჰოლონში, თამაშზე გაემგზავრა, ფეისბუკის სტატუსს კი საქართველოდან გამოეხმაურნენ ქომაგები.

და მესამე მატჩიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო – 26-24.

გოგონათა ნაკრებს 2016 წელს სამი მნიშვნელოვანი ოფიციალური ტურნირი უწევს. 8-13 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება ახალი შეჯიბრება, IHF/EHF ქალთა თასი. ტურნირს ერთობლივად ატარებენ ხელბურთის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციები. მონაწილეები იქნებიან განვითარებადი სახელბურთო ქვეყნები. ევროპულ ტურნირზე ითამაშებს 8 ქვეყანა და მონაწილეების სიას EHF 30 იანვარს გამოაცხადებს. ასაკობრივი კატეგორია იქნება 1997 წელს და გვიან დაბადებულები. ტურნირის გამარჯვებული 2017 წელს ითამაშებს საკონტინენტთაშორისო ტურნირზე, სადაც რეგიონული კონფედერაციების გამარჯვებულები გამოვლენ.

18-20 მარტს, მონტენეგროში, ვეთამაშებით მონტენეგროსა და უკრაინას – ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე.

ივნისის ბოლოს ნაკრები გაემგზავრება შვედეთში და გიოტებორგში ითამაშებს ევროპის ღია პირველობაზე თვრამეტწლამდელთა შორის. რადგანაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი ამ ასაკში არ იმართება, ე,ს ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატია, სადაც უძლიერესი გუნდები გამოვლენ.

გოგონათა ნაკრები კვირას, ღამით დაბრუნდება თბილისში და მცირე შესვენების შემდეგ მზადებას განაახლებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავაა, ორიოდ კვირაა, მას ეხმარება უკრაინელი ოლექსანდრ გურსკი, სტაფში შედიან ინა ჭკუასელი, ლანა მარგიანი და ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.

ჰოლონი, 23 იანვარი.ისრაელი (20) – საქართველო (18) 24-26

საქ: ვარდიშვილი, ჯავახია, ჩაჩუა – კუნელაშვილი 8, ღვალაძე 6, ჩოხელი 5, ჩოგოვაძე 3, ყველაშვილი 2, ვენეცკი 2, ბერიძე, ქიტესაშვილი, ჯავახაძე, ჩირგაძე, გაგნიძე

ვიდეო:https://www.facebook.com/100010733027354/videos/169314260103007/

ჰერცლია, 22 იანვარი.ისრაელი(20) –საქართველო(18) 30-30

ისრ: მური 6, ტ. კოენი 4, გოფიდი 4, გუეტა 3,ლევინსონი 3, ბარგიგი 3, ბენ ციონი 2, ედენი 2, ბარელი 1, ნაჰუმი 1

საქ: კუნელაშვილი 12, ღვალაძე 5, ქიტესაშვილი 3, ჩოხელი 3, ჩოგოვაძე 2, ყველაშვილი 2, ბერიძე 2, ვენეცკი 1

ბათიამი, 21 იანვარი.ისრაელი(20) –საქართველო(18) 29-32

ისრ: ლევინსონი 4, ბენ ციონი 4, მური 4, ბარგიგი 4, ო. კოენი 3, ტ. კოენი 3, ნადი 2, ბარელი 2, გოფიდი 1, ტალი 1, ტნია 1

საქ:კუნელაშვილი 11, ჩოხელი 5, ჩოგოვაძე 5, ვენეცკი 3, ყველაშვილი 3, ბერიძე 3, ღვალაძე 2

გოგონათანაკრებიისრაელში(21-23იანვარი, 2016)

12. ანავარდიშვილი(GK, მამული, 177, 1999) –16.ქრისტინეჯავახია(GK, ფოთი, 175, 1998) –22.მარიამჩაჩუა(GK, პეგასი, 184, 1999) –7.თინაქიტესაშვილი(CB, ყვარელი, 170, 1999) –9.თათიაგადელია(RB, ფოთი, 172, 1998) –13.ქრისტინეღვალაძე(LW, მამული, 162, 1998) –15.თამარჩოგოვაძე(LW, პეგასი, 162, 1999) –17.მედეაჩოხელი(P, პეგასი, 177, 1999) –18.ქეთევანვენეცკი(RB, პეგასი, 174, 1998) –19.ანაყველაშვილი(CB, მამული, 177, 1999) –23.ნინოგაგნიძე(RW, პეგასი, 170, 2002) –24.ჯულიაჩირგაძე(LB, წყალტუბო, 178, 2001) –29.ქეთიკუნელაშვილი(LB, ყვარელი, 176, 1999) –31.მაიაბერიძე(CB, პეგასი, 167, 1999) –39.მარიკაჯავახაძე(P, წყალტუბო, 170, 1999) –გიორგიგვაზავა(1978, მთავარი მწვრთნელი),ინაჭკუასელი(1985,, მწვრთნელი),ოლექსანდრგურსკი(1966, მწვრთნელი).გიორგიკაზალიკაშვილი(1993, ექიმი),ლანამარგიანი(1988, გუნდის ლიდერი)

Leave a Reply