EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

მოდით ხელბურთზე, საქართველო ფინალშია!

საქართველოს ნაკრებმა 18-14 დაამარცხა ბელგია და გავიდა IHF/EHF ქალთა თასის ფინალში, სადაც კვირას შეხვდება ფარერის კუნძულების ნაკრებს. თამაში ახალ სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალი, 12 მარტი

საქართველო – ბელგია 18-14

საქ: ჩაჩუა – ყველაშვილი 6, ჩოგოვაძე 3, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 2, ღვალაძე 2, ვენეცკი 1, ქიტესაშვილი 1, გადელია, (ჯავახია, ვარდიშვილი, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე)

ბელ: სმეტი, შულგა – ჰააზენი 4, ლამოტი 3, დეუსი 3, ტილკინი 2, გისენსი 1, დე ბლენდე 1, ადელი, ანტონისენი, კარუზო, პუტცაისი, პეეტერსი, მარტინი

მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ), დელეგატი: გოულაო (პორ), ზედამხედველი: მანჩადო (ესპ)

თამაში ძალიან მძიმე იყო და გამარჯვებულმა მხოლოდ ბოლო 10 წუთში მოახერხა გარდატეხა. პირველ ტაიმში ბელგიელებმა უკეთ ითამაშეს და 10-8 მოიგეს. საქართველომ მხოლოდ ანა ყველაშვილის ინდივიდუალური მცდელობების წყალობით მოახერხა, რომ მეტოქე მეტად არ გაეშვა წინ.

საუკეთესო იყო ბელგიელთა მეკარე ემილი სმეტი – მან მოიგერია 7 შვიდმეტრიანიდან 5. მეორე ტაიმის დასაწყისში, როგორც იქნა, გაიტანეს კუნელაშვილმა, ჩოხელმა და ქიტესაშვილმა და ანგარიში გათანაბრდა (11-11), შემდეგ ერთი ბურთითაც დავწინაურდით, მაგრამ ბელგია მაინც ჩაგვიდგა კვალში. გაფუჭებული შვიდმეტრიანების გარდა, ბელგიელები მსაჯებმა შვიდჯერ გააძევეს ორწუთიანში, მაგრამ ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ერთი ბურთიც ვერ გაიტანა.

და მაინც, მეორე ნახევრის ბოლოს საქართველომ გარდატეხა მატჩი იმის წყალობით, რომ რუნდმა ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში და მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერია მარიამ ჩაჩუამ, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს მასპინძელთა ნაკრებში.

53-ე წუთზე კამილ ტილკინმა წინ გაიყვანა ბელგია – 14-13, მაგრამ ეს მათი ბოლო გოლი აღმოჩნდა. გადამწყვეტ მომენტში ორჯერ გაიქცა სწრაფ გარღვევაში გუნდის კაპიტანი ქრისტინე ღვალაძე, გაიტანეს კუნელაშვილმა, ჩოხელმა და ჩოგოვაძემ და საქართველომ 18-14 მოიგო.

ფინალში ფავორიტი ალბათ ფარერის კუნძულები იქნება. ეს არაა ამავე ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ყველასთან აგებს. ფარერები დანიის სამფლობელოა, დანია კი – ხელბურთის სამშობლო. კუნძულებზე, სადაც მოსახლეობა 50-ათასია, ხელბურთს ყველა თამაშობს და თანაც ბავშვობიდან. მაგრამ, ამ გუნდის დამარცხებაც შეიძლება, თუ ჩვენი გოგონები არ ინერვიულებენ, როგორც ბელგიასთან და თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებენ.

რიკ სტრაიკერსი, ბელგიის მთ. მწვრთნელი – მე ვფიქრობ კარგი თამაში იყო. ორივე კარგი გუნდია. საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი დაცვა და გადამწყვეტ მომენტებში ისინი უკეთესად თამაშობდნენ. ხვალ ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვებას და მესამე ადგილის დაკავებას. მინდა საქართველოს წარმატება ვუსურვო ფინალში.

ქეთევან ვენეცკი, საქართველო – ძალიან ემოციური თამაში იყო და ჩემი აზრით, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ და დავდეთ ჩვენი თავი. ჩვენ მივაღწიეთ შედეგს და ფინალში ვართ. ხვალ მოგებას და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ვაპირებთ.

ფარერები – ლატვია 25-18

ფარ: ფრისჰაიმი, ფრიდმუნდსდოტირი – ტორდადოტირი 6, ელიასენი 5, გ. პოულსენი 4, ჰალსდოტირი 3, ლარსენი 3, კ. პოულსენი 1, პალსდოტირი 1, ბარდარდოტირი 1, ჰანსენი 1, ჰოი, ნილსენი, ჰანუსონი

ლატ: მალცენიეცე, კოკინა – არმანე 7, გ. კაულაკანე 4, პურვინა 3, რუტკოვსკა 2, იუგანე 1, დერგაჩევა 1, უმიაროვა, ლაპსა, კრუმინია, სკუდრა, ვაიდე

მსაჯები: კაზაკი, ვასილევიჩი (ბლრ), დელეგატი: ასგაროვი (აზე), ზედამხედველი: ფეგირი (უკრ)

ლატვია თავიდან 2-0 დაწინაურდა, მაგრამ ეს მათი ბოლო წინ გასვლა იყო. მე-20 წუთისთვის ფარერებმა ზედიზედ 9 გოლით უპასუხეს მეტოქეს – 9-2 და ტაიმი 11-6 მოიგეს. შესვენების შემდეგ სხვაობა შემცირდა ოთხამდე (17-13, 46-ე წუთი), მაგრამ დაბოლოება ისევ კუნძულელების იყო – 25-18. გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი მაგნა ტორდადოტირმა შეაგდო (6), ლატვიაში საუკეთესო იყო სიმონა არმანე – 7 გოლი.

მაგნა ტორდადოტირი, ფარერების საუკეთესო მოთმაშე: – ჩვენ კარგად ვერ ვითმაშეთ და ამიტომ, გაგვიჭირდა კიდეც. საქართველოს წინააღმდეგ მატჩი ძნელი იქნება. ჩვენ ვგეგმავთ უფრო სწრაფად თამაშს და ნაკლები შეცდომის დაშვებას.

სიმონა არმანე, ლატვიის საუკეთესო მოთამაშე: – კარგი მატჩი იყო. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, მაგრამ ბოლოში იღბალმა გვიმტყუნა და წავაგეთ. დავნებდით.

პლეიოფი. 5-8 ადგილები

კვიპროსი – სომხეთი 28-16

კვი: ანტრეუ, ფილიმონოსი – ელია 14, ზინონოსი 4, ნიკოლაუ 2, ხაძიმატაიუ 2, ევანგელუ 2, ფილიპუ 1, გავრილა 1, იაკოვუ 1, ანტონიუ 1, სავა, მორფუ, კაფეძი

სომ: ჰაირაპეტიანი, სარგსიანი – მურადიანი 4, ბადალიანი 2, მელიქიანი 2, ბაბაიანი 2, გაპოიანი 2, ჭგნავორიანი 2, ჯანიკიანი 1, დემირხანიანი 1, ესაიანი, გურჯინიანი, ბიძიანი, ჰაკობიანი

მსაჯები: ჰესე, მარტინი (ბრი), დელეგატი: გოულაო (პორ), ზედამხედველი: მანჩადო (ესპ)

მალვინა ელია, კვიპროსის საუკეთესო მოთამაშე: – ჩვენ ბევრი იმისთანა იმისთანა შეცდომა მოგვივიდა, რომლებიც არ უნდა გვქონოდა. საბოლოოდ, იოლად მოვიგეთ და ხვალ უკეთესად თამაში გვსურს.

ესტონეთი – ალბანეთი 61-2

ესტ: გორცაგოვა, ნიკოლაევა – მოლკოვა 11, ნეჩაევა 7, უტსალი 7, რაინი 7, კადაკი 6, პოდზიგუნი 5, ურვიკი 4, მუნსტერი 4, ზგურსკაია 4, გაევსკაია 4, აინმანი 1, ვოლკოვა 1

ალბ: ჰ. ზაიმი – ალიაი 1, გოჟდარი 1, მუჟა, დელია, კონინი, ბეჩო, ს. ზაიმი, ზავაიანი

მსაჯები: კულოვიჩი, სკალიჩი (ბრი), დელეგატი: ასგაროვი (აზე), ზედამხედველი: თევზაძე (საქ)

ეკატერინა ნეჩაევა, ესტონეთის საუკეთესო მოთამაშე: – იოლი თამაში იყო, ვერ ვიტყვი რომ უშეცდომოები ვიყავით, მაგრამ ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა.

ენჯი ალიაი, ალბანეთის საუკეთესო მოთამაშე: – ცუდად ვითმაშეთ. მეტი გოლის გატანა გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მომავალში უკეთესად თამაშს ვაპირებთ.

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ოფიციალური ვებგვერდზე: http://womenstrophy.ge/

A ჯგუფი: საქართველო 6 ქულა (+67), ლატვია 4 (+55) – კვიპროსი 2 (+1), ალბანეთი 0 (-123)

8 მარტი. ლატვია-ალბანეთი 48-1, კვიპროსი-საქართველო 10-33

9 მარტი. ალბანეთი-კვიპროსი 3-41, საქართველო-ლატვია 31-25

10 მარტი. კვიპროსი-ლატვია 17-31, საქართველო-ალბანეთი 44-6

B ჯგუფი: ფარერები 6 (+54), ბელგია 3 (+29) – ესტონეთი 3 (+20), სომხეთი 0 (-103)

8 მარტი. ფარერები-ესტონეთი 26-17, ბელგია-სომხეთი 46-10

9 მარტი. სომხეთი-ფარერები 7-45, ესტონეთი-ბელგია 21-21

10 მარტი. ესტონეთი-სომხეთი 38-9, ფარერები-ბელგია 21-14

12 მარტი. ნახევარფინალი

5-8 კვიპროსი – სომხეთი 28-16

5-8 ესტონეთი-ალბანეთი 61-2

1-4 საქართველო-ბელგია 18-14

1-4 ფარერები-ლატვია 25-18

13 მარტი. ფინალი

12:00 7-8 სომხეთი-ალბანეთი

https://www.youtube.com/watch?v=CzS3T_U8Htk

მსაჯები: ჰესე, მარტინი (ბრი)

14:00 5-6 კვიპროსი – ესტონეთი

https://www.youtube.com/watch?v=tyh4W-jv7BE

მსაჯები: ადიგიუზელი, ქაიგუსუზი (თურ)

16:00 3-4 ბელგია-ლატვია

https://www.youtube.com/watch?v=7qNIEjJD7FQ

მსაჯები: კულოვიჩი, სკალიჩი (ბოს)

18:00 1-2 საქართველო-ფარერები

https://www.youtube.com/watch?v=pTB6sNV91Vc

მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ)

Leave a Reply