gnhf-rrr

მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატს ხელბურთში 3 ლიდერი ჰყავს: ფოთი, აჭარა  და პეგასი. შაბათ-კვირას მორიგი  მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა.

შარშანდელმა ჩემპიონმა აჭარის გუნდმა 53-23 დამარცხა ქუთაისი, ხოლო ფოთმა მოუგო ზუგდიდს, სენაკსა და ქუთაისს. სამივე ამ გუნდს მხოლოდ  მოგებები აქვს, ფოთს კი ერთი მატჩით მეტი აქვს და 10 ქულით პირველ ადგილზეა.

აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდმა ერთმანეთში უკვე ითამაშა,  დასავლეთის 8 გუნდს კი კიდევ ორი სათამაშო დღე აქვს – 30 ნოემბერსა და 7 დეკემბერს გუნდები ზესფატონის სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ამის შემდეგ ტურნირი თებერვალში გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მატჩებით და ჩემპიონატის პირველი ეტაპიც დასრულდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

სენაკის სპორტის სასახლე16 ნოემბერი 

ქუთაისი – სენაკი 29-7

ფოთი – ზუგდიდი 25-15

ქუთაისი – აჭარა 23-53

ტყიბული – ზუგდიდი 0-21

სამტრედია – წყალტუბო 26-19

სენაკი – ტყიბული 25-12

17 ნოემბერი

ფოთი – ქუთაისი 17-9

ზუგდიდი – წყალტუბო 15-16

ფოთი – სენაკი 30-9

ქუთაისი – სამტრედია 13-21

მსაჯები გ. გველესიანი, თ. ბჟალავა, ჩოგოვაძე

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ფოთი———-5—5—0—0—127-70–10

აჭარა———–4—4—0—0—177-67—8

პეგასი———-4—4—0—0—-93-42—8

ქარიშხალა—-4—3—0—1—-84-59—6

სამტრედია—-5—3—0—2—124-108–6

ზუგდიდი—–4—2—0—2—-83-45—4

წყალტუბო—-5—2—0—3—90-113—4

ქუთაისი——-5—2—0—3—83-103—4

თელავი——–4—2—0—2—-61-89—4

რუსთავი——4—1—0—3—-65-79—2

სენაკი———-6—1—0—5—60-180—2

ქარელი——–4—0—0—4—-57-91—0

ტყიბული——4—0—0—4—-21-79—0

გაგრძელდება 30 ნოემბერს

Leave a Reply