მიზნის მიღწევა ჩელენჯ ტროფიდან უნდა ვცადოთ

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიურ სასახლეში 24-31 წააგო ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩი ლუქსემბურგთან.  7 იანვარს მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ. ლუქსემბურგი მეორე ეტაპზე გასასვლელად ბრძოლას იტალიასთან განაგრძობს, საქართველოს კი მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად მეორე შანსი ივნისში, ჩელენჯ ტროფიზე მიეცემა.

ლუქსემბურგთან ორი მძიმე მატჩი გვქონდა 2015 წელს (17-16, 20-29) და ვიცოდით, რომ იოლად დასამარცხებელი მეტოქე არ გვყავდა. მათ აქტიური დაცვა (3-2-1) შემოგვთავაზეს, მაგრამ პირველ ტაიმში ამას გავუმკლავდით. ლუქსემბურგი 16-ე წუთზე 9-6 დაწინაურდა, მაგრამ ბექა ორჯონიკიძის ტაიმაუტის შემდეგ ერთბაშად 4 გოლი გავიტანეთ (10-9), 12-10 ვლიდერობდით ტაიმის ბოლოს და მეტითაც შეგვეძლო დაწინაურება, მაგრამ ერთი ბურთით მოვიგეთ, 12-11, მეკარე თევზაძემ კი 17-დან 7 დარტყმა მოიგერია. 

მაგრამ მეორე ნახევრისთვის ლუქსემბურგელთა მწვრთნელებს შემონახული ჰყავდათ იან ჰოფმანი, რომელმაც ორი წლის წინ, მეორე მატჩში 7 გოლი გაგვიტანა, შესვენების შემდეგ კი თითქმის მიყოლებით შეაგდო 5 გოლი. მეტოქის აქტიურმა დაცვამ მაქსიმალურად გაანეიტრალა ჩვენი უკანახაზელების უპირატესობა სიმაღლეში და თან უამრავი საკუთარი შეცდომა დაგვაშვებინა (18 დაკარგული ბურთი მატჩში), ხოლო როდესაც სხოლტენის ორი ფასტბრეიკის შემდეგ ანგარიში 25-19 გახდა, გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. საბოლოოდ, მეორე ტაიმი 12-20 წავაგეთ, ლუქსემბურგი კი მეორე ეტაპზე ბრძოლას აგრძელებს. გადამწყვეტი 11 და 15 იანვრის ორი მატჩი იქნება იტალიასთან.

ბრძოლას გააგრძელებს საქართვლოს ნაკრებიც, ოღონდ, 2017 წლის ივნისში, როდესაც გაიმართება ჩელენჯ ტროფი, სადაც გათამაშდება ევრო-2020-ის მთვარი შესარჩევი ეტაპის ბოლო საგზური. ამ ტურნირზე მოთამაშეთა ასაკი 25  წლით იქნება შეზღუდული. სწორედ ამის გამო, იტალიასთან მარცხის შემდეგ ნაკრების გაახალგაზრდავება დაიწყო. ლუქსემბურგთან მატჩში იყო მომენტები, როდესაც მოედანზე 18-20 წლის ერთბაშად ოთხი, ხუთი ხელბურთელი იყო.

ხელბურთი, ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

4 იანვარი, ოლიმპიური სასახლე. 300 მაყურბელი

საქართველო-ლუქსემბურგი 24-31

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – ჩიქოვანი 8, ორჯონიკიძე 6, კბილაშვილი 3, წითელიშვილი 2, ჭანტურია 2, დიხამინჯია 2,  რუსტამოვი 1, გრიშიკაშვილი, აბრამიშვილი, სიმონია, მიქავა (გოგავა) – მწვ: ორჯონიკიძე, გვაზავა

ლუქ: მორეირა, ოჟე, პავლოვიჩი – მიულერი 7, ვირცი 6, კოლი 6, ი. ჰოფმანი 5, სხოლტენი 5,  ბოკი 2, ჯ. ჰოფმანი, შრიოდერი, მარზადორი (ზეკანი, ბილი, ტომასინი) – მწვ: სტოტი, გრადუ

მსაჯები: დორიან სირბუ, ვალენტინ სუპონიკოვი (მლდ), დელეგატი: მარეკ ზაბჩინსკი (პოლ)

2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19

6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი 24-31

7 იანვარი, 21:00. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო – თურქეთი 24-24

04.01.17 კოსოვო – ესტონეთი, 08.01.17 ესტონეთი-კოსოვო

11.01.17 ესტონეთი-თურქეთი 15.01.17 თურქეთი-ესტონეთი

ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები – ერთ წრედ, ფარერის კუნძულებზე

13.01,17 კვიპროსი-ფარერები, 14.01.17 საბერძნეთი-კვიპროსი, 15.01.17 ფარერები-საბერძნეთი

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017.  აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან:  დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (26 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 1998 წლის ჩემპიონი). დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი

Leave a Reply