ukr

მეოთხედფინალი უჩემპიონოდ ჩაივლის

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა 2016 წლის გამარჯვებული, პოლონეთის კელცე, რომელიც შინაც დამარცხდა ფრანგულ მონპელიესთან, 26-28. მეოთხედფინალები ასე დაკომპლექტდა: კილი-ბარსელონა, ფლენზბურგი-ვარდარ სკოპიე, სეგედი-პსჟ, ვესპრემი-მონპელიე.

მიმოხილვაhttp://www.ehftv.com/int/video/2017-04-02-rewind-episode-16

ბარსელონა და ვარდარი პლეიოფში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან, ხოლო  ექვსი მერვედფინალური წყვილიდან სამში გამარჯვებულმა საპასუხო მატჩში დიდი უპირატესობა მოიპოვა: უნგრეთის ვესპრემმა შინ მოუგო ზაგრებს, 29-19; პარი სენ ჟერმენმა 35-27 დაამარცხა საფრანგეთისვე ნანტი; უნგრეთის სეგედმა – დანიის სილკებორგი, 33-24.

ბუნდესლიგის ლიდერ ფლენზბურგს სტუმრად ერთი ბურთით ჰყავდა დამარცხებული ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი, შინ კი თამაშის ბოლოს ორით აგებდა, 24-26. აქ თავი გამოიჩინა ფლენზბურგის შვედურმა ტრიომ: იოჰან იაკობსონმა ორჯერ გაიტანა, შემდეგ ორი დარტყმა მოიგერია მეკარე ანდერსონმა, ხოლო ჰამპუს ვანეს გოლის შემდეგ ფლენს-არენაზე მყოფმა 5000 მაყურებელმა შვებით ამოისუნთქა – მათი კლუბი სირენამდე 80 წუთით ადრე  წინ გავიდა და საბოლოოდ 28-26 მოიგო.

ქალაქ მანჰაიმის არენაზე 11 000 კაცი დაესწრო კიდევ ორი გერმანული კლუბის, რაინ-ნეკარ ლიოვენისა და კილის მატჩს. რაინ-ნეკარს კილში ერთი გოლით ჰქონდა მოგებული, მაგრამ თამაშის ბოლო წუთებზე ყველაფერი მოიგერია კილის მეკარემ ნიკლას ლანდინმა, მარკო ვუინმა ზუსტად პირველი მატჩის შედეგი (25-24) დააფიქსირა, ხოლო ვეტერანმა პატრიკ ვინჩეკმა კილის მეოთხედფინალში გამსვლელი გოლიც გაიტანა – 26-24.

კელცემ 38-ე მიაღწია სასურველ 5-ბურთიან სხვაობას მონპელიესთან (19-14) მაგრამ მათიო გრებიმ, იურე დოლენეცმა და არნო ბინგომ იქვე დააწინაურეს მონპელიე (21-20), მერე საუკეთესოდ ითამაშა მეკარე ვენსან ჟერარმა და მოქმედი ჩემპიონი გავარდა – 26-28, 28-33.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები

მერვედფინალის საპასუხო მატჩები. 30 მარტი-2 აპრილი

რაინ ნეკარი (გერ) – კილი (გერ) 24-26 (25-24)

ეკდალი 6, პეტერსონი, სიგურდსონი 5 – ბილიკი, ვუინი 5, ვინჩეკი 4

ვესპრემი (უნგ) – ზაგრები (ხორ)  29-19 (23-22)

ილიჩი, მარგუცი უგალდე 5, გაიჩი 4 – ჰორვატი, მიკლავჩიჩი, პავლოვიჩი 3

პსჟ (საფ) – ნანტი (საფ) 35-27 (26-26)

რემილი 10, გენსჰაიმერი 6 – ბალაგერი 10, ნიოკა 6

ფლენზბურგი (გერ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 28-26 (26-25)

ლაუგე 7, ეგერტი, ვანე 5 – სტოიკოვიჩი 8

სეგედი (უნგ) – სილკებორგი (დან) 33-24 (26-24)

გორბოკი, კალმანი, სტ. სკუბე 7 – სებ. სკუბე 6, მარკუსენი 5

კელცე (პოლ) – მონპელიე (საფ) 26-28 (28-33)

მ. იურეცკი 7, ლიევსკი 6, ბელეცკი 5 – დოლენეცი 7, გრები 5, დ. სიმონე 4

მეოთხედფინალი, 19-23/26-30 აპრილი

კილი-ბარსელონა, ფლენზბურგი-ვარდარ სკოპიე, სეგედი-პსჟ, ვესპრემი-მონპელიე

Leave a Reply