მოგება უშუალო კონკურენტთან  

თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა, ფერენცვაროშმა უნგრეთის სახელბურთო ჩემპიონატზე 30-20 დაამარცხა კომლოი და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა უკანახაზელმა 2 გოლი გაიტანა და სეზონში 44 გატანილი ბურთი დაუგროვდა.  

ტურნირს ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ორი უნგრული გრანდი: პირველ ადგილზეა სეგედი, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო. მეორე ადგილითვის ვესპრემს კონკურენციას უწევს ტატაბანია. პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი სეზონის ბოლოს საჩემპიონო ფინალს გამართავს.

სხვა ადგილები რეგულარულ სეზონში ნაჩვენები შედეგის მიხედვით განაწილდება. მესამე-მეხუთე ადგილზე გასული გუნდები EHF თასის საგზურებს მიიღებენ და ფერენცვაროში მიზანიც ესაა. კომლოი ამ სეზონში თამაშობდა ევროტურნირებზე და ჩემპიონატში ორჯონიკიძის კლუბის უშუალო კონკურენტია. ამ მოგებით ფერენცვაროშმა გაასწრო მეტოქეს, ხოლო მეხუთე ადგილამდე არცთუ ისე ბევრი, სულ 3 ქულა აშორებს, თანაც თამაში მარაგში აქვს.

ხელბურთი. უნგრეთის ეროვნული ლიგა. 1. სეგედი 18 მატჩი/36 ქულა – 2. ვესპრემი 14/24 — 3. ტატაბანია 14/23 – 4. ჩურგოი 15/20 – 5. დიონდიოში 16/19 – 6. ბალატონფურედი 15/18 – 7. ფერენცვაროში 15/16 – 8. კომლოი 15/15 – 9. ედერი 14/10 – 10. დაბაში 16/10 – 11. ცეგლედი 15/9 – 12. ბუდაკალასი 14/6 –– 13. მეზოკოვეშდი 16/6 – 14. ვეჩეში 15/0

Leave a Reply