ukr

მეორე წრე მარტში დაიწყება

გლდანის ხელბურთის აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი წრე. ლიდერის, აჭარის გუნდის შემდეგ მეორე ადგილზე დამკვიდრდა პეგასი, მესამეა ფოთის ოქროს ვერძი. მეორე წრე 7 მარტს დაიწყება. 

პეგასმა დღეს ქულა დაკარგა ქუთაისთან (15-15), მაგრამ დღის ბოლო მატჩში დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი სამტრედია (18-13) და 21 ქულა დააგროვა. 20 ქულა აქვს ფოთს, შემდეგ მოდიან სამტრედია, წყალტუბო, ქუთაისი… ექვსეულში დასავლეთ საქართველოს 5 გუნდია.

ამ ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს პირველის საერთაშორისო ტურნირი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი, 2021 წელს, შვედეთში უწევთ, თუმცა, ისინი უკვე არიან მწვრთნელთა დაკვირვების ქვეშ და სანაკრებო კანდიდატთა წრეც საკმად ვრცელია – ჩემპიონატის მონაწილე 13 გუნდიდან ყველას ჰყავს პერსპექტიული ხელბურთელები.   

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05). 7-11 თებერვალი, გლდანი

11 თებერვალი

წყალტუბო – ქარიშხალა 17-10

ზუგდიდი – რუსთავი 19-19

ქუთაისი – ქარელი 22-13

სამტრედია – ქარიშხალა 20-18

ქუთაისი – პეგასი 15-15

წყალტუბო – რუსთავი 16-10

სამტრედია – პეგასი 13-18

ზუგდიდი – ქარელი გადაიდო

მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, ა. ჩხაიძე

დელეგატი: ქ. იაშვილი

გაგრძელდება 7 მარტს

 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

Leave a Reply