მოგება და წაგება პორტუგალიაში  

განახლდა პორტუგალიის ჩემპიონატი ხელბურთში. ერეკლე არსენაშვილის გუნდმა ერთი თამაში მოიგო, ერთი წააგო და მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. 

სანაკრებო პაუზის შემდეგ ბრაგამ შინ დაამარცხა მაია ისმაი 30-24, შემდეგ კი სტუმრად წააგო ავანკასთან 22-16. ქართველმა ხაზის მოთამაშემ პირველ შეხვედრაში 1, მეორეში კი სამი გოლი გაიტანა და სულ 35 გოლი აქვს 10 მატჩში.

ბრაგა ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა ლიდერთა სამეულის – ბენფიკას, პორტუსა და სპორტინგის შემდეგ, თუმცა, რამდენიმე გუნდს ნაკლები ქულა აქვს დაკარგული გამოტოვებული მატჩების გამო.

პირველი წრის ბოლომდე 5 ტურია სათამაშო. 21 ნოემბერს ბრაგა მასპინძლობს პოვოას, 2020 წელს კი 17 დეკემბერს, ვიტორიასთან მატჩით დასრულებს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) – 1. ბენფიკა 30 ქულა (10 თამაში), 2. პორტუ 27 (9), 3. სპორტინგი 27 (9), 4. ბრაგა 21 (10), 5. აგუაშ სანტაში 20 (8), 6. ვიტორია 18 (9), 7. ავანკა 18 (10), 8. ბელენენსეში 16 (6), 9. ბოა ჰორა 14 (9), 10. სანჟოანენსე 13 (10), 11. ჰორტა 12 (7), 12. მადეირა 11 (6), 13. პოვოა 10 (6), 14. მაია-ისმაი 10 (8), 15. გაია 9 (7), 16. ბოავიშტა 8 (8)

Leave a Reply