EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

მერაბ მეტრეველის დაბადების დღე

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია 60 წლის იუბილეს ულოცავს სპორტის უნივერსიტეტის პროფესორს, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრს, ცნობილ სპორტულ მოღვაწეს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ბატონ მერაბ მეტრეველს. უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს.

მერაბ მეტრეველმა, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, დაუთმო ქართული ხელბურთის განვითარებას და წინსვლას. მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც საქართველოს ასაკობრივი, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების ფორმირებასა და წარმატებაში, ასევე, უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი სახელბურთო კლუბების განვითარებაში. მერაბ მეტრეველის მიერ, წლების განმავლობაში, აღიზარდა არაერთი გამორჩეული ხელბურთელი და სპორტსმენი, მისი წვლილი ქართული ხელბურთის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელია.

Leave a Reply