gnhf-rrr

მერვედფინალის ოთხი წყვილი ცნობილია

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთში გამოვლინდა 4 მერვედფინალური წყვილი: საფრანგეთი-ისლანდია, ნორვეგია-მაკედონია, რუსეთი-სლოვენია, ბრაზილია-ესპანეთი. B ჯგუფში ბოლო საგზური მოიპოვა ისლანდიამ, ვინც 27-27 ითამაშა მაკედონიასთან და ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა ტუნისს. 

ტუნისმა ფაქტიურად თავისით დათმო საგზური წინა ტურში, როცა ბოლო წუთებზე ხუთბურთიანი უპირატეობა გაანიავა და სლოვენიას ანგარიში გაათანაბრებინა. ასე რომ არ მომხდარიყო, აფრიკელები მარტო საკუთარ თავზე იქნებოდნენ დამოკიდებულები – ბოლო ტურში მოუგებდნენ ანგოლას და ისლანდია-მაკედონიის ნებისმიერ შედეგზე ოთხეულში იყვნენ, ახლა კი მაკედონიის მოგება სჭირდებოდათ.

ტუნისმა 9 ბურთით,  43-34 დაამარცხა ანგოლა და, როგორც მერე აღმოჩნდა, მხოლოდ +16 ეყოფოდა. მაკედონიას განაღდებული ჰქონდა მერვედფინალი, მაგრამ იქ საფრანგეთთან თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავდა და არაფრის დათმობას აპირებდა ისლანდიისთვის. საწყისი 0-4 ჩამორჩენის შემდეგ ისლანდიამ მალე გაათანაბრა და მატჩის უმეტესი დრო წინ იყო, 44-ე წუთზე – 5 ბურთით, 24-19, მაგრამ გეორგიევსკიმ სირენამდე 4 წუთით ადრე გათანაბრა, შემდეგ კი ორჯერ დაფიქსირდა ტუნისისთვის სასურველი ანგარიში – 26-25, 27-26 მაკედონიის სასარგებლოდ. რუნარ კარასონმა 59-ე წუთზე გაათანაბრა 27-27, ტუნისმა და ისლანდიამ 4-4 ქულა დააგროვეს (1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება), და რადგანაც ერთმანეთში ფრედ ითამაშეს (22-22), გადამწყვეტი აღმოჩნდა ბურთების საერთო სხვაობა (129-121, 144-144 – ისლანდიის სასარგებლოდ).

ამავე ჯგუფში პირველი ადგილისთვის ესპანეთმა და სლოვენიამ ითამაშეს – ესპანეთმა მოიგო, 36-26.  

A ჯგუფში  რუსეთმა დაამარცხა ბრაზილია 28-24 და მეოთხე ადგილზე დატოვა, საფრანგეთმა 26-25 მოუგო პოლონეთს, ნორვეგიამ – იაპონიას, 38-23.

დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო 6 მატჩია. C  ჯგუფში გერმანია და ხორვატია პირველი ადგილისთვის თამაშობენ, ხოლო უნგრეთი-ბელარუსი და ჩილე-საუდის არაბეთი – ბოლო 2 მერვედფინალისტის გასარკვევად.  D ჯგუფში ოთხივე მერვედფინალისტი ცნობილია, შვედეთი და ეგვიპტე პირად შეხვედრაში გამოავლენენ, ვინ გავა მეორე ადგილზე.

ყველა მატჩის ჩანაწერი მეორე დღეს: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5

ვიდეომიმოხილვები:  https://www.youtube.com/watch?v=i7BYhoOfZAM&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ჯგუფი, ნანტი (საბოლოო): საფ 10, ნორ 8, რუს 6, ბრა 4 – პოლ 2, იაპ 0

11,12 იან. საფ-ბრა 31-16,  რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20

13,14 იან. იაპ-საფ 19-31, ბრა-პოლ 28-24, ნორ-რუს 28-24

15,16 იან. საფ-ნორ 31-28, ბრა-იაპ 27-24პოლ-რუს 20-24

17 იან. ნორ-ბრა 39-26, პოლ-იაპ 26-25, რუს-საფ 24-35

19 იანვარი. რუსეთი-ბრაზილია 28-24

დერევენი, შელმენკო 5, კოვალევი, ჩიპურინი 4 – ლანგარო, ტოლედო, პოზერი 5

https://www.youtube.com/watch?v=W4TnWntCbZ8

საფრანგეთი-პოლონეთი 26-25

ნიოკა 7, ფაბრეგასი, სორენდო, რემილი 4 – ტ. გებალა, კრაევსკი 5, დაცკო 4

https://www.youtube.com/watch?v=YjU_dLzI_hA

იაპონია-ნორვეგია 23-38

მოტოკი 4 – მირჰოლი 7, ლინდბიო, ბიორნსენი 5, ტანგენი 4, ოსალივანი, საგოსენი 4

https://www.youtube.com/watch?v=i7BYhoOfZAM

B ჯგუფი. მეცი (საბოლოო) – ესპ 10სლნ 7, მკდ 5, ისლ 4 (+7) – ტუნ 4 (0), ანგ 0

12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21

14 იან. ისლ-სლნ 25-26, ტუნ-ესპ 21-26, ანგ-მკდ 22-31                                         

15,16 იან. ისლ-ტუნ 22-22, სლნ-მკდ 29-22, ესპ-ანგ 42-22

17,18 იან. სლნ-ტუნ 28-28, ანგ-ისლ 19-33მკდ-ესპ 25-29

19 იანვარი. ტუნისი-ანგოლა 43-34

ბანნური 10, სანაი 7, ბუღანმი 6 – ტეკა 10, ლოპესი 7

https://www.youtube.com/watch?v=NKzD5r9cwk0

მაკედონია-ისლანდია 27-27

ლაზაროვი 7, გეორგიევსკი 6, მანაშკოვი 5 – კარასონი 7, ელისონი 6

https://www.youtube.com/watch?v=CtnVLVKEV-I

ესპანეთი-სლოვენია 36-26

ესპ: ბალაგერი 7, რივერა 6, ენტრერიოსი, ფერნანდესი, კანელასი 4, სარმიენტო, გვარდიოლა 3

სლნ: მარგუცი 6, დოლენეცი 4, იანცი, ბლაგოტინშეკი 3

https://www.youtube.com/watch?v=QpwdrpTWaGo

C ჯგუფი, რუანი (4 თამაშიდან) – გერ 8, ხორ 8უნგ 4, ბლრ 2 – ჩილ 2, საუ 0

13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23

14,15 იან. უნგ-ხორ 28-31, ჩილ-გერ 14-35, საუ-ბლრ 26-29

16,17 იან. უნგ-ჩილ 34-29, ხორ-ბლრ 31-25გერ-საუ 38-24

18 იან. საუ-უნგ 24-37, ბლრ-გერ 25-31, ხორ-ჩილ 37-22

20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი

D ჯგუფი, პარიზი (4) – დან 8, შვდ 6, ეგვ 6, ყატ 4 – ბაჰ 0, არგ 0

13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22

14,15 იან. დან-ეგვ 35-28, არგ-შვდ 17-35, ბაჰ-ყატ 22-32

16,17 იან. ეგვ-ბაჰ 31-29, დან-შვდ 27-25ყატ-არგ 21-17

18 იან. არგ-ეგვ 26-31, დან-ბაჰ 30-26, შვდ-ყატ 36-25

20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია

მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

21 იან. ალბერვილი, 19:00 ნორვეგია-მაკედონია,    

21 იან. ლილი, 21:00 საფრანგეთი-ისლანდია

21 იან. პარიზი, 23:45 რუსეთი-სლოვენია

21 იან. მონპელიე, 23:45 ბრაზილია-ესპანეთი

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

ნახევარფინალი. 21-24 ადგილები

21 იან, 17:00 იაპონია-ანგოლა, 22 იან. C6-D6

ნახევარფინალი. 17-20 ადგილები

21 იან, 19:00 პოლონეთი-ტუნისი. 22 იან, 19:00 C5-D5

23 იან. ფინალები 17, 19, 21, 23 ადგილებისთვის.

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი

Leave a Reply